ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Friday, 19 April 2019

მირვან l (დაახ.ძვ.წ. 216- 186 წ.წ.)

დაჯდა მირვან l სიმამრისა თვისისა საურმაგ მეფისა შემდგომად და იყო ესე ნათესავისაგან ნებროთისა და დაიპყრა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი; ხოლო ესე იყო მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი, უხვი, მოწყალე და კეთილის- მოყვარე და მეფობდა კეთილად, და აქვნდა მას მშვიდობა ანტიოქოსს დიდსა თანა და ასურისტანელთა. ხოლო ვინაიდგან მეფემან საურმაგ ჰყო მემკვიდრედ თვისსა მირვან, და არა ძეთაგანთა შთამომავლობისა ქუჯისთა, ვინაიდგან ძის - ქარძამის ძე ქუჯისდა სიძევე იყო საურმაგისა ძისა ფარნავაზისა. ამისთვის იქმნა ამბოხი კავკასიასა შინა ნათესავთაგან ქუჯისთა და მხედრობითა მრავლითა ისინი წარმოვიდეს წინააღმდეგად მეფისა მირვან პირველისა; ხოლო აკა მეფედ იქნა სახელდებულ არეთა ეგრისისათა და მან აკამ მოჭრა ფული კოლხური. მირვანის მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყვარული ფარნავაზისა და საურმაგისა და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი და გაერთნდეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი და მოტყუენეს კახეთი და ბაზალეთი. მირვან მეფემან მოუწოდა სამეფოსა თვისისა ერისთავთა და შემოკრიბნა ყოველნი კავკასიელნი და სპარსნი ცხენოსანნი და ქვეითნი, რომელნიცა ჰყვეს თვისთანა მეშველად, და მიუხდა ჭართალთა, შეკრბეს დურძუკნი, დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზათა; მაშინ მირვან გარდახდა ცხენისაგან, მივიდა ქვეითთა თანა თვისთა, წარუძღვა წინა; ხოლო ზურგით შემოადგინა მხედარნი თვისნი და მოვიდა კართა მათ შინა სიმაგრისა მტერთასა უშიშრად, ვითარცა ჯიქი სიფიცხითა, ვითარცა ვეფხი სიმხვნითა, ვითარცა ლომი ძახილითა, იქმნა მათ შორის ბრძოლაი ძლიერი; ხოლო მირვანს ვეღარ ჰკვეთდა მახვილი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა და დადგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე და განგრძელდა მათ შორის ბრძოლა და მოსწყდა ორგვიდვე ურიცხვი; ხოლო იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს. მიუდგეს ზედა- დასხმით ქართველნი, მოსრნეს და ტყვე- ქმნეს და შევიდა მირვან დურძუკეთს და მოაოხრა დურძუკეთი და ჭართალელნი და შეაბნა შესავალსა დურძუკეთისასა კარნი და მოქმნა იგი მტკიცედ ქვიტკირითა და უწოდა სახელად დარუბანდ; და ასე დაიმორჩილა იგინი და დასაჯნა მიზეზნი შფოთისანი, და მოიქცა მცხეთად და განაგებდა სამეფოსა თვისა კეთილ წესიერად და უწინარეს ამისა მისცა ასული თვისი ძესა სომეხთა მეფისა არტაქსესისა არსაკს. უყვარდათ მირვან მეფე ყოველთა ქართველთა და მეფობდა კეთილად. ამის ზე მიიცვალა ანტიოქოსი მეფე ასურასტანელთა და ბაბილოვნისა. ხოლო იმეფა ამან წელნი .....და გარდაიცვალა წელსა... დასაბამითგან სოფლისა.