ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Saturday, 23 February 2019

იერარქთა მირონცხებისთვის

ღმერთმა მოსეს უბრძანა მისი ძმისთვის - აარონისთვის და აარონის ძეებისთვის მირონი ეცხო და ასე მღვდლებად დაედგინა ისინი..წინასწარმეტყველმა სამუილმა კი მირონი ისრაელის მეფეებს სცხო..აქედან იწყება მეფეთა მირონცხების ტრადიცია..ბიბლიაში შაჰი კიროსიც ნახსენებია მირონცხებულად...ბერძნულად მირონცხებული იგივე ქრისტეს ნიშნავს..  მაგრამ ამას ამჯერად არ შევეხები. ძველ ისრაელში მეფობის დაწესებამდე მსაჯულები - წინასწარმეტყველები და ლევიტელი სამღვდელოება იყვნენ მირონცხებულები, მათ ხელში იყო კონცენტრირებული საერო და სასულიერო ძალაუფლება..შემდეგ საერო ძალაუფლება მეფეებს გადაეცათ, რომლებსაც აგრეთვე ზეთს, მირონს სცხებდნენ.. ქრისტიანულ ეპოქაში - გვყავს მირონცხებული მეფეები, დასავლეთ ევროპასა და ბიზანტიაში..ეს ტრადიცია მე6 საუკუნის ბიზანტიიდან უნდა მოდიოდეს..მარკიანე იმპერატორის ზეობის ეპოქიდან. ჩვენშიც, ძალიან პოპულარული იყო საუბარი ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთა მირონცხებულობაზე... ლათინურ და სომხურ ეკლესიებში აგრძელებენ ძველი ისრაელის  ტრადიციას და მირონს სცხებენ ეპისკოპოსებს და კათოლიკოსებს. ეს მირონცხება მჭიდრო კავშირშია " ხელთა დადებასთან", ანუ ამ რიტუალის ნაწილს წარმოადგენს.  ქრისტიანულ ეკლესიაში აგრეთვე არის წმ.მირონცხების საიდუმლო, რომელიც ნათლობის შემდეგ აღესრულება, მაგრამ მეფედ და მევდელმთავრად კურთხევისას მირონცხება ამ საიდუმლოს განმეორებას ნამდვილად არ წარმოადგენს... ეს მირონცხება განსაკუთრებული პასუხისმგებლობის აღების დროს მეტი სულიერი შეწევნის მოხვეჭისთვის" ზრუნვას და ლიგიტიმურობისთვის ხაზის გასმას უფრო წარმოადგენს.. ბიზანტიურ ტრადიციაში ეპისკოპატის და პატრიარქების მირონცხებას არ ვხვდებით, ალბათ იმიტომ რომ, იმპერიის მმართველებს ხელში ჰქონდათ საერო და სასულიერო ძალაუფლება და სასულიერო იერარქის მირონცხება, შეიძლება განხილულიყო როგორც იმპერატორის ძალაუფლების ნაწილზე პრეტენზიიდ გამოცხადება.. დასავლეთში საერო და სასულიერო იერარქია თავიდანვე ცალცალკე ვითარდებოდა.. სომხეთში კი - სამეფოს გაუქმების შემდეგ, კათოლიკოსებმა ითავეს საერო- სასულიერო ლიდერობა... ამჯერად საქართველოში საერო და სასულიერო ერთმანეთისგან გამოყოფილია.. კარგი იქნებოდა რომ საქართველოშიც მირონცხებული მეფეების გარდა, მირონცხებული კათოლიკოსებიც გვყოლოდა. მონარქიის რესტავრაცია შორეული პერსპექტივაა..მაგრამ მირონცხებული კათოლიკოსი რომ გვყავდეს, არ იქნებოდა ურიგო. პირველიერარქის მირონცხება 12 ეპისკოპოსის მიერ ( კათოლიკოსი -  ათორმეტთა თავი) უფრო მეტ ქარიზმას შემატებდა კათოლიკოსს და საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში უნიკალურობას გაუსვამდა ხაზს.

ლოგოსი იერუსალიმის მეორე ტაძრის თარგუმებში

დმიტრი ცოლინის საინტერესო სტატიას  გავეცანი საიტზე http://esxatos.com/colin-teofaniya-i-ee-interpretaciya-v-targumah, რომელშიც ავტორი იერუსალიმის მეორე ტაძრის ეპოქის თარგუმებს აანალიზებს.  ცხადი ხდება, რომ იოანე მახარებლის ფორმულა " დასაბამით იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი", მეორე ტაძრის ებრაული მესიანური აზროვნების გამოვლინებაა, და არა ელისისტური პლატონიზმის შედეგი. სტატიის ავტორი, აგრეთვე ადარებს ფილონ ალექსანდრიელის და პლატონის ლოგოსზე სწავლებას ერთის მხრივ, და თარგუმებში ნახსენები " მემნა" ( სიტყვაი, מימרא) შესახებ სწავლებას. პირველ შემთხვევაში ლოგოსი მაინც დამცრობილია ღმერთზე, მეორეში ის - ღმერთია.