დმიტრი ცოლინის საინტერესო სტატიას გავეცანი საიტზე http://esxatos.com/colin-teofaniya-i-ee-interpretaciya-v-targumah, რომელშიც ავტორი იერუსალიმის მეორე ტაძრის ეპოქის თარგუმებს აანალიზებს. ცხადი ხდება, რომ იოანე მახარებლის ფორმულა " დასაბამით იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი", მეორე ტაძრის ებრაული მესიანური აზროვნების გამოვლინებაა, და არა ელისისტური პლატონიზმის შედეგი. სტატიის ავტორი, აგრეთვე ადარებს ფილონ ალექსანდრიელის და პლატონის ლოგოსზე სწავლებას ერთის მხრივ, და თარგუმებში ნახსენები " მემნა" ( სიტყვაი, מימרא) შესახებ სწავლებას. პირველ შემთხვევაში ლოგოსი მაინც დამცრობილია ღმერთზე, მეორეში ის - ღმერთია.
No comments:
Post a Comment