გადმოცემა ედესის მეფე-აბგარის შესახებ.
მანდილიონი - ქ.ედესა (ურჰა) - 953 წელს ქ.კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს,
I კერამიონი - ქ. იერეპოლისი სირიისა (მაბუქი) - ჩვენი გადმოცემით წმ.მოციქულმა ანდრიამ ანჩაში მოაბრძანა - ანჩისხატი. იოანე ანჩელის მიერ ჩამოყალიბებული ტრადიცია (მე-12-13ს.ს.). იოანე ანჩელის საგალობელში იხსენიება ხატის წარმომავლობა იერიპოლისიდან, მაგრამ არ არის ნახსენები, რომ ის კეცია, კერამიონია, და არა მანდილიონი.
ბიზანტიური ტრადიციით 966 წელს იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ კერამიონი კონსტანტინეპოლში გადააბრძანა.
II კერამიონი - ქ. ედესა (ურჰა) - ჩვენი ტრადიციით ასურელმა მამამ წმ.ანტონ მარტყოფელმა ნორიოს ღვთაების მონასტრეში დააბრძანა.არსენ ბულმაისიმიძის და საბა სვინგელოზის მიერ ჩამოყალიბებული ტრადიცია (მე-13 საუკუნის მეორე მეოთხედი). ხატი კეცად იწოდება.
ბიზანტიური ტრადიციით კი ედესის კერამიონი 953 წელს ქ.კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს,