1. იოანე ზედაზნელი - შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან) თავის მოწაფეებთან ერთად. მას მფარველობდა მცხეთის კათალიკოზი ევლალე.
2. დავით გარეჯელი - ქ.ანტიოქიიდან შემოვიდა, დააარსა დავით გარეჯას მონასტერი, რომლის წინამძღვარი ყოფილა. მოწაფეები დოდო და ლუკიანე. ნამდვილად ურჰასთან ახლო მდებარე ანტიოქიიდან და არა "დიდი ქალაქ ანტიოქიიდან".
3. შიო მღვიმელი - ანტიოქიელი, შიო მღვიმის მონასტრის და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის დამაარსებელი,
4. იოსებ ალავერდელი - ქ.ურჰადან (ედესიდან) შემოვიდა, დააფუძნა ალავერდის მონასტერი და წმ.გიორგის სახელობის ეკლეისა.
5. ანტონ მარტყოფელი - ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ქ.ურჰადან (ედესიდან) ჩამოიტანა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.
6. თადეოზ სტეფანწმინდელი - იგივე თათა, შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან), დაარსა სტეფანწმინდის მონასტერი (კასპი), ურბნისის წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიის დამფუძნებელი.
7. პიროს ბრეთელი - შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან), დააფუძნა ბრეთის ეკლესია.
8. ისე წილკნელი - წილკნის ეპისკოპოსი, შემოვიდა ქ. ანტიოქიიდან.
9. სტეფანე ხირსელი (ქიზიყელი) - დააფუძნა მონასტერი ხირსაში.
10. ისიდორე სამთავნელი - იგივე ეზდერიოსი, შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან). დაუარსებია მონასტერი სამთავისის სანახებში.
11. მიქაელ ულუმბოელი - ულუმბის მონასტრის დამაარსებელი (ხაშური)
12. ზენონ იყალთოელი - შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან), იყალთოს მონასტრის დამაარსებელი.
13. აბიბოს ნეკრესელი - ნეკრესის ეპისკოპოსი, მაზდეანების მგზნებარე ოპონენტი, რის გამოც მარზანის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს. იყო ანტიკური სწავლების სამყაროს წარმომშობი 4 ელემენტის შესახებ დამცველი. დასაფლავებული სამტავროს მონასტერში წმინდა ქალაქ მცხეთაში.
+
ელია დიაკონი, პიმენი, იოანე, ნათანე.
No comments:
Post a Comment