ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Thursday, 9 May 2019

მირიანის წინა პერიოდის ქრონოლოგია..დრაფტი

1. 361- 77 = 284 2. 353- 77= 276 3. 349- 77= 272 4. 447- 157= 290 296-7 წლებში მერიბანი რომაელებს და თრდატს ებრძვის; ვალარშ II დაიღუპა 216 წელს; ეს 216 წელი ამაზასპ II მეფობის პირველი წელი უნდა იყოს.. ეს ამაზასპი ვალარშ II სიძეა, მას ცოლად დრაკონტი, ვალარშის ასული ჰყავს; თავის მხრივ ხოსრო I ქართლის მეფე ფარსმან V-ის სიძეა, რომელსაც ცოლად ამაზასპის და ჰყავს; ხოსრო I დიდი 216- 238 წ.წ. ; თრდატ II 238- 251 წ.წ.; 251 წ. - საბორის მიერ კავკასიის დაკავება; მერიბანე ნისიბინის ზავამდე და ტირიდატის გამეფებამდე მეფეა; ნარსას მოკავშირეა; 282 წლის არეულობის მონაწილეა..276+77=353 ან 272+77= 349. ტურფანის მანიქეური წარწერის მიხედვით 276 წლამდე, ან ბაჰრამის გამეფებამდე ქართლში HBZ ეა ჯერ...ანუ ამაზასპია... 244 წლამდე არმენია ებრძვის არტაშირს და საბორს და საკმაოდ ძლიერი სამეფოა..244 წელს იმპ.გორდიანი იღუპება და მისი მომდევნო იმპ.ფილიპე არაბი უზავდება საბორს, უხდის რეპარაციებს, აღიარებს ირანის გავლენას არმენიის ადგილობრივ არშაკიდულ სამეფოზე . არმენიაზე უშუალო ინტერვენცია მხოლოდ 251-53 წ.წ. მოხდა...როდესაც ორმოზდ- არდაშირი არმენიის დიდ მეფედ იქნა გამოცხადებული..ამაზასპ III ქართლში გამეფება ამ დროისთვის მოხდებოდა...

Friday, 19 April 2019

მირვან l (დაახ.ძვ.წ. 216- 186 წ.წ.)

დაჯდა მირვან l სიმამრისა თვისისა საურმაგ მეფისა შემდგომად და იყო ესე ნათესავისაგან ნებროთისა და დაიპყრა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი; ხოლო ესე იყო მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი, უხვი, მოწყალე და კეთილის- მოყვარე და მეფობდა კეთილად, და აქვნდა მას მშვიდობა ანტიოქოსს დიდსა თანა და ასურისტანელთა. ხოლო ვინაიდგან მეფემან საურმაგ ჰყო მემკვიდრედ თვისსა მირვან, და არა ძეთაგანთა შთამომავლობისა ქუჯისთა, ვინაიდგან ძის - ქარძამის ძე ქუჯისდა სიძევე იყო საურმაგისა ძისა ფარნავაზისა. ამისთვის იქმნა ამბოხი კავკასიასა შინა ნათესავთაგან ქუჯისთა და მხედრობითა მრავლითა ისინი წარმოვიდეს წინააღმდეგად მეფისა მირვან პირველისა; ხოლო აკა მეფედ იქნა სახელდებულ არეთა ეგრისისათა და მან აკამ მოჭრა ფული კოლხური. მირვანის მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყვარული ფარნავაზისა და საურმაგისა და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი და გაერთნდეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი და მოტყუენეს კახეთი და ბაზალეთი. მირვან მეფემან მოუწოდა სამეფოსა თვისისა ერისთავთა და შემოკრიბნა ყოველნი კავკასიელნი და სპარსნი ცხენოსანნი და ქვეითნი, რომელნიცა ჰყვეს თვისთანა მეშველად, და მიუხდა ჭართალთა, შეკრბეს დურძუკნი, დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზათა; მაშინ მირვან გარდახდა ცხენისაგან, მივიდა ქვეითთა თანა თვისთა, წარუძღვა წინა; ხოლო ზურგით შემოადგინა მხედარნი თვისნი და მოვიდა კართა მათ შინა სიმაგრისა მტერთასა უშიშრად, ვითარცა ჯიქი სიფიცხითა, ვითარცა ვეფხი სიმხვნითა, ვითარცა ლომი ძახილითა, იქმნა მათ შორის ბრძოლაი ძლიერი; ხოლო მირვანს ვეღარ ჰკვეთდა მახვილი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა და დადგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე და განგრძელდა მათ შორის ბრძოლა და მოსწყდა ორგვიდვე ურიცხვი; ხოლო იძლივნეს დურძუკნი და ივლტოდეს. მიუდგეს ზედა- დასხმით ქართველნი, მოსრნეს და ტყვე- ქმნეს და შევიდა მირვან დურძუკეთს და მოაოხრა დურძუკეთი და ჭართალელნი და შეაბნა შესავალსა დურძუკეთისასა კარნი და მოქმნა იგი მტკიცედ ქვიტკირითა და უწოდა სახელად დარუბანდ; და ასე დაიმორჩილა იგინი და დასაჯნა მიზეზნი შფოთისანი, და მოიქცა მცხეთად და განაგებდა სამეფოსა თვისა კეთილ წესიერად და უწინარეს ამისა მისცა ასული თვისი ძესა სომეხთა მეფისა არტაქსესისა არსაკს. უყვარდათ მირვან მეფე ყოველთა ქართველთა და მეფობდა კეთილად. ამის ზე მიიცვალა ანტიოქოსი მეფე ასურასტანელთა და ბაბილოვნისა. ხოლო იმეფა ამან წელნი .....და გარდაიცვალა წელსა... დასაბამითგან სოფლისა.

Saturday, 23 February 2019

იერარქთა მირონცხებისთვის

ღმერთმა მოსეს უბრძანა მისი ძმისთვის - აარონისთვის და აარონის ძეებისთვის მირონი ეცხო და ასე მღვდლებად დაედგინა ისინი..წინასწარმეტყველმა სამუილმა კი მირონი ისრაელის მეფეებს სცხო..აქედან იწყება მეფეთა მირონცხების ტრადიცია..ბიბლიაში შაჰი კიროსიც ნახსენებია მირონცხებულად...ბერძნულად მირონცხებული იგივე ქრისტეს ნიშნავს..  მაგრამ ამას ამჯერად არ შევეხები. ძველ ისრაელში მეფობის დაწესებამდე მსაჯულები - წინასწარმეტყველები და ლევიტელი სამღვდელოება იყვნენ მირონცხებულები, მათ ხელში იყო კონცენტრირებული საერო და სასულიერო ძალაუფლება..შემდეგ საერო ძალაუფლება მეფეებს გადაეცათ, რომლებსაც აგრეთვე ზეთს, მირონს სცხებდნენ.. ქრისტიანულ ეპოქაში - გვყავს მირონცხებული მეფეები, დასავლეთ ევროპასა და ბიზანტიაში..ეს ტრადიცია მე6 საუკუნის ბიზანტიიდან უნდა მოდიოდეს..მარკიანე იმპერატორის ზეობის ეპოქიდან. ჩვენშიც, ძალიან პოპულარული იყო საუბარი ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთა მირონცხებულობაზე... ლათინურ და სომხურ ეკლესიებში აგრძელებენ ძველი ისრაელის  ტრადიციას და მირონს სცხებენ ეპისკოპოსებს და კათოლიკოსებს. ეს მირონცხება მჭიდრო კავშირშია " ხელთა დადებასთან", ანუ ამ რიტუალის ნაწილს წარმოადგენს.  ქრისტიანულ ეკლესიაში აგრეთვე არის წმ.მირონცხების საიდუმლო, რომელიც ნათლობის შემდეგ აღესრულება, მაგრამ მეფედ და მევდელმთავრად კურთხევისას მირონცხება ამ საიდუმლოს განმეორებას ნამდვილად არ წარმოადგენს... ეს მირონცხება განსაკუთრებული პასუხისმგებლობის აღების დროს მეტი სულიერი შეწევნის მოხვეჭისთვის" ზრუნვას და ლიგიტიმურობისთვის ხაზის გასმას უფრო წარმოადგენს.. ბიზანტიურ ტრადიციაში ეპისკოპატის და პატრიარქების მირონცხებას არ ვხვდებით, ალბათ იმიტომ რომ, იმპერიის მმართველებს ხელში ჰქონდათ საერო და სასულიერო ძალაუფლება და სასულიერო იერარქის მირონცხება, შეიძლება განხილულიყო როგორც იმპერატორის ძალაუფლების ნაწილზე პრეტენზიიდ გამოცხადება.. დასავლეთში საერო და სასულიერო იერარქია თავიდანვე ცალცალკე ვითარდებოდა.. სომხეთში კი - სამეფოს გაუქმების შემდეგ, კათოლიკოსებმა ითავეს საერო- სასულიერო ლიდერობა... ამჯერად საქართველოში საერო და სასულიერო ერთმანეთისგან გამოყოფილია.. კარგი იქნებოდა რომ საქართველოშიც მირონცხებული მეფეების გარდა, მირონცხებული კათოლიკოსებიც გვყოლოდა. მონარქიის რესტავრაცია შორეული პერსპექტივაა..მაგრამ მირონცხებული კათოლიკოსი რომ გვყავდეს, არ იქნებოდა ურიგო. პირველიერარქის მირონცხება 12 ეპისკოპოსის მიერ ( კათოლიკოსი -  ათორმეტთა თავი) უფრო მეტ ქარიზმას შემატებდა კათოლიკოსს და საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში უნიკალურობას გაუსვამდა ხაზს.

ლოგოსი იერუსალიმის მეორე ტაძრის თარგუმებში

დმიტრი ცოლინის საინტერესო სტატიას  გავეცანი საიტზე http://esxatos.com/colin-teofaniya-i-ee-interpretaciya-v-targumah, რომელშიც ავტორი იერუსალიმის მეორე ტაძრის ეპოქის თარგუმებს აანალიზებს.  ცხადი ხდება, რომ იოანე მახარებლის ფორმულა " დასაბამით იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი", მეორე ტაძრის ებრაული მესიანური აზროვნების გამოვლინებაა, და არა ელისისტური პლატონიზმის შედეგი. სტატიის ავტორი, აგრეთვე ადარებს ფილონ ალექსანდრიელის და პლატონის ლოგოსზე სწავლებას ერთის მხრივ, და თარგუმებში ნახსენები " მემნა" ( სიტყვაი, מימרא) შესახებ სწავლებას. პირველ შემთხვევაში ლოგოსი მაინც დამცრობილია ღმერთზე, მეორეში ის - ღმერთია.

Wednesday, 2 January 2019

თალმუდის მინიშნება ქრისტეს ჯვარცმაზე

Babylonian Sanhedrin 43a–b – "on the eve of Passover they hanged Jesus the Nazarene" (Editions or MSs: Herzog 1, Karlsruhe

2)Babylonian Sanhedrin 43a–b – "Jesus the Nazarene is going forth to be stoned" (Editions or MSs: Herzog 1, Firenze II.1.8–9, Karlsruhe

2)Babylonian Sanhedrin 43a–b – "With Jesus the Nazarene it was different" (Editions or MSs: Herzog 1, Firenze II.1.8–9, Karlsruhe

2) The complete passage is: "On (Sabbath eve and) the eve of Passover Jesus the Nazarene was hanged and a herald went forth before him forty days heralding, 'Jesus the Nazarene is going forth to be stoned because he practiced sorcery and instigated and seduced Israel to idolatry. Whoever knows anything in defense may come and state it.' But since they did not find anything in his defense they hanged him on (Sabbath eve and) the eve of Passover. Ulla said: Do you suppose that Jesus the Nazarene was one for whom a defense could be made? He was a mesit (someone who instigated Israel to idolatry), concerning whom the Merciful [God]says: Show him no compassion and do not shield him (Deut. 13:9). With Jesus the Nazarene it was different. For he was close to the government."                                         

 In the Florence manuscript of the Talmud (1177 CE) an addition is made to Sanhedrin 43a saying that Yeshu was hanged on the eve of the Sabbath.   


ამ ცნობების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მაცხოვრის ჯვარცმა მოხდა პასექის და იუდეური შაბათის დაწყებამდე.. ანუ მისი ჯვარცმის წელს ებრაული კალენდრის 15 ნისანი შაბათს უნდა დამთხვეოდა.. საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ორი თარიღი უდგება ამ პირობას - ახ.წ.- ის 33 და 36 წლები.