ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Thursday, 16 March 2017

ათთორმეტი მოციქული


1. ანდრია  იონას ძე
პირველწოდებული, სიმონ-პეტრეს ძმა, მეთევზე ბეთსაიდიდან; იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, ეწამა ქ.პატრაში - საბერძნეთი, პელოპონესის ნახევარკუნძული

2. სიმონ იონას ძე, ანდრია პირველწოდებულის ძმა, იგივე მოციქულთა თავი პეტრე, კეფა - "კლდე"; მეთევზე ბეთსაიდიდან; იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, ეწამა ქ.რომში

3. ფილიპე, ბეთსაიდიდან, (ებრ.פיליפ), ნათანაელის ნათესავი, იყო დაოჯახებული და ჰყავდა ქალიშვილები, ქადაგებდა სკვითეთსა და ფრიგიაში. ჯვარს აცვეს თავით დაღმა, სხვა ვერსიით თავი მოჰკვეთეს ქ.იერაპოლში, (ფრიგია).


4. ნათანაელი  თალმაის ძე, იგივე ბართლომე (ებრ.בר-תולמי), სხვა ვერსიით თალმაი იგივე ბერძნული სახელი პტოლემაოსია, ფილიპეს ნათესავი, გალილეის კანიდან, ეწამა ქ.ალბანში, თანამედროვე ბაქო.


5. იოანე ზებედეს ძე, იაკობის ძმა, ღვთისმეტყველი, მახარებელი "ძე ქუხილისა", სული განუტევა ქ. ეფესოში.

6. იაკობ ზებედეს ძე, (ებრ. ‏יעקב בן זבדי‏) იოანეს ძმა, "ძე ქუხილისა", იაკობ უფროსი, დაიბადა გალილეაში, იქადაქა პირენეის ნახევარკუნძულზე, ხმლით მოკლეს ქ.იერუსალიმში

7. ლევი ალფეს ძე, იგივე მათე, იაკობის ძმა, მეზვერე, პირველი მახარებელი, ეწამა აფრიკაში

8. იაკობ ალფეს ძე,(יעקב בן-חלפַי) ლევი-მათეს ძმა, იაკობ მცირე (სიმაღლით და არა ასაკით), გადმოცემით აგრეთვე მეზვერე ყოფილა, ქ. კაპერნაუმიდან, მენაშეს ტომიდან, მაცხოვართან იაკობ მცირე მისმა ძმამ ლევი-მათემ მიიყვანა. პირველი ვერსიით ეწამა პალესტინის საზღვართან - ეგვიპტის ქ.ოსტრაცინში, სადაც ის წარმართებმა ჯვარზე გააკრეს, მეორე ვერსიით მარმარიკაში (ლიბია-ეგვიპტე) ის იუდევლებმა ქვებით ჩაქოლეს.


9. იუდა - თომა, დიდიმ, "ტყუპი", (ებრ. תומא ), გალილეის პანეადა, ნამდვილი სახელი იუდა, გადმოცემით მაცხოვარს გავდა და ამიტომაც მას "ტყუპი" შეარქვეს, აპოკრიფების მიხედვით იყო ხურო და მშენებელი, ეწამა ინდოეთში

10. იუდა იაკობის ძე, იგივე თადეოსი, ლებეოსი, ეწამა სომხეთში. (არ აგვერიოს იუდა უფლის ძმასთან ან თადეოს 72 მოციქულთაგან, ასურეთის და ედესის განმანათლებელთან.)

11. სიმონ მოშურნე, "კანანიტი" არამეულად მოშურნეს, "ზილოტს" ნიშნავს. ასე რომ საეჭვოა რომ სიმონ მოშურნე გალიიეს კანიდან ყოფილიყო., ეწამა აფხაზეთში

12. მატათა ბეთლებიდან, იუდას ტომიდან, წმინდა წერილს ეცნობოდა წმ.სიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით, სინედრიონის გადაწყვეტილებით ქვებით სასიკვდილოდ ჩაიქოლა იერუსალიმში, მეორე ვერსიით გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოში.

მაცხოვარს 4 ხორციელი ძმა ჰყავდა - იაკობი მართალი - იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი,  იოსებ-იოსტოსი, სიმონი  (იერუსალიმის მეორე ეპისკოპოსი, ) და ყველაზე უმცროსი - იუდა - კათოლიკე ეპისტოლეს ავტორი  
არც ერთი მათგანი არ შედიოდა მაცხოვრის 12 მოციქულთა რიცხვში, ისინი  მართალი იოსებ დამწინდველის ძმის - კლეოპას და მარიამ კლეოპასის ( იგივე მარიამ იაკობისის, "სხვა მარიამის" ) ძენი იყვნენ, რომლებთან ერთად ერთ ოჯახში ცხოვრობდენ მაცხოვარი და დედამისი, იოსებ დამწინდველის გარდაცვალების შემდეგ. ოთხივე ძმა მაცხოვრის 72 მოციქულთა (70თა) დასში უნდა ვიგულოთ ან ცალკე დასად განვიხილოთ. ძველად ბიძაშვილები ჩვეულებრივ ძმებად განიხილებიან.
სული წმინდის გარდამოსვლის დროს, 12 მოციქულთან ერთად, სასწაულს უფლის დედა და მისი ძმებიც ესწრებოდნენ.

No comments:

Post a Comment