ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Saturday, 25 March 2017

მთავარეპისკოპოსთა ნუსხისთვის IV-V ს.ს.


ქართული სამთავარეპისკოპოსო იერარქიულად ანტიოქიის საპატრიარქოს კაპადოკიის (პონტოს დიოცეზის) ეკლესიიზე იყო დაქვემდებარებული.


მცხეთის მთავარეპისკოპოსნი

1. იოანე I   324-363 წ.წ. - მეფე მირიანის ზეობის პერიოდი; უფლისწულ ბაკურის გამეფება

2. იაკობ I  363- 375 წ.წ. იოანე მთავარეპისკოპოსის თანამოაზრე და მემკვიდრე; მირდატის ზეობის ხანაში გარდაიცვალა.

3. იობ I  375 -390 წ.წ. - ნერსე სომეხთა კათალიკოზის დიაკვანი, მეფეების მირდატის და ვარაზ-ბაკურის დროს ხელმძღვანელობდა მცხეთის ეკლესიას.

4. ელია I  390- 400 წ.წ.  - კათედრა დაიკავა მეფე თრდატის დროს. მის დროს მეფობდა ბაკურ თრდატის ზე.აშენდა ნეკრესის და ბოლნისის ეკლესიები.

5. სიმონ I 400 - 410 წ.წ. მეფეების ფარსმანის და მირდატის ზეობის დროს. მის დროს გაძლიერდა ირანის გავლენა.

6. მოსე I 410-425  წ.წ.

7. იონა I 425-429 წ.წ. - მეფე არჩილის ზეობის დროს

8. იერემია I დაახ.429-433 წ.წ. მონაწილეობდა ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაში (431წ). მისი პოზიცია მკვეთრად ანტიირანულია.

9. გრიგოლ I 433-434  წ.წ. ("წესის შემშლელი მთავარეპისკოპოსი"). მის დროს მცხეთის საყდარი სელევკია-ქტესიფონის კათალიკოსს დაექვემდებარა. მეფე არჩილის ზეობის დროს.

10. ბასილი I 434-436  წ.წ. ("წესის შემშლელი მთავარეპისკოპოსი").მეფე არჩილის ზეობის დროს.

11. მობიდან I  დაახ.436 - 443წ.წ. - ("წესის შემშლელი მთავარეპისკოპოსი"). მეფე არჩილის ზეობის დროს. . მობიდანი იყო ყოფილი მოგვი, მკვეთრად დიოფიზიტური, ე.წ. ნესტორიული ქრისტოლოგიის მიმდევარი. შესაძლოა რომ მის დროს ქართულად ითარგმნა თეოდორე მოფსუეტელის და დიოდორ თარსელის შრომები, რომლებიც შემდეგ განადგურდა.

12.იოველ I   443- 458 წ.წ. მეფე ვახტანგ I გორგასლის გამეფების პერიოდი.

13. გლონოქორ I 460-ანი წ.წ.. მეფე მირდატის ზეობის დროს. ის მთავარეპისკოპოსობასთან ერთად, საერო თანამდებობას - ერისთაობასაც იკავებდა.

14. სამოელ I 469-475 წ.წ.

15. მიქაელ I 476-486 წ.წ.  ირანის  დასუსტების კვალობაზე, კვლავ ძლიერდება ურთიერთკავშირი რომის/კონსტანტინეპოლის საყდრებთან. მიქაელი ბიზანტიიდან იყო ჩამოყვანილი.
მიქაელი იყო ქალკედონის 451 წლის კრების დადგენილების ერთგული დამცველი. დაუპირისპირდა მეფე ვახტანგის პრო-ბიზანტიურ პოლიტიკას, რომელიც იმპერატორ ზენონის 'ჰენოტიკონის'  მიღებას გულისხმობდა.მეფემ მთავარეპისკოპოსი მიქაელი გადააყენა და კონსტანტინეპოლში "მღვიძარეთა" მონასტერში ჩაამწყვდია.

486/87 წელს, კონსტანტინეპოლის პატრიარქის აკაკიუსის და მეფე ვახტანგის ინიციატივით, ანტიოქიიის პატრიარქის პეტრე ფულონის მიერ მცხეთის კათალიკოზის და 12 ეპისკოპოსის ხელდასხმა ხდება. ვახტანგ გორგასალი იმპერატორ ზენონის, ხოლო მცხეთის ახალი კათალიკოზი პეტრე I და მისი ეპისკოპატი - კონსტანტინეპოლის პატრიარქის აკაკიუსის - 'ჰენოტიკონის' პოლიტიკის მხარდამჭერნი ხდებიან.



დავეყდდენი გიორგი მამულიას ნაშრომს.









No comments:

Post a Comment