წმ.კლიმენტი რომაელის ერთ ერთ ჰომილიაში (ფსევდო-კლიმენტები), ჰომილიის ადრესატი - იერუსალიმის ეკლესიის მეთაური უფლის ხორციელი ძმა წმ.იაკობ მართალი "ეპისკოპოსთ-ეპისკოპოსად" არის წოდებული.
ეპისკოპოსთ-ეპისკოპოსი როგორც მინიმუმ პატრიარქია, პაპობაზე რომ არაფერი ვსთქვათ.
ესე იგი ნიკეის მსოფლიო კრებამდე (325წ) იერუსალიმის საყდრის სტატუსი დამცრობილი იყო ანტიოქიის საყდრის სასარგებლოთ. ეს ანტირომაული ებრაელთა აჯანყებით იყო გამოწვეული, რისი შედეგიც ქალაქ იერუსალიმის დანგრევა იყო.
მხოლოდ ნიკეის კრებამ მიანიჭა იერუსალიმს მიტროპოლიტის პატივი, თუმცა ის დატოვა ანტიოქიის ეკლესიის კესარიის სამიტროპოლიტოს ფარგლებში (ნიკეის კრების მე-7 კანონი). ქალკედონის კრებამ (451წ) კი იერუსალიმის ეკლესიის მეთაურებს პატრიაქრის სტატუსი უბოძა და ეკლესიათა დიპტიხში მე-5 ადგილზე დააყენა - რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის და ანტიოქიის საყდრების შემდეგ.
No comments:
Post a Comment