ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Thursday, 2 November 2017

ივერთა მეფეები

1.   აზოი l 305- 304 წ.წ.   ნებროთიანი    2. ფარნავაზ I  304-266 წ.წ. ქართლოსიანი 
3.     საურმაგ I ფარნავაზის ძე   266-217 წ.წ.
4.     მირიან I (მირდატი) საურმაგ I-ის შვილადღებული 217-187 წ.წ.
5.     ფარნავაზ II (ფარნაჯობი) მირიან I-ის ძე 187-168 წ.წ.
6.     არსაკ I ფარნავაზის დისქმარი, არტაქსეს  სომეხთა მეფის ძე, ერუანდიან- არტაქსიანი, 178-156 წ.წ.
7.     არტაკ I არსაკ I-ის ძე 156-154 წ.წ.
8.     ბარტამ I არტაკ I-ის ძმა 154-121 წ.წ.
9.     მირდატ II ფარნავაზ II-ის ძე 121-115 წ.წ.
10.     არსაკ II მირდატ II -ის ძე 115-91 წ.                                                                11. არტაკ II ბარტამ I -ის  შვილადღებული, ძე ქარძამ ეგრისელისა, აეტიანი  91-64 წ. წ.                                                            12. ბარტამ II  არტაკ II -ის ძე 64-63 წ.წ.
13. ქარძამ I არმაზელი არტაკ II-ის ძე 64/40 წ.წ.
14. ფარსმან I  არსაკ II-ის ძე  63/38-25წ.წ.
15.კაოს I არმაზელი ქარძამ I-ის ძე 40/38 -25 წ.წ.
16. არსაკ III ფარსმან I-ის ძე 25 - 5/10 წ.წ.
17.  ქარძამ II არმაზელი  კაოს I -ის ძე 25 - 5/10 წ.წ.
18. მირდატ III არსაკ III -ის ძე  10-35/40 წ.წ.
19. არტაკ III  არმაზელი  ქარძამ II-ის ძე  10-25/30 წ.წ.
20. ფარსმან II დიდი მირდატIII -ის ძე  35/40-68 წ.წ.                                         21. ამაზასპ l ძე არტაკისა, 30- 45 წ.წ.
22. მირდატ V ფლავიუს დადი ფარსმან II დიდის ძე 68-125 წ.წ.
23. ფარსმან III  მირდატ V-ის ძე 125-161 წ.წ.                                                      24. უსტამ I (ღადამ) ფარსმან III- ის ძე, 161- 164 წ.წ.
25.ქსეფარნუგ I  ფარსმან  III- ის ძმა 164-180 წ.წ.                                                 26. ფარსმან IV  უსტამ I-ის ძე, 180- 206 წ.წ.
27. უსტამ II ევგენიკოსი ფარსმან IV -ის ძე 206-226 წ.წ.
28. ფარსმან V უსტამ II-ის ძე 226-235 წ.წ.
29. ამაზასპ I  დიდი ფარსმან V-ის ძმა 235-265წ.წ
30. ჰორმიზდაკ I რევნიზი (რევ მართალი) - შაჰანშაჰ ორმიზდ I-ის ძე 265-280 წ.წ.
31.მირდატ VI (მირიანი) ჰორმიზდაკ I- ის ძე 280-335 წ.წ.
32. ბაკურ I მირიან VI-ის ძე 335-355 წ.წ.
33. მირდატ VII ბაკურ I -ის ძე 355-361 წ.წ.
34. ასფაგურ I  მირიან  VI-ის ძე 363-380 წ.წ.
35. საურმაგ II  მირიან  VI-ის ძისწული (რევისა) 363-375 წ.წ.
36. ბაკურ II დიდი მირდატ VII-ის ძე 375-398 წ.წ.
37. ფარსმან VI  ბაკურ II- ის ძე 398-400/2 წ.წ.  
38. თრდატ I მოხუცებული 405-410 39.მირდატ V წამებული მირდატ IV -ის ძე 400/2-425/27 წ.წ.                             
40. არჩილ  I  ბაკურ I -ის ძისწული (თრდატისა) 430-463 წ.წ.
41. მირდატ  VI არჩილ I-ის ძე 463/64-473 წ.წ.
42. გუარამ I (ვახტანგ გორგასალი) მირდატ VI-ის ძე 471-531წ.წ.
43.დარჩილ I (დაჩი უჯარმელი) გუარამ I -ის ძე 527-542/43წ.წ. -539წ.წ.12წ -ქც (ძამანარსე(?!))
44. ბაკურ III დარჩილ I-ის ძე 542/43-550 წ.წ. 539-554 წ.წ.13წ-ქც
45. ფარსმან VI  ბაკურ  V-ის ძე 550-553 წ.წ. 555-569 წ.წ. 14წ-ქც
46. ფარსმან VII  ძამანარსე(?)- ფარსმან VI-ის ძმისწული 553-558 წ.წ. 570 – 576(?) წ.წ.

47. ბაკურ IV (ვარაზ-ბაკური) ფარსმან VII-ის ძე 560-562 წ.წ. 577(?)- 580 წ.წ.

Saturday, 28 October 2017

ივერთა სამეფო დინასტიები

ივერთა სამეფო დინასტიები
                               I.            მცხეთელ-ფარნავაზიანთა დინასტია
                            II.            ნებროთიან-ფარნავაზიანთა დინასტია
                         III.            არშაკუნიან - ფარნავაზიანთა დინასტია
ხოსროანთა (სახელოვანთა) სასანიანური დინასტია

Saturday, 8 July 2017

ფარნავაზიანები&ნებროთიანები&არშაკუნიანები

ფარნავაზიანები&ნებროთიანები&არშაკუნიანები

    I.        ფარნავაზ 65 წელი იმეფა
  II.        საურმაგ
III.        მირეან
IV.        ფარნაჯომ
  V.        არშაკ
VI.        [მირდატ]  ძვ.წ. 70-ანი წ.წ. ხორენელი ძვ.წ. 70-ნი -65წ.წ.
VII.        არტაგ 2 წელი იმეფა ძვ.წ. 65-63 წ.წ.
VIII.        ბარცამ-ფარნავაზ
IX.        მირეან
  X.        არშაკ
XI.        ადეროკ  47(57) წელი იმეფა ძვ.წ. 12-35 წ.წ.
XII.        [ფარსმან] 30-60 წ.წ. ხორენელი; არმაზის გამაგრების წარწერა
XIII.        {მირდატ} 75 წ.-მდე; არმაზის გამაგრების წარწერა
XIV.        ქარძამ; არმაზის პიტიახში ბარცამი  75-96 წ.წ ფლავიოს დადეს წარწერა
XV.        ფარსმან; არმაზის პიტიახში კაოს პუბლიკიოს აგრიპა; სერაფიტის წარწერა 97-110-ანი წ.წ.
XVI.        ფარნუკ; არმაზის პიტიახში არმაზაერ სერაფიტის წარწერა 110-ნი წ.წ.
XVII.        მირდატ; არმაზის პიტიახში ამაზასპი
XVIII.        ამაზასპ; არმაზის პიტიახში ადეროკი 120-ანი წ.წ.
XIX.        ფარსმან ქველი; არმაზის პიტიახში-სპასპეტი  ფარსმან-ავაზი (ფარნავაზი) ადრიანე/ანტონინეს ზეობის ხანა 130-140-ანი  წ.წ.
XX.        .... როკ ; არმაზის პიტიახში მირდატი 150-ანი წ.წ.
XXI.        უსტამ 3 წელი იმეფა 161-164 წ.წ. (დედოფალი ღადანა - 165-181 წ.წ.)
XXII.        ფარსმან (182 -230 წ.წ.)

XXIII.        ამაზასპ 230-265 წ.წ.

Saturday, 1 July 2017

გრიგოლ ნოსელი - კონსპექტი


1. სულისა და აღდგომის შესახებ. დიალოგი მაკრინესთან. (
О душе и воскресении. Диалог с сестрой Макриной)  - 

გარდაცვალების შემდეგ სხეული სტიქიონებად იშლება (მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი), თუმცა დაშლილი სხეული თავის სულთან კავშირს ინარჩუნებს. სული კი ღმერთთან მიდის.. თუკი სულს უწმინდურება ახასიათებს ის საუკუნო ცეცხლში იწმინდება და შემდეგ მიდის ღმერთთან.

როგორც ოქრო ინარევებისგან ცეცხლით განიწმინდება, ასევე სული განისმინდება მანკიერებებისგან.

2. დიდი კატექიტური სიტყვა - (სიტყვაი სწავლისაი და მოძღვრებისაი) - ეშმაკიც გამოწროდება, გეჰენიის ცეცხლი - სამალია სულებისთვის, მაცხოვრის შობით და ჯვარცმით და აღდგომით  მოხდა ეშმაკის მოტყება - ადამიანის გამოსყიდვა.

ღმერთი სამ ჰიპოსტასიანია - ღმერთი (მამა), სიტყვა და სული. ადამიანსც აქვს სიტყვა და სული, მაგრამ ღმერთის სიტყვას და სულს თავისი ყოფიერება გააჩნია, ამიტომაც ღმერთის სამგვამოვანია - სამჰიპოსტასიანია.



Tuesday, 27 June 2017

მანდილიონი და კერამიონი (კონსპექტი)


გადმოცემა ედესის მეფე-აბგარის შესახებ.



მანდილიონი - ქ.ედესა (ურჰა) - 953 წელს ქ.კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს,

I კერამიონი - ქ. იერეპოლისი სირიისა (მაბუქი)  - ჩვენი გადმოცემით წმ.მოციქულმა ანდრიამ ანჩაში მოაბრძანა  - ანჩისხატი. იოანე ანჩელის მიერ ჩამოყალიბებული ტრადიცია (მე-12-13ს.ს.). იოანე ანჩელის საგალობელში იხსენიება ხატის წარმომავლობა იერიპოლისიდან, მაგრამ არ არის ნახსენები, რომ ის კეცია, კერამიონია, და არა მანდილიონი.

ბიზანტიური ტრადიციით 966 წელს იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ კერამიონი კონსტანტინეპოლში გადააბრძანა.

II კერამიონი - ქ. ედესა (ურჰა) - ჩვენი ტრადიციით ასურელმა მამამ წმ.ანტონ მარტყოფელმა ნორიოს ღვთაების მონასტრეში დააბრძანა.არსენ ბულმაისიმიძის და საბა სვინგელოზის მიერ ჩამოყალიბებული ტრადიცია (მე-13 საუკუნის მეორე მეოთხედი). ხატი კეცად იწოდება.

ბიზანტიური ტრადიციით კი ედესის კერამიონი 953 წელს ქ.კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს,

Saturday, 24 June 2017

ასურელი მამები



1. იოანე ზედაზნელი - შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან) თავის მოწაფეებთან ერთად. მას მფარველობდა მცხეთის კათალიკოზი ევლალე.

2.  დავით გარეჯელი - ქ.ანტიოქიიდან  შემოვიდა, დააარსა დავით გარეჯას მონასტერი, რომლის წინამძღვარი ყოფილა. მოწაფეები დოდო და ლუკიანე. ნამდვილად ურჰასთან ახლო მდებარე ანტიოქიიდან და არა  "დიდი ქალაქ ანტიოქიიდან".

3. შიო მღვიმელი - ანტიოქიელი, შიო მღვიმის მონასტრის და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის დამაარსებელი,

4. იოსებ ალავერდელი - ქ.ურჰადან (ედესიდან) შემოვიდა, დააფუძნა ალავერდის მონასტერი და წმ.გიორგის სახელობის ეკლეისა.

5. ანტონ მარტყოფელი - ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ქ.ურჰადან (ედესიდან) ჩამოიტანა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.

6. თადეოზ სტეფანწმინდელი - იგივე თათა, შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან), დაარსა სტეფანწმინდის მონასტერი (კასპი), ურბნისის წმ.სტეფანეს სახელობის ეკლესიის დამფუძნებელი.

7. პიროს ბრეთელი - შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან), დააფუძნა ბრეთის ეკლესია.

8. ისე წილკნელი - წილკნის ეპისკოპოსი, შემოვიდა ქ. ანტიოქიიდან.

9. სტეფანე ხირსელი (ქიზიყელი) - დააფუძნა მონასტერი ხირსაში.

10. ისიდორე სამთავნელი - იგივე ეზდერიოსი, შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან). დაუარსებია მონასტერი სამთავისის  სანახებში.

11. მიქაელ ულუმბოელი - ულუმბის  მონასტრის დამაარსებელი (ხაშური)

12. ზენონ იყალთოელი - შემოვიდა ქ.ურჰადან (ედესიდან), იყალთოს მონასტრის დამაარსებელი.

13. აბიბოს ნეკრესელი - ნეკრესის ეპისკოპოსი, მაზდეანების მგზნებარე ოპონენტი, რის გამოც მარზანის ბრძანებით ქვებით ჩაქოლეს.  იყო ანტიკური სწავლების სამყაროს წარმომშობი 4 ელემენტის შესახებ დამცველი. დასაფლავებული სამტავროს მონასტერში წმინდა ქალაქ მცხეთაში.

+
ელია დიაკონი, პიმენი, იოანე, ნათანე.


Friday, 23 June 2017

თეოდიცია


"სულმან, რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს. და ძემან არა მიიღოს ცოდვაჲ მამისაჲ, არცა მამამან ცოდვაჲ ძისა თჳსისაჲ" (ეზეკ. 28.1-3;20).

***


"უკუეთუ მშობელნი ცოდვიდეს, იგიმცა  ვითარ იტანჯა?... რამეთუ შვილსა მშობელთათჳს სასჯელი არა მოეჴადების" (იოანეს სახარების განმარტება, II თბ. 1993, გვ. 66). (იოანე ოქროპირი ქრიზოსტომი)

***

"არ არის სამართლიანი, რომ მამათა ცოდვები დაედოს ბავშვებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ" (PG. 124,41). (თეოფილაქტე ბულგარელი)

***

დასკვნები : სული სულს არ შობს; სულისგან სულზე სპერმატულად სათნოებების ან ცოდვის გადაცემა არ ხდება; მამის ცოდვებზე ჩვილები პასუხს არ აგებენ; სული შექმნაში მშობლები და ღმერთის ერთად არ მონაწილეობენ; 

Wednesday, 21 June 2017

მაცხოვრის უმეცრების შესახებ

განკაცებული ღმერთი, მაცხოვარი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე მარადის ყოვლისმცოდნეა საღვთო ბუნებითაც (თავისთავად) და მარადის ყოვლისმცოდნეა კაცობრივი ბუნებითაც (საღვთო ბუნებისგან დაუყოვნებელი გამდიდრების გზით), ისევე როგორც ორივე ბუნებით მარადისი და ერთი მეუფეა იგი, მარადისი და ერთი ცხოველმყოფელია ყოველივესი.

***


მაცხოვრის ადამიანური ბუნება ღვთაებრივისგან გამდიდრდა.

***

მაცხოვრის კაცობრივი ნება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება ყოვლისშემძლე, თუ ამ ნებას ჩვენ მაცხოვრის ჰიპოსტასისგან და საღვთო ბუნებისგან, ე.ი. ქრისტესგან გამოყოფილად წარმოვიდგენთ, თუ დავუშვებთ შეუძლებელს და გონებაში, თეორიაში ამ კაცობრივ ნებას განვაცალკევებთ საკუთრივ მაცხოვრისგან.

***

მაცხოვრის კაცობრივი ნება ბუნებითად ყოველთვის რჩება არაყოვლისშემძლე, მაგრამ ღმერთ-ჰიპოსტასთან შეერთებისა და ღვთის, იესო ქრისტეს ნებად გახდომის შედეგად ისიც უკვე გამდიდრებულია ყოვლისშემძლეობით.

***კაცობრივი ნებაჲ მისი... ბუნებით არა ყოვლისა შემძლებელ იყო, ხოლო ვითარცა ბუნებით და ჭეშმარიტებით სიტყჳსა-ღმრთისად ქმნილი, ყოვლისა შემძლებელცა იყო" (დამასკელი)

***


როგორც ჭეშმარიტად გაუხრწნელი გახადა ღმერთმა-სიტყვამ თავისი კაცობრივი სხეული საფლავში, ასევე ჭეშმარიტად ყოვლისმცოდნე, ყოვლადბრძენი და მეუფებრივი გახადა მან, გამდიდრებითად, მასთან შეერთებული ადამიანური ბუნება შეერთების პირველწამიდანვე.



Wednesday, 17 May 2017

ბასილი დიდი - ჰომილიები ექვსი დღისათვის კონსპექტი

ჰომილიები ექვსი დღისათვის


1. ჰომილია პირველი დასაბამი - არ არის დროის მონაკვეთი - დასაწყისი. უდროო ჟამია.

2. ჰომილია მეორე - ყველაფერი წყლით იყო დაფარული და წყდიადში იყო
3. ჰომილია მესამე - ამათ გარდა, ფაზისიც, რომელიც კავკასიის მთებიდან გამოდის და ჩრდილოეთის ქვეყნებიდან გამოსული მრავალი სხვა ევქსინის პონტოსკენ მიედინება;  

ზოგი მკვლევარი, მდინარე ფაზისს მდ.ჭოროხს აიგივებს, და არა მდ. რიონს.

4.ჰომილია მეოთხე
5.ჰომილია მეხუთე
6.ჰომილია მეექვსე
7.ჰომილია მეშვიდე -
დაე, საზრდელის მიღების დროსაც, სუფრასთან საუბრისას, გქონდეთ თქვენ საუბრის თემად როგორც ის, რასაც სიტყვა დილით შეეხო, ასევე ისიც, რაც საღამოს გადმოსცა. მათზე მოფიქრალთ მოგისწრებთ რა ძილი, ძილშიც დღის სიხარულით განისვენეთ, რათა თქვენც შეგეძლოთ თქმა: მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს (ქებ 5.2), რადგან დღისითაც და ღამითაც უნდა ვიწვრთნებოდეთ სჯულით უფლისა, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

8.ჰომილია მერვე -  მიწიდან ხორცი, ხორციდან სისხლი, სისხლიდან სამშვინველი და მიხვდები, რომ პირუტყვთა სამშვინველი მიწაა.

9.ჰომილია მეცხრე -მართალია, სრულქმნილი კაცი ანგელოზთა პატივში აღიყვანება, მაგრამ რომელი ქმნილება შეიძლება იყოს თანასწორი შემოქმედისა? გულისხმაჰყავ ეს სიტყვებიც: "ხატად ჩუენდა" (შესქ. 1,26), რას იტყვი ამის თაობაზე, ერთია ხატი ღმრთისა და ანგელოზთა? ძესა და მამას უცილობლად ერთი ხატი აქვს, ცხადია, უკეთუ ღმრთივმშვენიერ ხატს ვიგულისხმებთ, ანუ არა სხეულებრივად მოხაზულს, არამედ ღმრთეებრივ თვისებას.


ფსევდო-ბასილი


10. ჰომილია მეათე - შემოქმედი სამებაა...ღვთის ხატად შექმნა ნიშნავს ადამიანის ბატონობას ყველა სულდგმულზე... "ღვთის მსგავსობას" კი ადამიანი თავად აღწევს სახარების მცნებების აღსრულებით და ვნებებზე გამარჯვებით...ღვთის ხატად შეიქმნა "შინაგანი ადამიანი" - მისი გონება.

11. ჰომილია მეთერტმეტე - ადამიანი ყველაზე აღმატებული ქმნილებაა...ღმერთმა ის ანგელოზებს კი არ შეაქმნევინა, არამედ თავად "საკუთარი ხელებით" გამოძერწა.

როცა ადამიანის სულზეა საუბარი (შინაგანი ადამიანი, მსგავსი უფლისა) - ღმერთმა ის შექმნა, ხოლო რაცა სხეულზე (გარეგანი, ხატად უფლისა) - გამოძერწა...ზრდა და ნაყოფიერება . ზრდა სულიერი, და არა ფიზიკური...მუდმივი სულიერი ზრდა არის მცნების აღსრულება.

ციფრ 7-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.რაც იედეურ შაბათთან არის დაკავშირებული. 7-ანის მნიშვნელობას პეტრეც და მაცხოვარიც აღიარებდნენ. "შვიდგზის სამოცდაათი".

"მიწა ვარ მიწად ვიქცევი". ადამიანი - მიკროკოსმი.



Saturday, 1 April 2017

საეკლესიო მოღვაწის წმინდა მამობის ნიშნები



Sanctitas vitae - წმინდა და სათნო ცხოვრება

Sanctitas doktrinae -  ორთოდოქსური აღმსარებლობა, დოგმატურად მართალი და ზნეობრივი ცხოვრების წესი.

Declaration Ecclesiae - ეკლესიის მიერ აღიარება, მოღვაწის ნაშრომის ავტოროტეტულობა

ეს ნიშნები არ არის განსაზღვრული დროთი და სივრცეთი.

წმინდა ფილიპე მოციქულის მარხვისათვის

ღვთის სიტყვის მქადაგებელ ფილიპეს ბართლომესთან ერთად მიუღწევია აზიის ჰიერაპოლისამდე (მათ თან ახლდათ ბართლომეს და მარიამნა). ისინი შეუპყრიათ წარმართებს, რომლებსაც ფილიპე ჯვარზე გაუკრავთ, ბართლომე მის ახლოს დაუკიდიათ ხეზე, მარიამნა კი საპყრობილეში ჩაუსვამთ. იქ მისული იოანესთვის ფილიპეს უთხოვია, რომ ვედრება აღევლინათ ღვთისადმი ზეციდან ცეცხლის მოსავლენად და ურჯულოთა გასანადგურებლად. მიუხედავად იოანესგან უარისა, ამ უკანასკნელის წასვლის შემდეგ ფილიპეს მაინც ულოცია, მისი ლოცვით მიწა გახსნილა და წარმართები ერთიანად შთანთქმულან ჯოჯოხეთში. ფილიპეს გამოცხადებია მაცხოვარი, რომელსაც შეუხსენებია მისთვის თავისი მცნება („ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ“, რომ. 12,17) და ბოლოს უთქვამს: „რადგან ეურჩე ჩემს მცნებას და ბოროტი მიაგე შენს შემაწუხებლებს, ამიტომ როდესაც შენ აქ აღესრულები და დიდებით იქნები წაყვანილი ჩემი წმინდა ანგელოზების მიერ თვით სამოთხემდეც, ვერ შეხვალ მასში, არამედ ორმოცი დღე გარეთ იდგები დამწუხრებული და „მოტყინარე მახვილისგან“ დაბრკოლებული, რადგან დაამწუხრე შენ შენი შეურაცხმყოფლები. ბოლოს, შეხვალ შიგნით და მიიღებ შენთვის გამზადებულ ადგილს“. ამ სიტყვების შემდეგ უფალს ამოუზიდავს ჯოჯოხეთში შთაკვეთებულნი და ცად ასულა, ფილიპეს კი უბრძანებია ბართლომესა და მარიამნასთვის, რომ ეთქვათ მათ იაკობისა და სხვა მოციქულებისთვის, ემარხულათ და ელოცათ მის გამო ორმოცი დღე. აი. ამ ამბის უწყების შემდეგ ანასტასი პატრიარქი ასკვნის: „ასე განუსაზღვრეს მოციქულებმა ყველა მორწმუნეს ორმოცდღიანი მარხვა და ლოცვა, რაც დაცულია წმინდა მამათაგან და შვიდი მსოფლიო კრების მიერ … იგი იწოდება „ქრისტეშობისად“, რადგან ამ ორმოცი დღის დასასრულს ემთხვევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მაცხოვნებელი შობა. და ორი სიკეთე ხდება [ერთდროულად], რადგან მოციქულთა გადმოცემასაც აღვასრულებთ [ამ მარხვით] და, აგრეთვე, წინდაწინ განვიწმინდებით წმინდა ღვთისმშობლისა და მარადქალწულისგან წარუდინებლად და გამოუთქმელად შობილი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახვედრად“ 

http://www.orthodoxtheology.ge/ixtis/

Saturday, 25 March 2017

მთავარეპისკოპოსთა ნუსხისთვის IV-V ს.ს.


ქართული სამთავარეპისკოპოსო იერარქიულად ანტიოქიის საპატრიარქოს კაპადოკიის (პონტოს დიოცეზის) ეკლესიიზე იყო დაქვემდებარებული.


მცხეთის მთავარეპისკოპოსნი

1. იოანე I   324-363 წ.წ. - მეფე მირიანის ზეობის პერიოდი; უფლისწულ ბაკურის გამეფება

2. იაკობ I  363- 375 წ.წ. იოანე მთავარეპისკოპოსის თანამოაზრე და მემკვიდრე; მირდატის ზეობის ხანაში გარდაიცვალა.

3. იობ I  375 -390 წ.წ. - ნერსე სომეხთა კათალიკოზის დიაკვანი, მეფეების მირდატის და ვარაზ-ბაკურის დროს ხელმძღვანელობდა მცხეთის ეკლესიას.

4. ელია I  390- 400 წ.წ.  - კათედრა დაიკავა მეფე თრდატის დროს. მის დროს მეფობდა ბაკურ თრდატის ზე.აშენდა ნეკრესის და ბოლნისის ეკლესიები.

5. სიმონ I 400 - 410 წ.წ. მეფეების ფარსმანის და მირდატის ზეობის დროს. მის დროს გაძლიერდა ირანის გავლენა.

6. მოსე I 410-425  წ.წ.

7. იონა I 425-429 წ.წ. - მეფე არჩილის ზეობის დროს

8. იერემია I დაახ.429-433 წ.წ. მონაწილეობდა ეფესოს მესამე მსოფლიო კრებაში (431წ). მისი პოზიცია მკვეთრად ანტიირანულია.

9. გრიგოლ I 433-434  წ.წ. ("წესის შემშლელი მთავარეპისკოპოსი"). მის დროს მცხეთის საყდარი სელევკია-ქტესიფონის კათალიკოსს დაექვემდებარა. მეფე არჩილის ზეობის დროს.

10. ბასილი I 434-436  წ.წ. ("წესის შემშლელი მთავარეპისკოპოსი").მეფე არჩილის ზეობის დროს.

11. მობიდან I  დაახ.436 - 443წ.წ. - ("წესის შემშლელი მთავარეპისკოპოსი"). მეფე არჩილის ზეობის დროს. . მობიდანი იყო ყოფილი მოგვი, მკვეთრად დიოფიზიტური, ე.წ. ნესტორიული ქრისტოლოგიის მიმდევარი. შესაძლოა რომ მის დროს ქართულად ითარგმნა თეოდორე მოფსუეტელის და დიოდორ თარსელის შრომები, რომლებიც შემდეგ განადგურდა.

12.იოველ I   443- 458 წ.წ. მეფე ვახტანგ I გორგასლის გამეფების პერიოდი.

13. გლონოქორ I 460-ანი წ.წ.. მეფე მირდატის ზეობის დროს. ის მთავარეპისკოპოსობასთან ერთად, საერო თანამდებობას - ერისთაობასაც იკავებდა.

14. სამოელ I 469-475 წ.წ.

15. მიქაელ I 476-486 წ.წ.  ირანის  დასუსტების კვალობაზე, კვლავ ძლიერდება ურთიერთკავშირი რომის/კონსტანტინეპოლის საყდრებთან. მიქაელი ბიზანტიიდან იყო ჩამოყვანილი.
მიქაელი იყო ქალკედონის 451 წლის კრების დადგენილების ერთგული დამცველი. დაუპირისპირდა მეფე ვახტანგის პრო-ბიზანტიურ პოლიტიკას, რომელიც იმპერატორ ზენონის 'ჰენოტიკონის'  მიღებას გულისხმობდა.მეფემ მთავარეპისკოპოსი მიქაელი გადააყენა და კონსტანტინეპოლში "მღვიძარეთა" მონასტერში ჩაამწყვდია.

486/87 წელს, კონსტანტინეპოლის პატრიარქის აკაკიუსის და მეფე ვახტანგის ინიციატივით, ანტიოქიიის პატრიარქის პეტრე ფულონის მიერ მცხეთის კათალიკოზის და 12 ეპისკოპოსის ხელდასხმა ხდება. ვახტანგ გორგასალი იმპერატორ ზენონის, ხოლო მცხეთის ახალი კათალიკოზი პეტრე I და მისი ეპისკოპატი - კონსტანტინეპოლის პატრიარქის აკაკიუსის - 'ჰენოტიკონის' პოლიტიკის მხარდამჭერნი ხდებიან.



დავეყდდენი გიორგი მამულიას ნაშრომს.









Wednesday, 22 March 2017

იერუსალიმის ეკლესია


წმ.კლიმენტი რომაელის ერთ ერთ ჰომილიაში (ფსევდო-კლიმენტები), ჰომილიის ადრესატი - იერუსალიმის ეკლესიის მეთაური უფლის ხორციელი ძმა წმ.იაკობ მართალი "ეპისკოპოსთ-ეპისკოპოსად" არის წოდებული.

ეპისკოპოსთ-ეპისკოპოსი როგორც მინიმუმ პატრიარქია, პაპობაზე რომ არაფერი ვსთქვათ.

ესე იგი  ნიკეის მსოფლიო კრებამდე (325წ) იერუსალიმის საყდრის სტატუსი დამცრობილი იყო ანტიოქიის საყდრის სასარგებლოთ. ეს ანტირომაული ებრაელთა აჯანყებით იყო გამოწვეული, რისი შედეგიც ქალაქ იერუსალიმის დანგრევა იყო.

მხოლოდ ნიკეის კრებამ მიანიჭა იერუსალიმს მიტროპოლიტის პატივი, თუმცა ის დატოვა ანტიოქიის ეკლესიის კესარიის სამიტროპოლიტოს ფარგლებში (ნიკეის კრების მე-7 კანონი). ქალკედონის კრებამ (451წ) კი იერუსალიმის ეკლესიის მეთაურებს პატრიაქრის სტატუსი უბოძა და ეკლესიათა დიპტიხში მე-5 ადგილზე დააყენა - რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის და ანტიოქიის საყდრების შემდეგ.


Thursday, 16 March 2017

ათთორმეტი მოციქული


1. ანდრია  იონას ძე
პირველწოდებული, სიმონ-პეტრეს ძმა, მეთევზე ბეთსაიდიდან; იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, ეწამა ქ.პატრაში - საბერძნეთი, პელოპონესის ნახევარკუნძული

2. სიმონ იონას ძე, ანდრია პირველწოდებულის ძმა, იგივე მოციქულთა თავი პეტრე, კეფა - "კლდე"; მეთევზე ბეთსაიდიდან; იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, ეწამა ქ.რომში

3. ფილიპე, ბეთსაიდიდან, (ებრ.פיליפ), ნათანაელის ნათესავი, იყო დაოჯახებული და ჰყავდა ქალიშვილები, ქადაგებდა სკვითეთსა და ფრიგიაში. ჯვარს აცვეს თავით დაღმა, სხვა ვერსიით თავი მოჰკვეთეს ქ.იერაპოლში, (ფრიგია).


4. ნათანაელი  თალმაის ძე, იგივე ბართლომე (ებრ.בר-תולמי), სხვა ვერსიით თალმაი იგივე ბერძნული სახელი პტოლემაოსია, ფილიპეს ნათესავი, გალილეის კანიდან, ეწამა ქ.ალბანში, თანამედროვე ბაქო.


5. იოანე ზებედეს ძე, იაკობის ძმა, ღვთისმეტყველი, მახარებელი "ძე ქუხილისა", სული განუტევა ქ. ეფესოში.

6. იაკობ ზებედეს ძე, (ებრ. ‏יעקב בן זבדי‏) იოანეს ძმა, "ძე ქუხილისა", იაკობ უფროსი, დაიბადა გალილეაში, იქადაქა პირენეის ნახევარკუნძულზე, ხმლით მოკლეს ქ.იერუსალიმში

7. ლევი ალფეს ძე, იგივე მათე, იაკობის ძმა, მეზვერე, პირველი მახარებელი, ეწამა აფრიკაში

8. იაკობ ალფეს ძე,(יעקב בן-חלפַי) ლევი-მათეს ძმა, იაკობ მცირე (სიმაღლით და არა ასაკით), გადმოცემით აგრეთვე მეზვერე ყოფილა, ქ. კაპერნაუმიდან, მენაშეს ტომიდან, მაცხოვართან იაკობ მცირე მისმა ძმამ ლევი-მათემ მიიყვანა. პირველი ვერსიით ეწამა პალესტინის საზღვართან - ეგვიპტის ქ.ოსტრაცინში, სადაც ის წარმართებმა ჯვარზე გააკრეს, მეორე ვერსიით მარმარიკაში (ლიბია-ეგვიპტე) ის იუდევლებმა ქვებით ჩაქოლეს.


9. იუდა - თომა, დიდიმ, "ტყუპი", (ებრ. תומא ), გალილეის პანეადა, ნამდვილი სახელი იუდა, გადმოცემით მაცხოვარს გავდა და ამიტომაც მას "ტყუპი" შეარქვეს, აპოკრიფების მიხედვით იყო ხურო და მშენებელი, ეწამა ინდოეთში

10. იუდა იაკობის ძე, იგივე თადეოსი, ლებეოსი, ეწამა სომხეთში. (არ აგვერიოს იუდა უფლის ძმასთან ან თადეოს 72 მოციქულთაგან, ასურეთის და ედესის განმანათლებელთან.)

11. სიმონ მოშურნე, "კანანიტი" არამეულად მოშურნეს, "ზილოტს" ნიშნავს. ასე რომ საეჭვოა რომ სიმონ მოშურნე გალიიეს კანიდან ყოფილიყო., ეწამა აფხაზეთში

12. მატათა ბეთლებიდან, იუდას ტომიდან, წმინდა წერილს ეცნობოდა წმ.სიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით, სინედრიონის გადაწყვეტილებით ქვებით სასიკვდილოდ ჩაიქოლა იერუსალიმში, მეორე ვერსიით გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოში.

მაცხოვარს 4 ხორციელი ძმა ჰყავდა - იაკობი მართალი - იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი,  იოსებ-იოსტოსი, სიმონი  (იერუსალიმის მეორე ეპისკოპოსი, ) და ყველაზე უმცროსი - იუდა - კათოლიკე ეპისტოლეს ავტორი  
არც ერთი მათგანი არ შედიოდა მაცხოვრის 12 მოციქულთა რიცხვში, ისინი  მართალი იოსებ დამწინდველის ძმის - კლეოპას და მარიამ კლეოპასის ( იგივე მარიამ იაკობისის, "სხვა მარიამის" ) ძენი იყვნენ, რომლებთან ერთად ერთ ოჯახში ცხოვრობდენ მაცხოვარი და დედამისი, იოსებ დამწინდველის გარდაცვალების შემდეგ. ოთხივე ძმა მაცხოვრის 72 მოციქულთა (70თა) დასში უნდა ვიგულოთ ან ცალკე დასად განვიხილოთ. ძველად ბიძაშვილები ჩვეულებრივ ძმებად განიხილებიან.
სული წმინდის გარდამოსვლის დროს, 12 მოციქულთან ერთად, სასწაულს უფლის დედა და მისი ძმებიც ესწრებოდნენ.

Sunday, 19 February 2017

553 წლის V მსოფლიო კრება - კონსტანტინეპოლის II კრება


მონაწილეები :
იმპერატორი იუსტინიანე I
165 ეპისკოპოსი

1. დასავლეთის საპატრიარქო -  პაპი ვიგილიუსი უშუალოდ კრებას არ ესწრებოდა, მაგრამ კრების მუშაობაში წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობდა. არ გაიზიარა თეოდორე მოფსუესტიელის გარდაცვალების შემდგომი განკვეთა.

2. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო -ევსტიქე კონსტანტინეპოლელი (თავმჯდომარე)
3. ალექსანდრიის საპატრიარქო - აპოლინარი ალექსანდრიელი
4. ანტიოქიის საპატრიარქო - დომუსი ანტიოქიელი
5. იერუსალიმის საპატრიარქო - წარმომადგენლები


პერსონალურად დაიგმო :

1.პლატონი
2. არიოზი

3.თეოდორე მოფსუესტიელი (ანტიოქიური სკოლის  მასწავლებელი დიოდორ ტარსელი გადაურჩა ანათემას)
4.ევაგრე პონტოელი

5.აპოლინარი ლაოდიკიელი
6. ორიგენე (არის საფუძვლიანი მოსაზრება რომ ოროსის გვიანდელ რედაქციაში გამოჩნდა ორიგენეს სახელი.ანუ გვაინდელი ჩანართია)
7. დიდიმ ალექსანდრიელი

დაიგმო სწავლებანი :

1.პლატონიზმი და იდეალიზმი
2.არიანელობა, ადრეულიც და გვიანდელიც (მაკედონი კონსტანტინეპოლელის სწავლება)
3. აპოლინარიზმი
4. ნეტარი თეოდორიტეს და იბას ედესელის ცალკეული ნაშრომები





თეზისები პერსონალისტური ღვთისმეტყველებისათვის



ცნობილი მართლმადიდებელი პერსონალისტები:


1. ვლადიმერ ლოსკი (1903-1958 წ.წ.)

2. იოანე მეინდორფი (1926-1992წ.წ.) პროტოპრესვიტერი

3. გიორგი ფლოროვსკი (1893 -1979წწ.) დეკანოზი

4. სოფრონი სახაროვი (1896-1993წ.წ.) არქიმანდრიტი

4. ანტონი ბლუმი (1914-2003წ.წ.) მიტროპოლიტი სუროჟისა

5. ხრისტოს იანარასი (1935წ)

6. იოანე ზიზიულასი (1931წ) მიტროპოლიტი პერგამისა

ეს თეოლოგები, კაპადოკიელი მამების ტრიადოლოგიაში გამოყენებული ტერმინის "პირი" (ან პიროვნება?) (πρόσωπον) ფილოსოფიურ ჭრილში გააზრებას და ამგვარად მართლმადიდებლური პიროვნული ანტროპოლოგიური მოდელის ჩამოყალიბებას ცდილობენ.


***

ტერმინი პირი (πρόσωπον) გამოყენებულ იქნა ტერმინების არსი (οὐσία), ბუნება (φύσις) და გვამოვნების-ჰიპოსტასის (ὑπόστασις) მიმართებით.


ტერმინი პირი (πρόσωπον) ყოფიერების გარეგნულ, აღწერილობით მხარეს ეხებოდა;


ტერმინები გვამოვნება-ჰიპოსტასი (ὑπόστασις) და არსი (οὐσία) კი სინონიმებს წარმოადგენენ. გვამოვნება ყოფიერების (არსებობის) კონკრეტულ სახეს წარმოადგენს თავისი თავისებურებებით, ხოლო არსი (οὐσία) - ყოფიერების ზოგად სახეს.


კაპადოკიელებთან პირი და გვამოვნება ერთმანეთთან ახლოს მყოფი ტერმინები იყო.


პერსონალისტები ღმერთს აბსოლუტურ პიროვნებად განიხილავენ.


პირი განსხვავდება ინდივიდისგან. პირის ბუნებრივი თვისებების გამოხატვა შეუძლებელია, რაც შესაძლებელია ინდივიდის შემთხვევაში.

მე-20 საუკუნის პერსონალისტმა თეოლოგებმა განავითარესასების ბასილი დიდი და სხვა კაპადოკიელების სწავლებანი მამის მონარქიის, სამების პირთა ურთიერთობის, და ჰიპოსტასების პიროვნული ასპექტის შესახებ.


მათ დაასკვნეს რომ ონთოლოგიური თვალსაზრისით, პირი პირველადია ბუნებასთან მიმართებით. ზუსტად პირისთვის ონტოლოგიური სტატუსის მინიჭებით ვლადიმერ ლოსკი, მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი და ხრისტოს იანარასი უმრავი თეოლოგიური პრობლემების მოგვარებას უწინასწარმეტყველებენ.

***

ხრისტოს იანარასის აზრით, ღმერთმა ადამიანს პიროვნებად გახდომის უნარი მისცა, რაც თავისი ცხოვრების ღვთაებრივი ყოფიერების მოდუსის შესაბამისად წარმართვას გულისხმობს. ზუსტად ამაში ხედავს იანარასი "ღვთის ხატად" ყოფნას.


***

ვლადიმერ ლოსკის მიხედვით, ადამიანის პიროვნება არ არის ადამინის არსების ნაწილი, ისე როგორც ყოვლადწმინდა სამების პირნი არ არის ღვთაებრივი არსის ნაწილი.

***
პერსონალისტები პიროვნების ცნების რაობას უპირისპირების ნების და ბუნების კატეგორიებს.

მათი შეხედულებით, პიროვნება გამოიხატება საკუთარი, პიროვნული და აღმნიშვნელი ნაცვალსახელებით და მამრობითი გვარის გრამატიკული სახელებით.


***

პიროვნების ერთერთ მახასიატებლად მის შემოქმედებით თავისუფლებას მიიჩნევენ. ზუსტად ამ თავისუფლებიდან გამომდინარე ღმერთმა არაფრისგან შექმნა ადამიანი და ტრინიტარიზმში მამის მონარქია სუფევს.

ღმერთის ღვთაებრიობა მისი პიროვნულობიდან გამომდინარეობს.

***
იანარასის აზრით, ღმერთი ღმერთი იმიტომაა, რომ ის პიროვნებას წარმოადგენს და ქმნის თავის ბუნებას, არა პირიქით ბუნება ქმნის პიროვნებას.


***

ადამიანი პიროვნება არ განისაზღვრება არც თვისი ბუნებით და არც სოციალ-კულტურული გარემოთი. თავად პიროვნება განსაზღვრავს ბუნების ცხოვრების წესს.


***

მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის აზრით, ვინაიდან ქვეყანა არაფრისგან შექმნა ღმერთმა ex nihilo, ამით ღმერთი არსებობაზე, ყოფიერებაზე მაღლა დადგა. ყოფიერებისგან თავისუფალი გახდა...ზიზიულასის აზრით, პიროვნებითობა თავისუფლებასთან არის კავშირში.

***
პიროვნული თავისუფლება გამიჯნულია ბუნებრივი აუცილებლობისგან, უარყობს თავის ნებას, რომელიც მართლმადებლურ თეოლოგიაში ბუნების გამოვლინებასთან არიან დაკავშირებული.


***
ადამიანის ჰიპოსტასი თვითმყოფობს მხოლოდ ბუნებითი აუცილებლობით გამოწვეულ ნებაზე უარის თქმის შემდეგ.

***

ვლადიმერ ლოსკი პიროვნებას უპირისპირებს ბუნებას, რომელიც ნების მეშვეობით გამოვლინდება. პიროვნებამ უნდა უარი სთქვას თავის ნებაზე,რომ შეიძინოს ნამდვილი თავისუფლება.

***

მართლმადიდებელი პერსონალისტები საუბრობენ ღიაობის პრინციპზე. ანუ პიროვნება ღიაა და შეუძლია ეზიაროს ღვთაებრივ უქმნ ენერგიებს. ანუ განიღვრთოს. (პალამიზმი)

***
ადამიანის პიროვნება ცხოვრობს სულის, სამშვინველის და სხეულის მეშვეობით, მაგრამ ამ კატეგორიებით არ შემოიფარგლება.

***

ძე ღვთისა არის ღვთაებრივი პიროვნება და ეს შესაძლებელს ხდის მის განხორციელება და ორი ბუნების (ღვთაებრივს და კაცობრივის) ჰიპოსტასურ ერთობას.

***

ხრისტოს იანარასის მიხედვით -

ღმერთი არის ერთი ბუნების, ერთი არსის და სამი ჰიპოსტასის

ადამიანი არის ერთი ბუნების, ერთი არსის და მრავალი ჰიპოსტასის.

არსებობს დიდი უფსრკული ქმნილ და უქმნელ ბუნებას შორის, ზუსტად ამ უფსკრულის აღმოფხვრისთვის ძე ღვთისა მოევლინა კაცობრიობას ქმნილი ბუნების მიღებით.


***

პიროვნების ღიაობა ურთიერთობაში რეალიზდება."მე"-ს არსებობა ( ანუ პიროვნების) თავისთავად გულისხმობს 'შენ" არსებობასაც. სხვა შემთხვევაში "მე" "მე" არ იქნებოდა.





Thursday, 16 February 2017

სამწმიდაოს შესახებ


"წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ"

მე-6 საუკუნეში მოღვაწე ბერი იობი,  ხსნიდა რომ სამწმიდაო  შედგენილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვის -  "და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!"(ესაია, 6:3) და ფსალმუნის "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?" (ფს 41,3) თანაწყობით, სადაც სიტყვა ძლიერი შეცვლილია სიტყვით უკვდავი.

 ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ლიტურგისტი ნიკოლოზ კავასილა.

სამწმიდაოს შინაარსთან დაკავშირებით რამოდენიმე საღვისმეტყველო ინტერპრეტაცია არსებობს.

1. პირველი ვერსიით, სამწმიდაო ყოვლადწმინდა სამების თითოეულ პირს (ჰიპოსტასს) უგალობება. ანუ წმინდაო ღმერთო - მამას, წმინდაო ძლიერო - ძეს და წმინდაო უკვდავო - სული წმინდას. მაგრამ ეს ინტერორეტაცია ეწინააღმდეგება სამწმიდაოს ბერძნული ტექსტის გრამატიკას და სამწმიდაოს წინსწრებ ლიტურგიკულ ტექსტებს.

2. გრამატიკული ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სამწმიდაო უკვებლივ მამის პირის - ჰოპოსტასის მიმართ იგალობება.

(Матеос Х. Служение слова в Византийской литургии.Т 1 стр 152-155)

3. ანტიქალკედონიტურ, იგივე აღმოსავლეთ ორიენტულ ანუ  სომხურ, სირიულ-იაკობიტურ, ალექსანდრიულ-კოპტურ, ერიტრეულ და ეთიოპურ ეკლესიებში სამწმიდაო იგალობება ძე ღვთისას მიმართ - ანუ განხორციელებული იესო ქრისტეს მიმართ. რის გამოც სამწმიდაოს თან ერთვის რიგი ფრაზები იესო ქრისტეს  დედამიწაზე ცხოვრებიდან. 

მაგ. რომელი ჩვენი ხსნისთვის იშვი ან რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი.

რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი

ზუსტად ამ ბოლო ფრაზის გამო, ქართულ პოლემიკურ ლიტერატურაში სომხური ეკლესიის მიმდევრები - ხაჩეცარებად არიან წოდებულნი. (ხაჩ სომხურად ჯვარს ნიშნავს).

სამწმიდაოს საგალობელში ჩანართვების ავტორად ანტიოქიის პატრიარქი პეტრე ფულონი, იგივე მკაწრელი მოიაზრება. პეტრე ფულონი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა და ქალკედონის IV მსოფლიო კრების მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო. მან მიიღო ბიზანტიის იმპერატორის ზენონის მიერ შემოთავაზებული "ჰენოტიკონი".

ამ პატრიარქის დროს ანტიოქიის ეკლესიამ ქართლის ეკლესია პირველი კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი უკურთხა.

ქართლის საკათალიკოსოს დაფუძნება ზუსტად პეტრე ფულონის სახელთან არის დაკავშირებული.

Wednesday, 15 February 2017

381 წლის კონსტანტინეპოლის I კრება ( II მსოფლიო კრება)





ამ კრებაში 150 ეპისკოპოსმა მიიღო მონაწილოება.მათ შორის იყვნენ გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ღვთისმეტყველი.


იმპერატორი -თეოდისი

თავმჯდომარე მელეტი ანტიოქიელი, მალევე მელეტი ანტიოქიელი გარდაიცვალა და კრების თავმჯდომარეობა გრიგოლ ღვთისმეტყველმა იტვირთა, რომელსაც იმ პერიოდში კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის კათედრა ეკავა.ალექსანტრიული და რომის ეკლესიიები გრიგოლის მიერ კონსტანტინეპოლის ტახტის დაკავებას აპროტესტებდნენ, შემდეგ იმპერატორმა დააკმაყოფილა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით. კრების მესამე თავმჯდომარე - ახლაარცეული კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი ნექტარიუსი გახლდათ.


* კრებამ კონსტანტინეპოლის საყდარს საპატიო მეორე ადგილი უბოძა დიპტიხში რომის საყდრის შემდეგ. ამ გადაწყვეტილებას ვერ ეგუებოდნენ რომის და ალექსანდრიის იერარქები. ირღვეოდა რომის საყდრის უნივერსალური ეკლესიის პრომატი, ალექსანდრიის საყდარი კი იმპერიის აღმოსავლეთში პირველობას კარგავდა. რომმა აღიარა 381 წლის მსოფლიო ლრება მხოლოდ პაპი ჰორმიზდის დროს.


* მიიღო 7 კანონი
* ეპისკოპოპოსებს აეკრძალათ სხვა ეპარქიებში სამღვდელოების კურთხევა
* ალექსანდრის საყდარი მმართავს ეგვიპტეს, აღმოსავლელი ეპისკოპოსები - აღმოსავლეთს, ანტიოქიის საყდრის პროვილეგიების გათვალისწინებით, რაც ნიკეის კრებითაა დადგენილი; ასიელი ეპისკოპოტი -ასიაში; პონტოელები - პონტოს ოლქში, თრაკიელები - თრაკიაში. (მე-3 კანონი)
* დაიგმო მაკედონის ერესი , რომელიც ძის მამასთან ერთარსობას არ აღიარებდა.

* იმპერიის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესიები  - ირანის (ალბათ სომხეთი და იბერიაც იგულისხმება) ანტიოქიის, ეთიოპიის -  ალექსანდრიის, აღმ.ევროპის ხალხების - თრაკიის ეკლესიის საყდრების ზედამხედველობის ქვეშ.