ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Thursday, 16 February 2017

სამწმიდაოს შესახებ


"წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ"

მე-6 საუკუნეში მოღვაწე ბერი იობი,  ხსნიდა რომ სამწმიდაო  შედგენილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვის -  "და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!"(ესაია, 6:3) და ფსალმუნის "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?" (ფს 41,3) თანაწყობით, სადაც სიტყვა ძლიერი შეცვლილია სიტყვით უკვდავი.

 ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ლიტურგისტი ნიკოლოზ კავასილა.

სამწმიდაოს შინაარსთან დაკავშირებით რამოდენიმე საღვისმეტყველო ინტერპრეტაცია არსებობს.

1. პირველი ვერსიით, სამწმიდაო ყოვლადწმინდა სამების თითოეულ პირს (ჰიპოსტასს) უგალობება. ანუ წმინდაო ღმერთო - მამას, წმინდაო ძლიერო - ძეს და წმინდაო უკვდავო - სული წმინდას. მაგრამ ეს ინტერორეტაცია ეწინააღმდეგება სამწმიდაოს ბერძნული ტექსტის გრამატიკას და სამწმიდაოს წინსწრებ ლიტურგიკულ ტექსტებს.

2. გრამატიკული ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სამწმიდაო უკვებლივ მამის პირის - ჰოპოსტასის მიმართ იგალობება.

(Матеос Х. Служение слова в Византийской литургии.Т 1 стр 152-155)

3. ანტიქალკედონიტურ, იგივე აღმოსავლეთ ორიენტულ ანუ  სომხურ, სირიულ-იაკობიტურ, ალექსანდრიულ-კოპტურ, ერიტრეულ და ეთიოპურ ეკლესიებში სამწმიდაო იგალობება ძე ღვთისას მიმართ - ანუ განხორციელებული იესო ქრისტეს მიმართ. რის გამოც სამწმიდაოს თან ერთვის რიგი ფრაზები იესო ქრისტეს  დედამიწაზე ცხოვრებიდან. 

მაგ. რომელი ჩვენი ხსნისთვის იშვი ან რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი.

რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი

ზუსტად ამ ბოლო ფრაზის გამო, ქართულ პოლემიკურ ლიტერატურაში სომხური ეკლესიის მიმდევრები - ხაჩეცარებად არიან წოდებულნი. (ხაჩ სომხურად ჯვარს ნიშნავს).

სამწმიდაოს საგალობელში ჩანართვების ავტორად ანტიოქიის პატრიარქი პეტრე ფულონი, იგივე მკაწრელი მოიაზრება. პეტრე ფულონი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა და ქალკედონის IV მსოფლიო კრების მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო. მან მიიღო ბიზანტიის იმპერატორის ზენონის მიერ შემოთავაზებული "ჰენოტიკონი".

ამ პატრიარქის დროს ანტიოქიის ეკლესიამ ქართლის ეკლესია პირველი კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი უკურთხა.

ქართლის საკათალიკოსოს დაფუძნება ზუსტად პეტრე ფულონის სახელთან არის დაკავშირებული.

No comments:

Post a Comment