ცნობილი მართლმადიდებელი პერსონალისტები:
1. ვლადიმერ ლოსკი (1903-1958 წ.წ.)
2. იოანე მეინდორფი (1926-1992წ.წ.) პროტოპრესვიტერი
3. გიორგი ფლოროვსკი (1893 -1979წწ.) დეკანოზი
4. სოფრონი სახაროვი (1896-1993წ.წ.) არქიმანდრიტი
4. ანტონი ბლუმი (1914-2003წ.წ.) მიტროპოლიტი სუროჟისა
5. ხრისტოს იანარასი (1935წ)
6. იოანე ზიზიულასი (1931წ) მიტროპოლიტი პერგამისა
ეს თეოლოგები, კაპადოკიელი მამების ტრიადოლოგიაში გამოყენებული ტერმინის "პირი" (ან პიროვნება?) (πρόσωπον) ფილოსოფიურ ჭრილში გააზრებას და ამგვარად მართლმადიდებლური პიროვნული ანტროპოლოგიური მოდელის ჩამოყალიბებას ცდილობენ.
***
ტერმინი პირი (πρόσωπον) გამოყენებულ იქნა ტერმინების არსი (οὐσία), ბუნება (φύσις) და გვამოვნების-ჰიპოსტასის (ὑπόστασις) მიმართებით.
ტერმინი პირი (πρόσωπον) ყოფიერების გარეგნულ, აღწერილობით მხარეს ეხებოდა;
ტერმინები გვამოვნება-ჰიპოსტასი (ὑπόστασις) და არსი (οὐσία) კი სინონიმებს წარმოადგენენ. გვამოვნება ყოფიერების (არსებობის) კონკრეტულ სახეს წარმოადგენს თავისი თავისებურებებით, ხოლო არსი (οὐσία) - ყოფიერების ზოგად სახეს.
კაპადოკიელებთან პირი და გვამოვნება ერთმანეთთან ახლოს მყოფი ტერმინები იყო.
პერსონალისტები ღმერთს აბსოლუტურ პიროვნებად განიხილავენ.
პირი განსხვავდება ინდივიდისგან. პირის ბუნებრივი თვისებების გამოხატვა შეუძლებელია, რაც შესაძლებელია ინდივიდის შემთხვევაში.
მე-20 საუკუნის პერსონალისტმა თეოლოგებმა განავითარესასების ბასილი დიდი და სხვა კაპადოკიელების სწავლებანი მამის მონარქიის, სამების პირთა ურთიერთობის, და ჰიპოსტასების პიროვნული ასპექტის შესახებ.
მათ დაასკვნეს რომ ონთოლოგიური თვალსაზრისით, პირი პირველადია ბუნებასთან მიმართებით. ზუსტად პირისთვის ონტოლოგიური სტატუსის მინიჭებით ვლადიმერ ლოსკი, მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი და ხრისტოს იანარასი უმრავი თეოლოგიური პრობლემების მოგვარებას უწინასწარმეტყველებენ.
***
ხრისტოს იანარასის აზრით, ღმერთმა ადამიანს პიროვნებად გახდომის უნარი მისცა, რაც თავისი ცხოვრების ღვთაებრივი ყოფიერების მოდუსის შესაბამისად წარმართვას გულისხმობს. ზუსტად ამაში ხედავს იანარასი "ღვთის ხატად" ყოფნას.
***
ვლადიმერ ლოსკის მიხედვით, ადამიანის პიროვნება არ არის ადამინის არსების ნაწილი, ისე როგორც ყოვლადწმინდა სამების პირნი არ არის ღვთაებრივი არსის ნაწილი.
***
პერსონალისტები პიროვნების ცნების რაობას უპირისპირების ნების და ბუნების კატეგორიებს.
მათი შეხედულებით, პიროვნება გამოიხატება საკუთარი, პიროვნული და აღმნიშვნელი ნაცვალსახელებით და მამრობითი გვარის გრამატიკული სახელებით.
***
პიროვნების ერთერთ მახასიატებლად მის შემოქმედებით თავისუფლებას მიიჩნევენ. ზუსტად ამ თავისუფლებიდან გამომდინარე ღმერთმა არაფრისგან შექმნა ადამიანი და ტრინიტარიზმში მამის მონარქია სუფევს.
ღმერთის ღვთაებრიობა მისი პიროვნულობიდან გამომდინარეობს.
***
იანარასის აზრით, ღმერთი ღმერთი იმიტომაა, რომ ის პიროვნებას წარმოადგენს და ქმნის თავის ბუნებას, არა პირიქით ბუნება ქმნის პიროვნებას.
***
ადამიანი პიროვნება არ განისაზღვრება არც თვისი ბუნებით და არც სოციალ-კულტურული გარემოთი. თავად პიროვნება განსაზღვრავს ბუნების ცხოვრების წესს.
***
მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის აზრით, ვინაიდან ქვეყანა არაფრისგან შექმნა ღმერთმა ex nihilo, ამით ღმერთი არსებობაზე, ყოფიერებაზე მაღლა დადგა. ყოფიერებისგან თავისუფალი გახდა...ზიზიულასის აზრით, პიროვნებითობა თავისუფლებასთან არის კავშირში.
***
პიროვნული თავისუფლება გამიჯნულია ბუნებრივი აუცილებლობისგან, უარყობს თავის ნებას, რომელიც მართლმადებლურ თეოლოგიაში ბუნების გამოვლინებასთან არიან დაკავშირებული.
***
ადამიანის ჰიპოსტასი თვითმყოფობს მხოლოდ ბუნებითი აუცილებლობით გამოწვეულ ნებაზე უარის თქმის შემდეგ.
***
ვლადიმერ ლოსკი პიროვნებას უპირისპირებს ბუნებას, რომელიც ნების მეშვეობით გამოვლინდება. პიროვნებამ უნდა უარი სთქვას თავის ნებაზე,რომ შეიძინოს ნამდვილი თავისუფლება.
***
მართლმადიდებელი პერსონალისტები საუბრობენ ღიაობის პრინციპზე. ანუ პიროვნება ღიაა და შეუძლია ეზიაროს ღვთაებრივ უქმნ ენერგიებს. ანუ განიღვრთოს. (პალამიზმი)
***
ადამიანის პიროვნება ცხოვრობს სულის, სამშვინველის და სხეულის მეშვეობით, მაგრამ ამ კატეგორიებით არ შემოიფარგლება.
***
ძე ღვთისა არის ღვთაებრივი პიროვნება და ეს შესაძლებელს ხდის მის განხორციელება და ორი ბუნების (ღვთაებრივს და კაცობრივის) ჰიპოსტასურ ერთობას.
***
ხრისტოს იანარასის მიხედვით -
ღმერთი არის ერთი ბუნების, ერთი არსის და სამი ჰიპოსტასის
ადამიანი არის ერთი ბუნების, ერთი არსის და მრავალი ჰიპოსტასის.
არსებობს დიდი უფსრკული ქმნილ და უქმნელ ბუნებას შორის, ზუსტად ამ უფსკრულის აღმოფხვრისთვის ძე ღვთისა მოევლინა კაცობრიობას ქმნილი ბუნების მიღებით.
***
პიროვნების ღიაობა ურთიერთობაში რეალიზდება."მე"-ს არსებობა ( ანუ პიროვნების) თავისთავად გულისხმობს 'შენ" არსებობასაც. სხვა შემთხვევაში "მე" "მე" არ იქნებოდა.
No comments:
Post a Comment