ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Sunday, 19 February 2017

553 წლის V მსოფლიო კრება - კონსტანტინეპოლის II კრება


მონაწილეები :
იმპერატორი იუსტინიანე I
165 ეპისკოპოსი

1. დასავლეთის საპატრიარქო -  პაპი ვიგილიუსი უშუალოდ კრებას არ ესწრებოდა, მაგრამ კრების მუშაობაში წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობდა. არ გაიზიარა თეოდორე მოფსუესტიელის გარდაცვალების შემდგომი განკვეთა.

2. კონსტანტინეპოლის საპატრიარქო -ევსტიქე კონსტანტინეპოლელი (თავმჯდომარე)
3. ალექსანდრიის საპატრიარქო - აპოლინარი ალექსანდრიელი
4. ანტიოქიის საპატრიარქო - დომუსი ანტიოქიელი
5. იერუსალიმის საპატრიარქო - წარმომადგენლები


პერსონალურად დაიგმო :

1.პლატონი
2. არიოზი

3.თეოდორე მოფსუესტიელი (ანტიოქიური სკოლის  მასწავლებელი დიოდორ ტარსელი გადაურჩა ანათემას)
4.ევაგრე პონტოელი

5.აპოლინარი ლაოდიკიელი
6. ორიგენე (არის საფუძვლიანი მოსაზრება რომ ოროსის გვიანდელ რედაქციაში გამოჩნდა ორიგენეს სახელი.ანუ გვაინდელი ჩანართია)
7. დიდიმ ალექსანდრიელი

დაიგმო სწავლებანი :

1.პლატონიზმი და იდეალიზმი
2.არიანელობა, ადრეულიც და გვიანდელიც (მაკედონი კონსტანტინეპოლელის სწავლება)
3. აპოლინარიზმი
4. ნეტარი თეოდორიტეს და იბას ედესელის ცალკეული ნაშრომები





თეზისები პერსონალისტური ღვთისმეტყველებისათვის



ცნობილი მართლმადიდებელი პერსონალისტები:


1. ვლადიმერ ლოსკი (1903-1958 წ.წ.)

2. იოანე მეინდორფი (1926-1992წ.წ.) პროტოპრესვიტერი

3. გიორგი ფლოროვსკი (1893 -1979წწ.) დეკანოზი

4. სოფრონი სახაროვი (1896-1993წ.წ.) არქიმანდრიტი

4. ანტონი ბლუმი (1914-2003წ.წ.) მიტროპოლიტი სუროჟისა

5. ხრისტოს იანარასი (1935წ)

6. იოანე ზიზიულასი (1931წ) მიტროპოლიტი პერგამისა

ეს თეოლოგები, კაპადოკიელი მამების ტრიადოლოგიაში გამოყენებული ტერმინის "პირი" (ან პიროვნება?) (πρόσωπον) ფილოსოფიურ ჭრილში გააზრებას და ამგვარად მართლმადიდებლური პიროვნული ანტროპოლოგიური მოდელის ჩამოყალიბებას ცდილობენ.


***

ტერმინი პირი (πρόσωπον) გამოყენებულ იქნა ტერმინების არსი (οὐσία), ბუნება (φύσις) და გვამოვნების-ჰიპოსტასის (ὑπόστασις) მიმართებით.


ტერმინი პირი (πρόσωπον) ყოფიერების გარეგნულ, აღწერილობით მხარეს ეხებოდა;


ტერმინები გვამოვნება-ჰიპოსტასი (ὑπόστασις) და არსი (οὐσία) კი სინონიმებს წარმოადგენენ. გვამოვნება ყოფიერების (არსებობის) კონკრეტულ სახეს წარმოადგენს თავისი თავისებურებებით, ხოლო არსი (οὐσία) - ყოფიერების ზოგად სახეს.


კაპადოკიელებთან პირი და გვამოვნება ერთმანეთთან ახლოს მყოფი ტერმინები იყო.


პერსონალისტები ღმერთს აბსოლუტურ პიროვნებად განიხილავენ.


პირი განსხვავდება ინდივიდისგან. პირის ბუნებრივი თვისებების გამოხატვა შეუძლებელია, რაც შესაძლებელია ინდივიდის შემთხვევაში.

მე-20 საუკუნის პერსონალისტმა თეოლოგებმა განავითარესასების ბასილი დიდი და სხვა კაპადოკიელების სწავლებანი მამის მონარქიის, სამების პირთა ურთიერთობის, და ჰიპოსტასების პიროვნული ასპექტის შესახებ.


მათ დაასკვნეს რომ ონთოლოგიური თვალსაზრისით, პირი პირველადია ბუნებასთან მიმართებით. ზუსტად პირისთვის ონტოლოგიური სტატუსის მინიჭებით ვლადიმერ ლოსკი, მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი და ხრისტოს იანარასი უმრავი თეოლოგიური პრობლემების მოგვარებას უწინასწარმეტყველებენ.

***

ხრისტოს იანარასის აზრით, ღმერთმა ადამიანს პიროვნებად გახდომის უნარი მისცა, რაც თავისი ცხოვრების ღვთაებრივი ყოფიერების მოდუსის შესაბამისად წარმართვას გულისხმობს. ზუსტად ამაში ხედავს იანარასი "ღვთის ხატად" ყოფნას.


***

ვლადიმერ ლოსკის მიხედვით, ადამიანის პიროვნება არ არის ადამინის არსების ნაწილი, ისე როგორც ყოვლადწმინდა სამების პირნი არ არის ღვთაებრივი არსის ნაწილი.

***
პერსონალისტები პიროვნების ცნების რაობას უპირისპირების ნების და ბუნების კატეგორიებს.

მათი შეხედულებით, პიროვნება გამოიხატება საკუთარი, პიროვნული და აღმნიშვნელი ნაცვალსახელებით და მამრობითი გვარის გრამატიკული სახელებით.


***

პიროვნების ერთერთ მახასიატებლად მის შემოქმედებით თავისუფლებას მიიჩნევენ. ზუსტად ამ თავისუფლებიდან გამომდინარე ღმერთმა არაფრისგან შექმნა ადამიანი და ტრინიტარიზმში მამის მონარქია სუფევს.

ღმერთის ღვთაებრიობა მისი პიროვნულობიდან გამომდინარეობს.

***
იანარასის აზრით, ღმერთი ღმერთი იმიტომაა, რომ ის პიროვნებას წარმოადგენს და ქმნის თავის ბუნებას, არა პირიქით ბუნება ქმნის პიროვნებას.


***

ადამიანი პიროვნება არ განისაზღვრება არც თვისი ბუნებით და არც სოციალ-კულტურული გარემოთი. თავად პიროვნება განსაზღვრავს ბუნების ცხოვრების წესს.


***

მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის აზრით, ვინაიდან ქვეყანა არაფრისგან შექმნა ღმერთმა ex nihilo, ამით ღმერთი არსებობაზე, ყოფიერებაზე მაღლა დადგა. ყოფიერებისგან თავისუფალი გახდა...ზიზიულასის აზრით, პიროვნებითობა თავისუფლებასთან არის კავშირში.

***
პიროვნული თავისუფლება გამიჯნულია ბუნებრივი აუცილებლობისგან, უარყობს თავის ნებას, რომელიც მართლმადებლურ თეოლოგიაში ბუნების გამოვლინებასთან არიან დაკავშირებული.


***
ადამიანის ჰიპოსტასი თვითმყოფობს მხოლოდ ბუნებითი აუცილებლობით გამოწვეულ ნებაზე უარის თქმის შემდეგ.

***

ვლადიმერ ლოსკი პიროვნებას უპირისპირებს ბუნებას, რომელიც ნების მეშვეობით გამოვლინდება. პიროვნებამ უნდა უარი სთქვას თავის ნებაზე,რომ შეიძინოს ნამდვილი თავისუფლება.

***

მართლმადიდებელი პერსონალისტები საუბრობენ ღიაობის პრინციპზე. ანუ პიროვნება ღიაა და შეუძლია ეზიაროს ღვთაებრივ უქმნ ენერგიებს. ანუ განიღვრთოს. (პალამიზმი)

***
ადამიანის პიროვნება ცხოვრობს სულის, სამშვინველის და სხეულის მეშვეობით, მაგრამ ამ კატეგორიებით არ შემოიფარგლება.

***

ძე ღვთისა არის ღვთაებრივი პიროვნება და ეს შესაძლებელს ხდის მის განხორციელება და ორი ბუნების (ღვთაებრივს და კაცობრივის) ჰიპოსტასურ ერთობას.

***

ხრისტოს იანარასის მიხედვით -

ღმერთი არის ერთი ბუნების, ერთი არსის და სამი ჰიპოსტასის

ადამიანი არის ერთი ბუნების, ერთი არსის და მრავალი ჰიპოსტასის.

არსებობს დიდი უფსრკული ქმნილ და უქმნელ ბუნებას შორის, ზუსტად ამ უფსკრულის აღმოფხვრისთვის ძე ღვთისა მოევლინა კაცობრიობას ქმნილი ბუნების მიღებით.


***

პიროვნების ღიაობა ურთიერთობაში რეალიზდება."მე"-ს არსებობა ( ანუ პიროვნების) თავისთავად გულისხმობს 'შენ" არსებობასაც. სხვა შემთხვევაში "მე" "მე" არ იქნებოდა.





Thursday, 16 February 2017

სამწმიდაოს შესახებ


"წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ"

მე-6 საუკუნეში მოღვაწე ბერი იობი,  ხსნიდა რომ სამწმიდაო  შედგენილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვის -  "და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!"(ესაია, 6:3) და ფსალმუნის "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა?" (ფს 41,3) თანაწყობით, სადაც სიტყვა ძლიერი შეცვლილია სიტყვით უკვდავი.

 ანალოგიურ პოზიციას იზიარებს ლიტურგისტი ნიკოლოზ კავასილა.

სამწმიდაოს შინაარსთან დაკავშირებით რამოდენიმე საღვისმეტყველო ინტერპრეტაცია არსებობს.

1. პირველი ვერსიით, სამწმიდაო ყოვლადწმინდა სამების თითოეულ პირს (ჰიპოსტასს) უგალობება. ანუ წმინდაო ღმერთო - მამას, წმინდაო ძლიერო - ძეს და წმინდაო უკვდავო - სული წმინდას. მაგრამ ეს ინტერორეტაცია ეწინააღმდეგება სამწმიდაოს ბერძნული ტექსტის გრამატიკას და სამწმიდაოს წინსწრებ ლიტურგიკულ ტექსტებს.

2. გრამატიკული ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სამწმიდაო უკვებლივ მამის პირის - ჰოპოსტასის მიმართ იგალობება.

(Матеос Х. Служение слова в Византийской литургии.Т 1 стр 152-155)

3. ანტიქალკედონიტურ, იგივე აღმოსავლეთ ორიენტულ ანუ  სომხურ, სირიულ-იაკობიტურ, ალექსანდრიულ-კოპტურ, ერიტრეულ და ეთიოპურ ეკლესიებში სამწმიდაო იგალობება ძე ღვთისას მიმართ - ანუ განხორციელებული იესო ქრისტეს მიმართ. რის გამოც სამწმიდაოს თან ერთვის რიგი ფრაზები იესო ქრისტეს  დედამიწაზე ცხოვრებიდან. 

მაგ. რომელი ჩვენი ხსნისთვის იშვი ან რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი.

რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი

ზუსტად ამ ბოლო ფრაზის გამო, ქართულ პოლემიკურ ლიტერატურაში სომხური ეკლესიის მიმდევრები - ხაჩეცარებად არიან წოდებულნი. (ხაჩ სომხურად ჯვარს ნიშნავს).

სამწმიდაოს საგალობელში ჩანართვების ავტორად ანტიოქიის პატრიარქი პეტრე ფულონი, იგივე მკაწრელი მოიაზრება. პეტრე ფულონი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა და ქალკედონის IV მსოფლიო კრების მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო. მან მიიღო ბიზანტიის იმპერატორის ზენონის მიერ შემოთავაზებული "ჰენოტიკონი".

ამ პატრიარქის დროს ანტიოქიის ეკლესიამ ქართლის ეკლესია პირველი კათალიკოსი და 12 ეპისკოპოსი უკურთხა.

ქართლის საკათალიკოსოს დაფუძნება ზუსტად პეტრე ფულონის სახელთან არის დაკავშირებული.

Wednesday, 15 February 2017

381 წლის კონსტანტინეპოლის I კრება ( II მსოფლიო კრება)





ამ კრებაში 150 ეპისკოპოსმა მიიღო მონაწილოება.მათ შორის იყვნენ გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ღვთისმეტყველი.


იმპერატორი -თეოდისი

თავმჯდომარე მელეტი ანტიოქიელი, მალევე მელეტი ანტიოქიელი გარდაიცვალა და კრების თავმჯდომარეობა გრიგოლ ღვთისმეტყველმა იტვირთა, რომელსაც იმ პერიოდში კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის კათედრა ეკავა.ალექსანტრიული და რომის ეკლესიიები გრიგოლის მიერ კონსტანტინეპოლის ტახტის დაკავებას აპროტესტებდნენ, შემდეგ იმპერატორმა დააკმაყოფილა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით. კრების მესამე თავმჯდომარე - ახლაარცეული კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი ნექტარიუსი გახლდათ.


* კრებამ კონსტანტინეპოლის საყდარს საპატიო მეორე ადგილი უბოძა დიპტიხში რომის საყდრის შემდეგ. ამ გადაწყვეტილებას ვერ ეგუებოდნენ რომის და ალექსანდრიის იერარქები. ირღვეოდა რომის საყდრის უნივერსალური ეკლესიის პრომატი, ალექსანდრიის საყდარი კი იმპერიის აღმოსავლეთში პირველობას კარგავდა. რომმა აღიარა 381 წლის მსოფლიო ლრება მხოლოდ პაპი ჰორმიზდის დროს.


* მიიღო 7 კანონი
* ეპისკოპოპოსებს აეკრძალათ სხვა ეპარქიებში სამღვდელოების კურთხევა
* ალექსანდრის საყდარი მმართავს ეგვიპტეს, აღმოსავლელი ეპისკოპოსები - აღმოსავლეთს, ანტიოქიის საყდრის პროვილეგიების გათვალისწინებით, რაც ნიკეის კრებითაა დადგენილი; ასიელი ეპისკოპოტი -ასიაში; პონტოელები - პონტოს ოლქში, თრაკიელები - თრაკიაში. (მე-3 კანონი)
* დაიგმო მაკედონის ერესი , რომელიც ძის მამასთან ერთარსობას არ აღიარებდა.

* იმპერიის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესიები  - ირანის (ალბათ სომხეთი და იბერიაც იგულისხმება) ანტიოქიის, ეთიოპიის -  ალექსანდრიის, აღმ.ევროპის ხალხების - თრაკიის ეკლესიის საყდრების ზედამხედველობის ქვეშ.




Monday, 13 February 2017

360 წლის ლაოდიკიის ადგილობრივი კრება



ეს კრება მცირე აზიაში ლაოდიკიაში ჩატარდა. კრებამ 60  კანონი მიიღო. აგრეთვე ბიბლიური წიგნების კანონი დაადგინა, რომელიც მოციქულთა 85-ე კანონის მიერ დადგენილი ბიბლიური წიგნებით ჩამონათვალისგან განსხვავდება.


* აიკრძალა ახალმონათლულთა სასულიერო პირად კურთხევა (მე-3 კანონი)

* ეპისკოპოსთა დაყენება მიტროპოლის მიერ ხდება.

* შაბათს უნდა იკითხებოდეს სახარება სხვა წიგნებთან ერთად.

* 33-ე კანონი ერეტიკოსთან და განდგომილტან ერთად ლოცვას კრძალავს

აიკრძალა ცეკვა ქორწილებში, დაბადების დღის და ქორწილის გადახდა მარხვაში.



344 წლის სერდიკას ადგილობრივი კრება


კრება ჩატარდა სერდიკში იმპერატორების კონსტანტის და კონსტანცი II ინიციატივით. მონაწილეობდა 94  ეპისკოპოსო დავალეთიდან და 76 ეპისკოპოსი აღმოსავლეთის რომის იმპერიიდან.

კრებას ოსია კორდოველი ხელმძღვანელობდა.

კრებამ არიოზის ერესი დაგმო და მიიღო 20 კანონი.

ჩვენთვის საინტერესოა შემდეგი საკითხები :

* მე-5 კანონით რომის საყდარს სააპელაციო ინსტანციის სტატუსი მიენიჭა. ანუ გადაყენებულ ეპისკოპოსებს უფლება უძლევათ თავისი გადაყენება კათედრიდან გააპროტესტონ რომში. ასეთი უფლებით ისარგებლა მრავალმა ცნობილმა ეპისკოპოსმა -
თეოდორიტე კვირინელმა, რომელიც ავაზაკთა კრებამ გადააყენა თავისი კათედრიდან, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეგნატემ , როდესაც მისი კათედრა უკანონოდ იმპერატორის რჩეულმა - ფოტიმ დაიკავა და სხვა.

* ეპისკოპოსად კურთხევამდე პრეტენდენტმა უნდა გაიაროს მედავითნის, დიაკვნის, მღვდლის  მსახურება. (მე-10 კანონი)

* ერისკაცი 3 კვირის მანძილზე ერთხელ მაიც უნდა დაესწროს საკრებულოს.არასაპატიო მიზეზით უნდა გააცდინა, განკვეთა ემუქრება.








Sunday, 12 February 2017

საეკლესიო მრავალფეროვნება



1. ლათინური წესი

2. სომხური წესი

3. ბიზანტიური წესი

4. ანტიოქიური ( სირიული, დასავლურ-სირიული) წესი

5. ქალდეური ( ქალდეურ-სპარსული, აღმოსავლურ სირიული, ასურული) წესი

6. მარონიტული ( მარონიტულ-სირიული) წესი

7. ალექსანდრიული ( ეგვიპტური, კოპტური) წესი

8. ეთიოპიური წესი


კათოლიკურ ეკლესიაში არის გაერთიანებული 8 წესის ეკლესიები, ამათგან ყველაზე მსხვილი ლათინური წესის ეკლესიაა.. რომის საყდრის გარშემო სულ 23 ეკლესიაა გაერთიანებული.

***

მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი  ბიზანტიური წესი გამოიყენება. 14 ეკლესიიდან, მხოლოდ ანტიოქიის საპატრიარქოში ბიზანტიურ წესთან ერთად, ლათინური წესის სამრევლოებიც არსებობს.

***

თამარ მეფის დროს საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში სომხეთის სამიტროპოლიტო შედიოდა, რომელიც შესაბამისად სომხურ წესს მისდევდა.

***

საქართველოს კათოლიკურ თემში წარმოდგენილია ლათინური, სომხური და ქალდეური წესის სამრევლოები.

Saturday, 11 February 2017

340 წლის განგრის ადგილობრივი კრება

კრება ჩატარდა გალატიაში, ქალაქ გაგნგში, პაფლაგონიის სამიტროპოლიტოში. მონაწილობდა 13 ეპისკოპოსი.კრებას ხელმძღვანელობდა ვსევი ნიკოდიმიელი.კრებამ 21 კანონი მიიღო.

კრება უამრავ საყოფაცხოვრებო საკითხს შეეხო.

დაგმო კვირა დღეს მარხულობა; მამაკაცისთვის - ქალის და ქალისთვის - მამაკაცის ტანსაცმლის ჩაცმა-ტარება; ანათემას გადასცა ქალთმოძულე და ქორწინების მოძულ ადამიანები





Friday, 10 February 2017

ძველი საკათალიკოსოები



ეჩმიაძინის საკათალიკოსო - 354 წ.


354 წელს ქ.აშტიშატში  სომხური სამოციქულო ეკლესიის პირველი კრება ჩატარდა. კრებამ დაგმო ერში გავრცელებული  წარმართული ჩვეულებები, არიოზის წვალება, აღიარა ნიკეის I მსოფლიო კრება (325წ). ზუსტად ამ კრების შემდეგ სომხური ეკლესიი მთავარეპისკოპოსს მიენიჭა ტიტული "კათალიკოსი" ( καθολικός). 354 წლიდან მე-12 საუკუნემდე სომხური ეკლესიის წინამძღვარნი "დიდი სომხეთის კათალიკოსის" ტიტულს ატარებდნენ.

***

წმ.გრიგოლ პართელის ეპისკოპოსად კურთხევა კესარია-კაპადოკიის მიტროპოლიტის ლეონტის მიერ მოხდა 314/315 წლებში. ამის შემდეგ წმ.გრიგორის ანდერძის მიხედვით სომხური ეკლესიის ეპისკოპოტი კესარია კაპადოკიაში იკურთხებოდა. ეს წესი ვალარშაფათის 366 წლის კრებაზე დაირღვა პრო-ირანულად განწყობილი მეფის პაპის დროს, როდესაც კათალიკოსთა შერჩევა და კურთხევის წესი  უკვე სომხეთში  დამკვიდრდა.

***
მოგვიანებით ჩამოყალიბდა ავანის, აჰ-თამარის და კილიკიის საკათალიკოსოები.
დღეს ეჩმიაძინის საკათალიკოსოს გარდა, არსებობს "უმრწემესი" კილიკიის სახლის  საკათალიკოსო" ახლო აღმოსავლეთში.

***
სომხური კათოლიკური ეკლესიის (სომხური წესის) წინამძღვარის კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს.




სელევკია-ქტესიფონის საკათალიკოსო - 424 წ


410 წელს ქალაქ სელევკია-ქტესიფონში შედგა აღმოსავლეთის სამოციქულო ეკლესიის კრება. ეკლესიის საჭეთმპქრობელს "დიდი მიტროპოლიტის და მთავარეპისკოპოსის" ტიტული მიენიჭა.

ხოლო 424 წელს ჩატარებულ კრებაზე, სელევკია-ქტესიფონის საყდარმა აღმოსავლეთის ეკლესია წმ.პეტრეს საყდარს გაუთანაბრა და მის წინამძღოლს "კათალიკოსის" ტიტული უბოძა.


წმინდა ქალაქის მცხეთის საკათალიკოსო - 466-74 წ

საქართველოში საკათალიკოსოს შემოღება დაკავშირებულია მეფე ვახტნაგ I გორგასლის სახელთან. მეფე დაუპირისპირდა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს მთავარეპისკოპოსს მიქაელს, რამაც  მეფეს ალტერნატიული "სინოდის" ჩამოაყალიბისთვის უბიძგა.
ქართული ეკლესიის ეპისკოპოტის და კათალიკოსის კურთხევა ანტიოქიაში პატრიარქის პეტრე ფულონის დროს მოხდა.

შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აგრეთვე არსებობდა "ბიჭვინთის ანუ აფხაზეთის საკათალიკოსო".


ჭოლის/პარტავის/ყაბალის საკათალიკოსო - 591 წ.

ალვანეთის სამოქიცულო ეკლესია - მე-5 საუკუნის ბოლოსათვის ალვანეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელი მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა კათედრით ქ.პარტავში. ის სომხურ ეკლესიასთან მჭიდრო კანონიკურ ურთიერთობაში იყო.ალვანეთის ეპისკოპატი სიმხეთში იკურთხებოდა.

***

რომეების იმპერატორ მავრიკიუსის ლაშქრობების დროს. როდესაც სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი რომის იმპერიის ჯარებმა დაიკავეს, ალვანეთის ეპისკოპოტმა თავად აირჩია მთავარეპისკოპოსი აბასი პირველ კათალიკოსად გამოაცხადა.



341 წლის ანტიოქიის ადგილობრივი კრება


კრება შედგა ქ.ანტიოქიაში. მიიღო 25 კანონი. ის გაიხსნა როგორც მსოფლიო კრება, თუმცა რომის საყდრის წინააღმდეგობის გამო, მან "ადგილობრივი კრების" დატვირთვა შეიძინა.

კრება 4 სესიად ჩატარდა - 339წ, 340წ, 341წ და 342 წელს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე სესიად გახლდათ.

ხელმძღვანელობდა - ევსევი ნიკოდიმიელი
მონაწილეები : იაკობ ნისიბიელი, დიანიუსი კაპადოკია-კესარიელი, ევსევი ნიკოდიმიელი და თეოგნის ნიკეელი - არიოზის მიმდევრები. და სხვები


* კრებამ  გადაყენებულად გამოაცხადა  ალექსანდრიის  საყდრიდან წმ.ათანასე და მის მაგიერ გიორგი კაპადოკიელი აირჩია.

*კრებამ დაუშვა სარწმუნოების სიმბოლოს 4 ვარიანტის გამოყენება. (ნიკეის სიმბოლოს გარდა, კიდევ 3 ვარიანტის)

კრებას ჰქონდა "ნახევრად არიანული" ხასიათი, თუმცა მისი კანონიკური მხარე სრული ავტორიტეტით სარგებლობს წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში. წმინდა ილარიუს პიქტავიელი ამ კრებას «synodus sanctorum» უწოდებს. აგრეთვე მე-4 მსოფლიო კრებაც - ქალკედონის კრება , ამ კრების კანონებს წმინდა მამათა კანონებად მოიხსენიებს.







ჩვენთვის საინტერესო დადგენილებებია -

* ვალდებულება ნიკეის კრების დადგენილებების შესრულებისა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ანუ ქრისტიანებს სასტიკად აეკრძალათ იუდევლებთან ერთად აღდგომის აღნიშვნა. იგულისხმება იუდეური კალენდრით ხელმძღვანელობა აღდგომის დღის ათვლის დროს.

* მღვდლებს და დიაკვნეს სჯის ეპარქიის ეპისკოპოსი, ეპისკოპოსს - კრება. ბრალდებულ მღვდელს ან დიაკვანს აპელაციით შეუძლია მიმართოს ოლქის მიტროპოლიტს.

* მე-10 კანონის მიხედვით ქორეპისკოპოსებს  მედავითნეების, შემფუცველების, მგალობლების  და იპოდიაკვნების კურთხევის უფლება აქვთ. ხოლო დიაკვნების და მღვდლების კურთხევის უფლება მხოლოდ ეპარქიის ეპისკოპოსის ნებართვით.

* ქორესპისკოპოსს კი ეპარქიის ეპისკოპოსი აკურთხებს.

* მღვდელს, დიაკონს ან ეპისკოპოსს ოლქის მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე ეკრძალებათ მონარქთან მისვლა.

* ის კრებაა სრულყოფილი, რომელშიც ოლქის მიტროპოლიტი მონაწილეობს.(მე-16 კანონი)
* დიაკვნის და მღვდლის ხელდასხმა ერთი ეპისკოპოსის მიერ ხდება, ეპისკოპოსის - 2-3 ეპისკოპოსის მიერ. პირის საეპისკოპოსოდ შერჩევა კი კრებაზე ხდება, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს.




269 წლის ანტიოქიის ადგილობრივი კრება



269 წლის კრებას კიდევ ორი კრება უსწრებდა წინ ს  264 და 266 წ.წ.) ქალაქ ანტიოქიაში. სამივე შემთხვევაში ისინი ეხებოდა ერესიარქის პავლე სამოსატელის სწავლების დაგმობას და პავლეს ანტიოქიის ეპისკოპოსის კათედრიდან გადაყენებას.

პავლე სამოსატელი საბოლოოდ 269 წლის კრებამ გადააყენა და მისი სწავლება დაგმო. კრებაში 70-80 მცირე აზიის და სირია-პალესტინის ეპისკოპოსი მონაწილეობდა.

კრებას ელენ თარსელი ხელმძღვანელობდა. მონაწილეობდნენ ანატოლი ლაოდიკიელი, იმენეი იურასალიმელი და სხვ.მთავარი ბრალმდებელი მღვდელი მალქიონ ანტიოქიელი იყო.

ამ კრებაზე -

* დაიგმო პავლე სამოსატელის სწავლება  - მონარქიანელობა, რომლის მიხედვით ღმერთს ჰქონდა მხოლოდ ერთი ჰიპოსტასი, ძე ღვთისა არ განხორციელდა ზეციდან,  იესო ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელშიც ლოგოსი ჩაესახა.

* არჩეულ იქნა ანტიოქიის ახალი ეპისკოპოსი - დომნა
* აღნიშნული გადაწყვეტილებები ეუწყათ რომის და ალექსანდრიის პაპებს.



315 წლის ნეოკესარიის ადგილობრივი კრება


ამ კრებას ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი ვიტალი ხელმძღვანელობდა. კრება შეეხებო ორსულთა ნათლობის და სხვა საკითხებს. მიიღო 15 კანონი.


ჩვენთვის საინტერესოა მე-13, მე-14 და მე-15 კანონები.

მე-13 კანონის მიხედვით სოფლის მღვდლებს აეკრძალათ მსახურება ქალაქის ეკლესიაში ეპისკოპოსის ან ქალაქის პრესპიტერის თანდასწრებით.

***

მე-14 კანონის მიხედვით, ქორეპისკოპოსები 70 მოციქულის "სახებად" არიან დაყენებულნი, როგორც ეპისკოპოსის თანამსახურნი და ქალაქის ეკლესიაში მათი მღვდელმსახურება დასაშვებია.

***

მე-15 კანონის მიხედვით, დიდ ქალაქში 7 დიაკვანი უნდა იყოს მაინც.(მოციქულთა საქმის წიგნის მიხედვით).

Thursday, 9 February 2017

314 წლის ანკირის ადგილობრივი კრება


კრება ჩატარდა გალატიის სამიტროპოლიტოს ცენტრში ქ.ანკირში. ამ კრებაზე სირიის და მცირე აზიის ეპისკოპოტი შეიკრიბა. კრებას ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი ვიტალი ხელმძღვანელობდა. კრებამ 25 კანონი მიიღო.


კრებამ უამრავ საკითხს შეეხო, როგორიცაა მონანულებისთვის ეპიტიპიის ვადების დადგენა და სხვა. ჩემთვის საინტერესოა რამოდენიმე პასაჟი:

***

ამ კრებამ აუკრძალა სასულიერო პირებს ქორწინება. ამ წესის დამრღვევებს აუკრძალა მღდელმსახურება.

***

ქორეპისკოპოსებს აეკრძალათ მღვდლების და დიაკვნების კურთხევა  ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე.* (კანონი 13)


***


მონაწილეობდა 18 მღვდელმთავარი. მათ შორის აგრიკოლაი და ლეონტი კესარია კაპადოლიეკები.

ხელმომწერები არიან ვიტალი ანტიოქიელი; აგრიკოლაი კესარია-კაპადოკიელი; მარკელ ანკირელი; ლუპუს თარსელი; ბასილი ამასიელი და სხვები.


* ქორეპისკოპოსი - სოფლის ეპისკოპოსს ნიშნავს.


Wednesday, 8 February 2017

კაპადოკიის კესარიის მთავარეპისკოპოსნი






1. ფირმილიანი 230-268  წ.წ.

2. აგრიკოლაი კესარიელი -314წ.წ.
3. ლეონტი კესარიელი 314-325წ.წ.
4.დიანი კესარიელი 350-ანი წ.წ.
5. ევსევი კესარიელი 360-ანი წ.წ.
6.ბასილი დიდი კესარიელი 370-379 წ.წ.
7.ელადი
8.თალასი, პროკლე კონსტანტინეპოლელის მიერ იკურთხა და დაინიშნა

Tuesday, 7 February 2017

ღვთაებრივი დიონისე ღმერთის შეცნობაზე


ღვთაებრივი დიონისეს მიხედვით, ღმერთი  არც მგრძნობელობითს და არც გონებრივს სფეროს ეკუთვნის, არც არსობრივს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე ღმერთს მისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ შევიცნობთ, არამედ ყოველგვარი  არსებულის  წყობიდან, ვინაიდან ყველააფერი ხომ ღმერთის შემოქმედებაა. მის შემოქმედებაში კი  არის გარკვეული ხატება და მსგავსება მისი წინახატებისა. ასე რომ დიონისეს მიხედვით, ღმერთს შევიცნობთ როგორც ყველაფერში, ისე ყველაფრის მიღმა.

პრინციპში დიონისე არეოპაგელი, ღმერთის შეცნობის ორ გზაზე საუბრობს -

უარყოფით ანუ აპოფატურ მეთოდზე, ყველაფრის უარყოფისა, ანუ როდესაც ღმერთის დახასიათებისას ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი ის არ არის.

და კატაფატურ მეთოდზე - ანუ დადებით მეთოდოლგიაზე ღმერთის შეცნობისა.

ლათინურ თეოლოგიაში ( განსაკუთრებით თომა აქვინელის სწავლებაში) აქტიურად გამოიყენება კატაფატური მეთოდი, აღმოსავლურში- მეტწილად აპოფატური მეთოდი.

აღსანიშნავია რომ დიონისეს ავტორიტად გამოიყენება უკლევლივ ყველა ტრადიციის მქონე ეკლესიებში.. ლათონი თომა აქვინელის და ბიზანტიელი გრიგორი პალამას ტრაქტატებში, სომხურ, ქალდეურ და სირიულ თეოლოგიურ თქზულებებში.

(ღვთაებრივი სახელების შესახებ)

Saturday, 4 February 2017

ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი ეპისკოპოსის კურთხევასთან დაკავშირებით



ნიკეის მსოფლიო კრების კანონების მიხედვით, ეპისკოპოსის გამორჩევა ეკლესიური ოლქის ყველა ეპისკოპოსის მიერ უნდა მოხდეს, ხოლო იმ შემთხევავაში თუკი ყველა ეპისკოპოსის შეკრებაზე დასწრება შეუძლებელია, ამა თუ იმ ეპისკოპოსის კანდიდატურის შერჩევაზე თავისი აზრის  დაფიქსირება წერილობითი სიგელითაა შესაძლებელი. ოლქის ეპისკოპატის  პოზიციას ბოლო ეკლესიოური ოლქის მიტროპოლიტი ამტკიცებს.

ეპისკოპოსის ქიროტონია კი სამი ეპისკოპოსის მიერ ხდება, როგორც ეს მოციქულთა კანონშია დადგენილი. ამ სამიდან ერთერთი ოლქის მიტროპოლიტი უნდა იყოს.. (კანონისტი ზონარას მიხედვით).

კანონისტი არისტენის მიხედვით, ეპისკოპოსის შერჩევა 3 ეპისკოპოსის მიერ უნდა მოხდეს, როგორც მინიმუმ, დანარჩენმა ეპისკოპოსები (ვინც ვერ დაესწრო შერჩევის პროცესს) წეროლობით  აფიქსირებენ თავის აზრს. შერჩევის შედეგს ამტკიცებს ოლქის მიტროპოლიტი.

ხოლო ეპისკოპოსის ქიროტონია ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ ხდება მოციქულთა კანონის მიხედვით. ერთერთი სამ ეპისკოპოსთაგან არის ოლქის მიტროპოლიტი.

თუკი ეპისკოპოსის შერჩევა და ხელსასხმა მიტროპოლიტის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, აღნიშნული შერჩევა და კურთხევა კანონგარეშეა.

ეპისკოპოსის შერჩევისას სამი ეპისკოპოსის უარყოფითი ხმა კრების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს.

Friday, 3 February 2017

მე-7 საუკუნეში ევქარისტული კავშირი სელევკია-ქტესიფონის საყდართან?


სპარსეთის დედოფლმა ბორანმა გადაწყვიტა რა რომის იმპერატორ ჰერაკლესთან მშვიდობის მიღწევა და 630 წელს დიპლომატიური ელჩობა გაუგზავნა იმპერატორს. ამ დელეგაციის შემადგენლობაში აღმოსავლეთის ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი იშოიაჰბ II და მისი თანხლები მიტროპოლიტები შედიოდნენ. შეხვედრა ქალაქ ალეპოში გაიმართა. მოლაპარაკებები ზავის საკითხების გარდა, სარწმუნოებრივ საკითხებსაც შეეხო. კათალიკოზმა იშოიაჰბ II თავისი მრწამსი განუმარტა შეკრებილებს. მოლაპარაკება საინტერესო დასასრულით დაგვირგვინდა.

კათალიკოზ იშოიაჰბ II  დართეს ნება ჩაეტარებინა ქალდეურ-სპარსული წესის ლიტურღია ქ.ალეპოში, რომელსაც  ბიზანტიის ეპისკოპატი და იმპერატორი ჰერაკლე დაესწრნენ. იმპერატორი ჰერაკლე კათალიკოზ იშოიაჰბ II  ხელიდან ეზიარა.

***

(THE CHURCH OF THE EAST A concise history Wilhelm Baum and Dietmar W. Winkler)

Thursday, 2 February 2017

ქალდეურ- სპარსული პენტარქიის თეორია



 
რომის იმპერიის ეკლესიაში ნიკეის 325 წლის მსოფლიო კრების შემდეგ დამკვიდრდა ეკლესიის ტრიარქიული მმართველობა - რომი, ალექსანდრია და ანტიოქია, როგორც მოციქულთა თავის პეტრეს მოღვაწეობასთან დაკავშირებული საყდრებისა -

1. რომი, როგორც დასავლეთის ცენტრი, სადაც წმ.პეტრე  მოწამეობრივად აღესრულა. ზუსტად ამიტომაც რომი მიიჩნევა  უნივერსალური ეკლესიის ცენტრად.
2. ალექსანრდია - იმპერიაში სიდიდით მეორე ქალაქი, წმ.პეტრეს მოწაფის  - მარკოზ მახარებლის მიერ დაფუძნებული.
3. ანტიოქია - აღმოსავლეთის ცენტრი, აგრეთვე წმ.პეტრეს მიერ დაფუძნებული კათედრით.

უკვე  V საუკუნეში ტრიარქია ანუ სამთა მმართველობა გადაიქცა პენტარქიად - ხუთთა მმართველობად.

ზემოთ დასახელებულ სამ სამოციქულო საყდარს დაემატა  -

4. (2) კონსტანტინეპოლის საყდარი - ახალი რომის, რომელმაც დიპტიქში მეორე საპატიო ადგილი დაიკავა.

5. ანტიოქიას გამოეყო იურუსალიმი, სადაც ყველაზე ძველი ქრისტიანული თემი არსებობდა და პირველი ქრისტიანი ეპისკოპოსი წმ.იაკობ ძმა უფლისა.

რაც შეეხება სასანიდური ირანის - აღმოსავლეთის ეკლესიას, ამ ეკლესიასაც თავისებური "პენტარქია" წარმოედგინა.

კათალიკოსს იშოიაჰბ I არზუნელმა (582-96წწ)  აღმოსავლეთის ეკლესიას თეოლოგიური საფუძვლები  დაუდგინა.
პატრიარქი იერარქიულად გაუთანაბრდა მოციქულთა თავებს პეტრეს და პავლეს.

აღმოსავლეთის ეკლესიაში მიჩნეულია რომ სული წმინდამ დასავლეთში 4 პატრიარქს, და აღმოსავლეთში - 1 უბოძა პატრიარქობა.

"ქალდეურ-სპარსული ვერსიით" პენტარქიაში შედის შემდეგი საპატრიარქო სამოციქულო საყდარი :

1. რომი
2. კონსტანტინეპოლი
3. ალექსანდრია
4.ანტიოქია
5.სელევკია-ქტესიფონი



ამ ვერსიით იურასალიმის საპატრიარქო არ შედის "პენტარქიაში". ვინაიდან იურასალიმის ანტიოქიისგან გამოყოფა ქალკედონის მეოტხე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რასაც სელევკია-ქტესიფონი არ აღიარებს.
 ცნობილი სირიელი კანონისტი იბნ ათ-თაიაიბი აგრეთვე სელევკიის (ალ-მაიდანის) საყდარს მეხუთე საპატრიარქო საყდრად მიიჩნევს.





აღმოსავლეთის ეკლესია და ნესტორიელობა



აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის ეკლესიამ ეფესოში ჩატარებული 431 წელს მსოფლიო კრება არც მიიღო და არც დაგმო, ვინაიდან ის რომის იმპერიის შიდა - ადგილობრივ კრებად მიაჩნდა.

რაც შეეხება ქალკედონის კრებას, ჩატარებულს 451 წელს, არც ეს კრება მიიღო ან დაგმო  ამ ეკლესიამ. თუმცა ამ კრებაზე მიღებული ზოგიერთი პრაქტიკა შემოიღო 543 წლის აბას კრებაზე მიღემული გადაწყვეტილებით. ქალკედონის კრებაზე დიოფიზიტური ქრისტოლოგიის დოგმატიზაციას და იბას ედესელის რეაბილიტაციას რა თქმა უნდა დადებითი როლი უნდა ეთამაშა ამ კრებისადმი აღმოსავლეთის ეკლესიის დამოკიდებულებაზე.

სელევკია-ქტესიფონის ეკლესიის V-VI საუკუნის კრებებში ხშირად  იხსენიებოდა ''დიდი ეგზეგეტის'' დიოდორე თარსელის მოსწავლის, წმინდა იოანე ოქროპირის ''კურსელის' თეოდორე მოფსუესტიელის სახელი, და არასდროს იხსენებოდა ეფესოს პირველ კრებასზე გაკვეთი ნესტორი კონსტანტინეპოლელი.

ნესტორის სახელმა აღმოსავლეთის ეკლესიის კრებების აქტებში პირველად მხოლოდ 680 წელს გაიჟღერა.

 ნესტორზე პირველად წერს ასური პოეტი-თეოლოგი ნარსაი ჰომილიებში ''სამი დიდი დოქტორის'' შესახებ.(იგულისხმება დიოდორ თარსელი, თეოდორე მოფსუესტიელი, ნესტორი კონსტანტინეპოლელი). ნარსაისთვის ნესტორი მსხვერპლი და ანტიოქიური ქრისტოლოგიისთვის წამებული იყო. აქედან გამომდინარე, მკვლევარ დიეტმარ ვ.ვინკლერს მიაჩნია თუ რამდენად სწორია  ამ ეკლესიის "ნესტორიულ" ეკლესიად მოხსენიება, როდესაც ნესტორი კონსტანტინეპოლელს არავითარი გავლენა არ მოუხდენია ამ ეკლესიის სწავლებაზე.

ეს ეკლესია პართიული და სასანიდური იმპერიების პერიოდში ნესტორის გარეშე არსებობდა და თვითმყოფადი ეკლესიის ყველა ნიშანს ფლობდა.

ჩემის აზრით, ქალდეურ-სპარსული წესის ეკლესიებს უპრიანია დიოფიზიტური ვუწოდოთ, და არა ნესტორიული.

Wednesday, 1 February 2017

მარკაბთას 424 წლის კრება


ამ კრებას წინ უძღოდა ქრისტიანთა დევნა სპარსეთში და აღმოსავლეთის ეკლესიის დიდი მიტროპოლიტის დადიშოს პატიმრობა.

კრება "დასავლელი" ეპისკოპოსების გარეშე ჩატარდა.

ამ კრებამ უარი სთქვა "აპელაციის" უფლების გამოყენებაზე "დასავლური" ეკლესიის მიმართ.

კრებამ დაადგინა:

1. დიდ მიტროპოლიტს მიანიჭა კათალიკოსის ტიტული და სელევკია-ქტესიფონის საყდარი  წმინდა მოციქულთა თავის პეტრეს საყდრის ტოლად გამოაცხადა.
2. ეკლესიის ეპისკოპატს აეკრძალა დასავლური ეკლესიების პრიმატებისთვის აპელაციით მიმართვა (ანტიოქია, რომი).





სელევკია-ქტესიფონის 420 წლის კრება



420 წლის კრება "დიდი მიტროპოლიტის" იაჰბალაჰა I დროს ჩატარდა. ამ კრებასაც ეწრებოდა წარმომადგენელი "დასავლური" ეკლესიიდან, ამ შემთხვევაში აკაკიუსი, ამიდის ეპისკოპოსი.

კრებამ "დიდი მიტროპოლიტის" პრიმატი მთელს სპარსულ იმპერიაში დაადასტურა.

დაადასტურა :

1.410 წლის კრების დადგენილები
2. ნიკეის მსოფლიო კრების, ანკირის (314წ) , ლაოდიკიის (365წ), ნეოკესარიის (325წ), განგრის (343წ), ანტიოქიის  (341წ)  ადგილობრივი კრებების მოქმედების ვალიდურობა.

შეიძლება ვსთქვათ, რომ არც 410 წლის და არც 420 წლის კრებებზე, სელევკია-ქტესიფონის საყდრის "დასავლეთის" ეპისკოპატზე დამოკიდულება- იურისდიქციული დაქვემდებარება არ შეიმჩნევა.

ამ კრების ხელმომწერებში ნახსენებია "გურზანის" ეპისკოპოსიც.  არის თუ არა ეს "გურზანის" ეპისკოპოსი  წმინდა მცხეთის საყდრის წარმომადგენელი ღიად რჩება.

მოციქულთა მისიონერობა აღმოსავლეთში




სირიული ისტორიული წყაროების  და გადმოცემით, აღმოსავლეთში ქრისტიანობა უქადაგია როგორც  ათორმეტ მოცოქულთაგან წმინდა თომა ურწმუნოს, ხოლო ასამოცდაათთაგან მოციქულებს ადაის, მარის და აჰჰაის.

ადაიმა და მისმა მოწაფეებმა  ქრისტიანობა იქადაგეს ნისიბიაში, ედესასა და ბაბილონში, შემდეგ კი მიდიაში, ჰუზისტანსა და ინდოეთის საზღვრამდე.

რაც შეეხება წმ.თომა მოციქულს, მე-11 საუკუნის კანონისტი იბნ ეთ-თაიიბი, თომას ქადაგების არეალად "გოგის და მაგოგის" რეგიონს მიიჩნევს, რომელშიც ინდოეთი და ჩინეთი მოიაზრება. მაგრამ თომა მოციქულის საფლავი ქ.ედესაშია, რის გამოც ედესას სამოციქულო ქალაქის სტატუსი ენიჭება.

მარი მოციქულს მიეწერობა  სელევკია-ქტესიფონის სამღვდელმთავრო კათედრის ჩამოყალიბება.

გადმოცემა ედესის მეფე აბგარის და მაცხოვრის მიმოწერის შესახებ ძალიან პოპულარულია აღმოსავლურ სირიულ სასულიერო მწერლობაში.

ღვთაებრივი დიონისე ბოროტებაზე



დიონისე არეოპაგელის მიხედვით, ბოროტებას არც არსი და არც ბუნება აქვს. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა.ბოროტება სიკეთის გამო არსებობს. მას თავისი საწყისი არ აქვს, მისი საწყისი სიკეთეა. მისი არსებობა შემტხვევითობას უნდა მივაწეროთ.

***

მატერიაში ბოროტება არ არის. ეს არის სიბნელე, უგუნობა, უმეცრება, უკმარისობა..

დემონისთვის ბოროტება არის მადლის ვერ ხედვა, ადამიანის სულისთვის უგუნურობა, სხეულისთვის - ბუნების საწინააღმდეგოდ ყოფნა.