აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის ეკლესიამ ეფესოში ჩატარებული 431 წელს მსოფლიო კრება არც მიიღო და არც დაგმო, ვინაიდან ის რომის იმპერიის შიდა - ადგილობრივ კრებად მიაჩნდა.
რაც შეეხება ქალკედონის კრებას, ჩატარებულს 451 წელს, არც ეს კრება მიიღო ან დაგმო ამ ეკლესიამ. თუმცა ამ კრებაზე მიღებული ზოგიერთი პრაქტიკა შემოიღო 543 წლის აბას კრებაზე მიღემული გადაწყვეტილებით. ქალკედონის კრებაზე დიოფიზიტური ქრისტოლოგიის დოგმატიზაციას და იბას ედესელის რეაბილიტაციას რა თქმა უნდა დადებითი როლი უნდა ეთამაშა ამ კრებისადმი აღმოსავლეთის ეკლესიის დამოკიდებულებაზე.
სელევკია-ქტესიფონის ეკლესიის V-VI საუკუნის კრებებში ხშირად იხსენიებოდა ''დიდი ეგზეგეტის'' დიოდორე თარსელის მოსწავლის, წმინდა იოანე ოქროპირის ''კურსელის' თეოდორე მოფსუესტიელის სახელი, და არასდროს იხსენებოდა ეფესოს პირველ კრებასზე გაკვეთი ნესტორი კონსტანტინეპოლელი.
ნესტორის სახელმა აღმოსავლეთის ეკლესიის კრებების აქტებში პირველად მხოლოდ 680 წელს გაიჟღერა.
ნესტორზე პირველად წერს ასური პოეტი-თეოლოგი ნარსაი ჰომილიებში ''სამი დიდი დოქტორის'' შესახებ.(იგულისხმება დიოდორ თარსელი, თეოდორე მოფსუესტიელი, ნესტორი კონსტანტინეპოლელი). ნარსაისთვის ნესტორი მსხვერპლი და ანტიოქიური ქრისტოლოგიისთვის წამებული იყო. აქედან გამომდინარე, მკვლევარ დიეტმარ ვ.ვინკლერს მიაჩნია თუ რამდენად სწორია ამ ეკლესიის "ნესტორიულ" ეკლესიად მოხსენიება, როდესაც ნესტორი კონსტანტინეპოლელს არავითარი გავლენა არ მოუხდენია ამ ეკლესიის სწავლებაზე.
ეს ეკლესია პართიული და სასანიდური იმპერიების პერიოდში ნესტორის გარეშე არსებობდა და თვითმყოფადი ეკლესიის ყველა ნიშანს ფლობდა.
ჩემის აზრით, ქალდეურ-სპარსული წესის ეკლესიებს უპრიანია დიოფიზიტური ვუწოდოთ, და არა ნესტორიული.
No comments:
Post a Comment