ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Friday, 10 February 2017

ძველი საკათალიკოსოები



ეჩმიაძინის საკათალიკოსო - 354 წ.


354 წელს ქ.აშტიშატში  სომხური სამოციქულო ეკლესიის პირველი კრება ჩატარდა. კრებამ დაგმო ერში გავრცელებული  წარმართული ჩვეულებები, არიოზის წვალება, აღიარა ნიკეის I მსოფლიო კრება (325წ). ზუსტად ამ კრების შემდეგ სომხური ეკლესიი მთავარეპისკოპოსს მიენიჭა ტიტული "კათალიკოსი" ( καθολικός). 354 წლიდან მე-12 საუკუნემდე სომხური ეკლესიის წინამძღვარნი "დიდი სომხეთის კათალიკოსის" ტიტულს ატარებდნენ.

***

წმ.გრიგოლ პართელის ეპისკოპოსად კურთხევა კესარია-კაპადოკიის მიტროპოლიტის ლეონტის მიერ მოხდა 314/315 წლებში. ამის შემდეგ წმ.გრიგორის ანდერძის მიხედვით სომხური ეკლესიის ეპისკოპოტი კესარია კაპადოკიაში იკურთხებოდა. ეს წესი ვალარშაფათის 366 წლის კრებაზე დაირღვა პრო-ირანულად განწყობილი მეფის პაპის დროს, როდესაც კათალიკოსთა შერჩევა და კურთხევის წესი  უკვე სომხეთში  დამკვიდრდა.

***
მოგვიანებით ჩამოყალიბდა ავანის, აჰ-თამარის და კილიკიის საკათალიკოსოები.
დღეს ეჩმიაძინის საკათალიკოსოს გარდა, არსებობს "უმრწემესი" კილიკიის სახლის  საკათალიკოსო" ახლო აღმოსავლეთში.

***
სომხური კათოლიკური ეკლესიის (სომხური წესის) წინამძღვარის კათალიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებს.




სელევკია-ქტესიფონის საკათალიკოსო - 424 წ


410 წელს ქალაქ სელევკია-ქტესიფონში შედგა აღმოსავლეთის სამოციქულო ეკლესიის კრება. ეკლესიის საჭეთმპქრობელს "დიდი მიტროპოლიტის და მთავარეპისკოპოსის" ტიტული მიენიჭა.

ხოლო 424 წელს ჩატარებულ კრებაზე, სელევკია-ქტესიფონის საყდარმა აღმოსავლეთის ეკლესია წმ.პეტრეს საყდარს გაუთანაბრა და მის წინამძღოლს "კათალიკოსის" ტიტული უბოძა.


წმინდა ქალაქის მცხეთის საკათალიკოსო - 466-74 წ

საქართველოში საკათალიკოსოს შემოღება დაკავშირებულია მეფე ვახტნაგ I გორგასლის სახელთან. მეფე დაუპირისპირდა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს მთავარეპისკოპოსს მიქაელს, რამაც  მეფეს ალტერნატიული "სინოდის" ჩამოაყალიბისთვის უბიძგა.
ქართული ეკლესიის ეპისკოპოტის და კათალიკოსის კურთხევა ანტიოქიაში პატრიარქის პეტრე ფულონის დროს მოხდა.

შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აგრეთვე არსებობდა "ბიჭვინთის ანუ აფხაზეთის საკათალიკოსო".


ჭოლის/პარტავის/ყაბალის საკათალიკოსო - 591 წ.

ალვანეთის სამოქიცულო ეკლესია - მე-5 საუკუნის ბოლოსათვის ალვანეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელი მთავარეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა კათედრით ქ.პარტავში. ის სომხურ ეკლესიასთან მჭიდრო კანონიკურ ურთიერთობაში იყო.ალვანეთის ეპისკოპატი სიმხეთში იკურთხებოდა.

***

რომეების იმპერატორ მავრიკიუსის ლაშქრობების დროს. როდესაც სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი რომის იმპერიის ჯარებმა დაიკავეს, ალვანეთის ეპისკოპოტმა თავად აირჩია მთავარეპისკოპოსი აბასი პირველ კათალიკოსად გამოაცხადა.



No comments:

Post a Comment