ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Saturday, 4 February 2017

ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი ეპისკოპოსის კურთხევასთან დაკავშირებით



ნიკეის მსოფლიო კრების კანონების მიხედვით, ეპისკოპოსის გამორჩევა ეკლესიური ოლქის ყველა ეპისკოპოსის მიერ უნდა მოხდეს, ხოლო იმ შემთხევავაში თუკი ყველა ეპისკოპოსის შეკრებაზე დასწრება შეუძლებელია, ამა თუ იმ ეპისკოპოსის კანდიდატურის შერჩევაზე თავისი აზრის  დაფიქსირება წერილობითი სიგელითაა შესაძლებელი. ოლქის ეპისკოპატის  პოზიციას ბოლო ეკლესიოური ოლქის მიტროპოლიტი ამტკიცებს.

ეპისკოპოსის ქიროტონია კი სამი ეპისკოპოსის მიერ ხდება, როგორც ეს მოციქულთა კანონშია დადგენილი. ამ სამიდან ერთერთი ოლქის მიტროპოლიტი უნდა იყოს.. (კანონისტი ზონარას მიხედვით).

კანონისტი არისტენის მიხედვით, ეპისკოპოსის შერჩევა 3 ეპისკოპოსის მიერ უნდა მოხდეს, როგორც მინიმუმ, დანარჩენმა ეპისკოპოსები (ვინც ვერ დაესწრო შერჩევის პროცესს) წეროლობით  აფიქსირებენ თავის აზრს. შერჩევის შედეგს ამტკიცებს ოლქის მიტროპოლიტი.

ხოლო ეპისკოპოსის ქიროტონია ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ ხდება მოციქულთა კანონის მიხედვით. ერთერთი სამ ეპისკოპოსთაგან არის ოლქის მიტროპოლიტი.

თუკი ეპისკოპოსის შერჩევა და ხელსასხმა მიტროპოლიტის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, აღნიშნული შერჩევა და კურთხევა კანონგარეშეა.

ეპისკოპოსის შერჩევისას სამი ეპისკოპოსის უარყოფითი ხმა კრების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს.

No comments:

Post a Comment