კრება ჩატარდა სერდიკში იმპერატორების კონსტანტის და კონსტანცი II ინიციატივით. მონაწილეობდა 94 ეპისკოპოსო დავალეთიდან და 76 ეპისკოპოსი აღმოსავლეთის რომის იმპერიიდან.
კრებას ოსია კორდოველი ხელმძღვანელობდა.
კრებამ არიოზის ერესი დაგმო და მიიღო 20 კანონი.
ჩვენთვის საინტერესოა შემდეგი საკითხები :
* მე-5 კანონით რომის საყდარს სააპელაციო ინსტანციის სტატუსი მიენიჭა. ანუ გადაყენებულ ეპისკოპოსებს უფლება უძლევათ თავისი გადაყენება კათედრიდან გააპროტესტონ რომში. ასეთი უფლებით ისარგებლა მრავალმა ცნობილმა ეპისკოპოსმა -
თეოდორიტე კვირინელმა, რომელიც ავაზაკთა კრებამ გადააყენა თავისი კათედრიდან, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეგნატემ , როდესაც მისი კათედრა უკანონოდ იმპერატორის რჩეულმა - ფოტიმ დაიკავა და სხვა.
* ეპისკოპოსად კურთხევამდე პრეტენდენტმა უნდა გაიაროს მედავითნის, დიაკვნის, მღვდლის მსახურება. (მე-10 კანონი)
* ერისკაცი 3 კვირის მანძილზე ერთხელ მაიც უნდა დაესწროს საკრებულოს.არასაპატიო მიზეზით უნდა გააცდინა, განკვეთა ემუქრება.
No comments:
Post a Comment