269 წლის კრებას კიდევ ორი კრება უსწრებდა წინ ს 264 და 266 წ.წ.) ქალაქ ანტიოქიაში. სამივე შემთხვევაში ისინი ეხებოდა ერესიარქის პავლე სამოსატელის სწავლების დაგმობას და პავლეს ანტიოქიის ეპისკოპოსის კათედრიდან გადაყენებას.
პავლე სამოსატელი საბოლოოდ 269 წლის კრებამ გადააყენა და მისი სწავლება დაგმო. კრებაში 70-80 მცირე აზიის და სირია-პალესტინის ეპისკოპოსი მონაწილეობდა.
კრებას ელენ თარსელი ხელმძღვანელობდა. მონაწილეობდნენ ანატოლი ლაოდიკიელი, იმენეი იურასალიმელი და სხვ.მთავარი ბრალმდებელი მღვდელი მალქიონ ანტიოქიელი იყო.
ამ კრებაზე -
* დაიგმო პავლე სამოსატელის სწავლება - მონარქიანელობა, რომლის მიხედვით ღმერთს ჰქონდა მხოლოდ ერთი ჰიპოსტასი, ძე ღვთისა არ განხორციელდა ზეციდან, იესო ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელშიც ლოგოსი ჩაესახა.
* არჩეულ იქნა ანტიოქიის ახალი ეპისკოპოსი - დომნა
* აღნიშნული გადაწყვეტილებები ეუწყათ რომის და ალექსანდრიის პაპებს.
No comments:
Post a Comment