
რომის იმპერიის ეკლესიაში ნიკეის 325 წლის მსოფლიო კრების შემდეგ დამკვიდრდა ეკლესიის ტრიარქიული მმართველობა - რომი, ალექსანდრია და ანტიოქია, როგორც მოციქულთა თავის პეტრეს მოღვაწეობასთან დაკავშირებული საყდრებისა -
1. რომი, როგორც დასავლეთის ცენტრი, სადაც წმ.პეტრე მოწამეობრივად აღესრულა. ზუსტად ამიტომაც რომი მიიჩნევა უნივერსალური ეკლესიის ცენტრად.
2. ალექსანრდია - იმპერიაში სიდიდით მეორე ქალაქი, წმ.პეტრეს მოწაფის - მარკოზ მახარებლის მიერ დაფუძნებული.
3. ანტიოქია - აღმოსავლეთის ცენტრი, აგრეთვე წმ.პეტრეს მიერ დაფუძნებული კათედრით.
უკვე V საუკუნეში ტრიარქია ანუ სამთა მმართველობა გადაიქცა პენტარქიად - ხუთთა მმართველობად.
ზემოთ დასახელებულ სამ სამოციქულო საყდარს დაემატა -
4. (2) კონსტანტინეპოლის საყდარი - ახალი რომის, რომელმაც დიპტიქში მეორე საპატიო ადგილი დაიკავა.
5. ანტიოქიას გამოეყო იურუსალიმი, სადაც ყველაზე ძველი ქრისტიანული თემი არსებობდა და პირველი ქრისტიანი ეპისკოპოსი წმ.იაკობ ძმა უფლისა.
რაც შეეხება სასანიდური ირანის - აღმოსავლეთის ეკლესიას, ამ ეკლესიასაც თავისებური "პენტარქია" წარმოედგინა.
კათალიკოსს იშოიაჰბ I არზუნელმა (582-96წწ) აღმოსავლეთის ეკლესიას თეოლოგიური საფუძვლები დაუდგინა.
პატრიარქი იერარქიულად გაუთანაბრდა მოციქულთა თავებს პეტრეს და პავლეს.
აღმოსავლეთის ეკლესიაში მიჩნეულია რომ სული წმინდამ დასავლეთში 4 პატრიარქს, და აღმოსავლეთში - 1 უბოძა პატრიარქობა.
"ქალდეურ-სპარსული ვერსიით" პენტარქიაში შედის შემდეგი საპატრიარქო სამოციქულო საყდარი :
1. რომი
2. კონსტანტინეპოლი
3. ალექსანდრია
4.ანტიოქია
5.სელევკია-ქტესიფონი
ამ ვერსიით იურასალიმის საპატრიარქო არ შედის "პენტარქიაში". ვინაიდან იურასალიმის ანტიოქიისგან გამოყოფა ქალკედონის მეოტხე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რასაც სელევკია-ქტესიფონი არ აღიარებს.
ცნობილი სირიელი კანონისტი იბნ ათ-თაიაიბი აგრეთვე სელევკიის (ალ-მაიდანის) საყდარს მეხუთე საპატრიარქო საყდრად მიიჩნევს.
No comments:
Post a Comment