კრება შედგა ქ.ანტიოქიაში. მიიღო 25 კანონი. ის გაიხსნა როგორც მსოფლიო კრება, თუმცა რომის საყდრის წინააღმდეგობის გამო, მან "ადგილობრივი კრების" დატვირთვა შეიძინა.
კრება 4 სესიად ჩატარდა - 339წ, 340წ, 341წ და 342 წელს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე სესიად გახლდათ.
ხელმძღვანელობდა - ევსევი ნიკოდიმიელი
მონაწილეები : იაკობ ნისიბიელი, დიანიუსი კაპადოკია-კესარიელი, ევსევი ნიკოდიმიელი და თეოგნის ნიკეელი - არიოზის მიმდევრები. და სხვები
* კრებამ გადაყენებულად გამოაცხადა ალექსანდრიის საყდრიდან წმ.ათანასე და მის მაგიერ გიორგი კაპადოკიელი აირჩია.
*კრებამ დაუშვა სარწმუნოების სიმბოლოს 4 ვარიანტის გამოყენება. (ნიკეის სიმბოლოს გარდა, კიდევ 3 ვარიანტის)
კრებას ჰქონდა "ნახევრად არიანული" ხასიათი, თუმცა მისი კანონიკური მხარე სრული ავტორიტეტით სარგებლობს წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში. წმინდა ილარიუს პიქტავიელი ამ კრებას «synodus sanctorum» უწოდებს. აგრეთვე მე-4 მსოფლიო კრებაც - ქალკედონის კრება , ამ კრების კანონებს წმინდა მამათა კანონებად მოიხსენიებს.
ჩვენთვის საინტერესო დადგენილებებია -
* ვალდებულება ნიკეის კრების დადგენილებების შესრულებისა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ანუ ქრისტიანებს სასტიკად აეკრძალათ იუდევლებთან ერთად აღდგომის აღნიშვნა. იგულისხმება იუდეური კალენდრით ხელმძღვანელობა აღდგომის დღის ათვლის დროს.
* მღვდლებს და დიაკვნეს სჯის ეპარქიის ეპისკოპოსი, ეპისკოპოსს - კრება. ბრალდებულ მღვდელს ან დიაკვანს აპელაციით შეუძლია მიმართოს ოლქის მიტროპოლიტს.
* მე-10 კანონის მიხედვით ქორეპისკოპოსებს მედავითნეების, შემფუცველების, მგალობლების და იპოდიაკვნების კურთხევის უფლება აქვთ. ხოლო დიაკვნების და მღვდლების კურთხევის უფლება მხოლოდ ეპარქიის ეპისკოპოსის ნებართვით.
* ქორესპისკოპოსს კი ეპარქიის ეპისკოპოსი აკურთხებს.
* მღვდელს, დიაკონს ან ეპისკოპოსს ოლქის მიტროპოლიტის ნებართვის გარეშე ეკრძალებათ მონარქთან მისვლა.
* ის კრებაა სრულყოფილი, რომელშიც ოლქის მიტროპოლიტი მონაწილეობს.(მე-16 კანონი)
* დიაკვნის და მღვდლის ხელდასხმა ერთი ეპისკოპოსის მიერ ხდება, ეპისკოპოსის - 2-3 ეპისკოპოსის მიერ. პირის საეპისკოპოსოდ შერჩევა კი კრებაზე ხდება, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს.
No comments:
Post a Comment