ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Tuesday, 31 January 2017

ღვთაებრივი დიონისე სიყვარულზე




ღვთაებრივი დიონისე არეოპაგელისთვის, როდესაც გონება გონებრივი ჭვრეტისთვის გრძნობას იყენებს, მაშინ გონებისთვის უფრო ღირებულია გრძნობისგან იმის შეცნობა, რაც უფრო იოლად შეიცნობა- უფრო აშკარა სიტყვები, მკვეთრი გამოხატულება.

"6. ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ.
8. გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ" (იგავნი, 4:6 4:8)
***
დიონისე ღმერთის ერთერთ სახელად "სიყვარულს" ასახელებს.

***

ცნობისათვის, ნეტარი ავგუსტინე  სიყვარულით ხსნის "ფილიოკვეს " კონცეპციას. ავგუსტინე აზრით, მამას და ძეს შორის არის სული წმინდა - სიყვარული, რომელიც ორივესგან, როგორც ერთარსისგან უჟამოდ გამომავალს.





Monday, 30 January 2017

ქართული ეკლესიის ისტორიული ტიპიკონისთვის

"საქართველოს ეკლესიამ IX-X საუკუნეებში ძველი საღვთისმსახურო ტრადიცია, რომელიც იერუსალიმურ-ანტიოქიური ტიპიკონის სახელითაა ცნობილი, შეცვალა და ბიზანტიურ-კონსტანტინოპოლურ წესზე გადავიდა. რეფორმის მიზანს მსოფლიო ეკლესიასთან სრული თანხმობა წარმოადგენდა, რათა ეს ეკლესია, როგორც ამას მოგვიანებით (XVIII ს.) კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I იტყვის, «არა სხვად მედღე- სასწაულედ» გამოჩენილიყო. აღნიშნულ ეპოქაში იერუსალიმური წარ-მოშობის ლიტურგიკული წიგნები (ჟამისწირვისა და კურთხევათა ტექსტები) აიასოფიის (ე.ი. კონსტანტინოპოლის) ტიპიკონის სტილსა და თარგზე გაწყობილმა კრებულებმა ჩაანაცვლა. ეს დრო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ელინოფილურ ხანადაა ცნობილი, რაც XVII-XVIII საუკუნეებში რუსოფილობამ შეც- ვალა. საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების ქართული ვერსიები სლავურ ვერსიებს მიუსადაგეს. ამ პროცესს დასრულებული სახე დეკ. ალექსი მესხიშვილმა და კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა მისცეს. თანამედროვე საღვთისმსახურო პრაქ- ტიკაშიც ეს რედაქციები გამოიყენება. ამასთანავე, როგორც რუსულ, ისე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებში ლიტურგიის ენად დღემდე ძველი ენები რჩება (სლავური და ძველი ქართული), რადგან ისინი მეტი მადლის მქონე ენებად მიიჩნევა (თუმცა არსებობს განსხვავებული თეორიები და პოზიციები)."

რედაქტორი: ზურაბ კიკნაძე

http://kartvelologybooks.tsu.ge/uploads/book/Religiebi_Saqartveloshi.pdf 


P.S.  ვხედავ პარალელებს.  სომხური წესი  სირიული და ბერძნული (კესარია-კაპადოკიური) ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა. უკვე V საუკუნის შემდეგ სომხური ეკლესიის  ღვთისმსახურებაზე გავლენა იქონია იერუსალიმის  საეკლესიო პრაქტიკამ, IX-XIII საუკუნეებში - კონსტანტინეპოლის ეკლესიამ, ხოლო ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში - რომის ეკლესიის ლათინურმა წეს-ჩვეულებებმა.

კათალიკოსი კირიონი მე-7 საუკუნის დასაწყისში პოლემიკური მიმოწერის დროს თავის სომეხ კოლეგასთან, ტყუილად არ საუბრობს საერთო  "იერუსალიმურისარწმუნეობაზე", რომელიც წმ.გრიგოლ  პართელმა დაგვიტოვა.



წმინდა ზიარება - პური და ღვინო


სხვადასხვა წესის ეკლესიას წმ.ევრაქისტიის სხვადასხვა ჩვეულებით ხელმძღვანელობს.

ამ ჩვეულებებზე  მრავალწლიანი პოლემიკა იმართებოდა დასავლეთის და აღმოსავლეთის, ქალკედონიტური თუ ანტიქალკედონიტური ქრისტოლოგიის მქონე ეკლესიებს შორის.


რომის და კონსტანტინეპოლის საყდრებს შორის  დაპირისპირების მთავარი მიზეზი 1054 წელს ზუსტად ევქარისტიის წესი იყო. ქვემოთ ჩამოვწერ სხვადასხვა ეკლესიების სხვადასხვა ჩვეულებას ზიარებასთან დაკავშირებით.


მართლმადიდებლური ეკლესიები ( ბიზანტიური წესი, 14 ავტოკეფალური ეკლესია)

აღმოსავლური კათოლიკური ეკლესიები  (ბიზანტიური წესი, უნიატური ეკლესიები)

კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია (ალექსანდრიული წესი, მონოფიზიტური)

სირიის მართლმადიდებლური (იაკობიტური) ეკლესია (ანტიოქიური წესი, მონოფიზიტური)

ასურეთის აღმოსავლეთის ეკლესია (ქალდეურ-სპარსული წესი, ნესტორიულ-დიოფიზიტური)

პური - აფუებული, ღვინო + წყალი (" მდუღარება")

(კანონისტის ბალსამონის მიხედვით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესს წესს წარმოადგენდა  ღვინოს  "მდუღარების" გარეშე გამოყენება. რაც VI მსოფლიო კრებაზე აღინიშნა და მოწონებულ არ იქნა)

ლათინური კათოლიკური ეკლესია (ლათინური წესი)
მარონიტული კათოლიკური ეკლესია  ( ანტიოქიური წესი, უნიატური)
სირიულ-მალაბარული კათოლიკური ეკლესია (ანტიოქიური წესი, უნიატური)
ასურეთის ქალდეის კათოლიკური ეკლესია (ქალდეურ-სპარსული წესი, უნიატური)


პური - უსაფუარო, ღვინო + წყალი

სომხური სამოციქულო ეკლესია (სომხური წესი, მონოფიზიტური)
სომხური კათოლიკური ეკლესია (სომხური წესი, უნიატური)

პური - უსაფუარო, ღვინო  წყალგაურეველი






Sunday, 29 January 2017

აღმოსავლეთის ეკლესიის სამიტროპოლიტოები (V-VI ს.ს.)

 მე-5 საუკუნეში ჩატარებულ კრებებში მონაწილე ეპისკოპოსთა ვინაობის  გაანალიზებით, შეგვიძლია დავასკვათ რომ სელევკია-ქტესიფონის საკათალიკოსო საყდარში ირგვლივ  ექვსი სამიტროპოლიტო ერთიანდებოდა.

1. ჰუზესტანის.
2. ნისიბინის, რომლის შემადგენლობაში ჩრდილოეთიტ მდებარე ეპარქიებიც შედიოდა სირიულ-სომხური მოსახლეობით.
3. ბასრის (თანამდეროვე ერაყის სამხრეთი)
4.ერბილის, და ქურთებით დასახლებული ჩრდილოეთის ეპარქიები
5. კირკუკის
6.თარსის (თანამდეროვე თეორანის მიმდებარე ტერიტორია) და სამხრეთის ტერიტორები სპარსეთის ყურებდე.


სელევკია-ქტესიფონის 410 წლის კრება

ამ კრებას მარ-ისააკის კრებასაც უწოდებენ. კრება სპარსეთის სასანიდური იმპერიის დედაქალაქში სელევკია-ქტესიფონში შედგა. კრება შაჰინშაჰმა იაზდეგერ I მოიწვია.

კრებაში აგრეთვე მიიღო მონაწილეობა მარტიროპოლისის ეპისკოპოსმა მარუტამ, რომლის აქტიური ჩარევითაც აღმოსავლეთის ეკლესიაში "ნიკეის სარწმუნეობა" და კანონები დამკვირდრა. ყოვლადსამღვდელო მარუტა  წმინდა ეკლესიის "ელჩობას" წარმოადგენდა სასანიდურ სპარსეთში.

კრებამ სელევკია-ქტესიფონის ეპისკოპოსს - დიდი მიტროპოლიტის და მთავარეპისკოპოსის ტიტული მიანიჭა.

ამ პერიოდში ზოროასტრის მიმდევარმა სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰმა  იაზდეგერ I ქრისტიანებს სარწმუნოების თავისუფლად აღმსარებლობის უფლება უბოძა.

ამ კრებამ ნიკეის პირველი მსოფლიო კრების ოროსი მიიღო.  ნიკეის კრედოს ორი სირიული ვერსია არსებობს...ერთერთი შეიცავს "ფილიოკვეს" მეცნიერები ახლაც დაობენ, თუ რომელია ავთენტური.

დავუბრუნდეთ 410 წლის კრებას - ამ კრებაზე, რომის იმპერიიდან მივლინებულმა ეპისკოპოსმა მარუტამ კრებას 3 სახის რეფორმის ჩატარება ურჩია.


1. ყოველ ეპარქიაში უნდა ყოფილიყო თითო ეპისკოპოსი, სამი ეპისკოპოსისგან ნაკურთხი და სელევკია-ქტესიფონის მთავარეპისკოპოს- დიდი მიტროპოლიტის მიერ წერილობით დამტკიცებული.

2. კალენდრის რეფორმის ჩატარება და მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულის გაანგარიშება.

3. სარწმუნოების სიმბოლოს და ნიკეის კრების მრწამსის მიღება.


ეს სამივე პუნქტი კრებამ მიიღო.



Thursday, 26 January 2017

ქართული ეკლესიის სტრუქტურისათვის ზოგადი თეზისები ნაწილი I

    ძველ ქართულ ტექსტებს თუ დავაკვირდებით. ყველგან დაცულია მღვდელმთავართა ტიტულების თანმიმდევრობა..


1.კათალიკოზნი...2.მთავარეპისკოპოსნი..3.მიტროპოლიტნი 4. ეპისკოპოსნი..

მაგ.

"..ხოლო უკეთუ ვინმე იკადროს კათალიკოსისა წინააღდგომა, მთავარეპისკოპოსმან, გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე, გინა მთავარნი, ანუ მთავარესპიკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, განიკუეთენ. ხოლო ოდესა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თვისსა ეკლესიასა“

"..და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიარქთა თანა, და აკურთხევდეს და მწყსიდეს და განაგებდეს სამართლით მთავარეპისკოპოსთა, მიტრაპოლიტთა და ეპისკოპოსთა სამწყსოსა თვისსა ქართლისა, "..ლინკი

ანუ რუსული ეკლესიის გავლენით, ჩვენში დაინერგა სლავური ტრადიცია, რომლის მიხედვით მიტროპოლიტი აღემატება მთავარეპისკოპოსს, თანაც მთავარეპისკოპოსს და მიტროპოლიტს მხოლოდ საპატიო ტიტულის დატვირთვა აქვს.
ჩემის აზრით მიტროპოლიტებმა და მთავარეპისკოპოსებმა თავისი ისტორიული დატვირთვა უნდა დაიბრუნონ.


ისტორიულად სამთავარეპისკოპოსოებსა და სამიტროპოლიტოებში შედიოდნენ ეპარქიები. ანუ შემომაქვს ეკლესიის ტერიტორიული სტრუქტურის 3 საფეხურიანი მოწყობა

ეპარქია - სამიტროპოლიტო/სამთავარეპისკოპოსო- საკათალიკოსო/საპატრიარქო

ამით :

1. მიტროპოლიტის და მთავარეპისკოპოსის ტიტულები მხოლოდ საპატიო ტიტულის დატვირთვას კარგავენ.ისინი საპატიო ტიტულთან ერთად, იძენენ ფუნციურ დატვირთვასაც. ქართული ტრადიციით, ისტორიულად,მთავარეპისკოპოსის ტიტული მიტროპოლიტის ტიტულს აღემატებოდა, შემდეგ რუსული ეკლესიის გავლენით, ჩვენში დაინერგა სლავური ტრადიცია, რომლის მიხედვით მიტროპოლიტი აღემატება მთავარეპისკოპოსის ტიტულს.

2. ყალიბდება სამიტროპოლიტოები/სამთავარეპისკოპოსოეი, რომლებშიც ერთიანდებიან ეპარქია/ექსარქიები. სამიტროპოლიტოს მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს., სამთავარეპისკოპოსოს - არქიეპისკოპოსი.
ამ სამიტროპოლიტო/სამთავარეპისკოპოსოებში იმუშავებენ სამიტროპოლიტო/სამთავარეპისკოპოსო საბჭოები, რომელსაც უხელმძღვანელებენ დანიშნული ოლქების იერარქები. ამ საბჭოებს საკოორდინაციო ფუნქცია ექნებათ. შესასწავლია რუსული და რუმინული ეკლესიების გამოცდილება ამ  "მცირე საბჭოების" მუშაობასთან დაკავშირებით.

3. ესე იგი,  სამიტროპოლიტოების გარდა, ყალიბდება სამთავარეპისკოპოსოები, რომლებშიც აგრეთვე ერთიანდებიან ეპარქიები. ისტორიულად პოლიტიკურ-რელიგიური მნიშვნელობის ცენტრებს მივანიჭე სამთავარეპისკოპოსოს სტატუსი.

ა) მცხეთა-თბილისს, როგორც დედაქალაქს, ისე შეიძლება მცხეთა-თბილისი გაიყოს მცხეთის და თბილისის ეპარქიებად. და თბილისის ეპარქიის მღვდელმთავარს თბილისისთვის ისტორიული მიტროპოლიტის საპატიო ტიტული მიენიჭოს.

ბ) ქუთაისს - როგორც ისტორიულად მეორე დედაქალაქს, "აფხაზთა სამეფოს" ცენტრს და ა.შ., სადაც ქართველი  მეფეები იკურთხებოდნენ; აფხაზეთის კათალიკოსები მსახურობდნენ იყო.
გ) თეორიულად - ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ისტორიული სამფლობელოების ცენტრებს - იშხანს, ბანას, ანჩას)
დ) ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს - ძველი აფხაზეთის საკათალიკოსოს ცენტრს.

4. შემოვიტანე უძველესი ქართული საეპიკოპოსოების სახელები, რათა ნომინალურ დონეზე მაინც ქართული ეკლესია ავრცელებდეს თავის კონტროლს ტაო-კლარჯეთსა და სხვა ტერიტორიებზე.

5. ვფიქრობ, რომ წმინდა სინოდს  -  საკათალიკოსო წმინდა კრება(სინოდი) უნდა ეწოდოს. რომელიც 13 წევრის შემადგენლობით იფუნქციონირებს.

1.კათალიკოს-პატრიარქი
2 ბიჭვინთელი
3.იშხნელი
4.ქუთათელი და
5.ბანელი (ბაგრატოვანთა განსასვენებელი)   მღვდელმთავრები არიან მუდმივი წევრები,

8 წევრი კი  სამიტროპოლიტო/სამთავარეპისკოპოსოებიდან ყოველ წელს როტაციის გზით მიიღებს მონაწილეობას წმინდა კრებაში, ანუ სამიტროპოლიტო/სამთავარეპისკოპოსოში შემავალი ეპისკოპოსები თავისი ქიროტონიის დროის მიხედვით შეეცვლებიან ერთმანეთს. გადაწყვეტილების მიღების დროს ხმების გაყოფის შემთხვევაში, კათალიკოს-პატრიარქის ხმა იქნება გადამწყვეტი.


1. მცხეთა-თბილისის სამთავარეპისკოპოსო

ა) მცხეთა-თბილისის ეპარქია

1. ქორეპისკოპოსი - მთავარეპისკოპოსი იშხნელი (ტიტულოვანი)(ისტ. ამიერ ტაო)
2. ქორეპისკოპოსი - მთავარეპისკოპოსი ბანელი (ტიტულოვანი)(ისტ. იმიერ ტაო)

2. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის სამთავარეპისკოპოსო

3. ბიჭვინთის  მთავარეპისკოპოსი (ტიტულოვანი, მომავალში ეპარქია)
4. ცხუმი-დრანდის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი, მომავალში ეპარქია)
5. მოქვის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი,მომავალში ეპარქია)
6. ბედიის მიტროპოლიტი (ტიტულოვანი,მომავალში ეპარქია) (საპატიო, როგორც მეფე ბაგრატ III და დედოფალი გურანდუხტის განსასვენებელი)

3. ქუთაის-მარგვეთის  სამთავარეპისკოპოსო

ა) ქუთაის-გაენათის ეპარქია
ბ) ვანისა და ბაღდათის ეპარქია
გ) მარგვეთისა და უბისის ეპარქია
დ) ნიკორწმიდის ეპარქია
ე) ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია
ვ) ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

ზ) ხონისა და სამტრედიის ეპარქია

4. კახეთ-კუხეთის და ჰერეთის სამიტროპოლიტო

ა) ბოდბის ეპარქია
ბ) გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია
გ) საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია
დ) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია
ე) ნეკრესის ეპარქია
ვ) ალავერდის ეპარქია

7. ქორეპისკოპოსი  - გიშის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი)(ისტ.ჰერეთი.)

5. ზენა სოფლისა და მთიანეთის სამიტროპოლიტო

ა) ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია
ბ) გორისა და ატენის ეპარქია

გ) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
დ) სამთავისისა და კასპის ეპარქია
ე) სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია
ვ) სურამისა და ხაშურის ეპარქია
ზ) ურბნისისა და რუისის ეპარქია

6.  სამშვილდისა და ხუნანის სამიტროპოლიტო

ა) დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია
ბ) ბოლნისის ეპარქია
გ) გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია
დ) მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია
ე) მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია
ვ) რუსთავის ეპარქია
ზ) წალკის ეპარქია

8. ქორეპისკოპოსი  - ცურტავის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი)(ისტ.ქვემო ქართლი, გუგარეთი)

7. ორძხისა და წუნდის სამიტროპოლიტო

ა) ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ბ) ახალციხისა და ტაო-კლარჯეთისა ეპარქია  ( საფარას და ახალციხის ეპარქია?)
გ) ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

9.  ქორეპისკოპოსი  - წურწყაბის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი)(ისტ.არტაანის ჩრდ-დას.)
10. ქორეპისკოპოსი  - ერუშეთის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი) (ისტ.არტაანი)
11. ქორეპისკოპოსი  - დადაშენის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი)(ისტ.კოლა)

8. ეგრისისა და სვანეთის სამიტროპოლიტო

ა) ჭყონდიდის ეპარქია
ბ) ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
გ) მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
დ) სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია
ე) ფოთისა და ხობის ეპარქია
 ვ) ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია

12. ქორეპისკოპოსი  - ადიშის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი)

9. აჭარა-გურიის და დიდი კლარჯეთის სამიტროპოლიტო

ა) ბათუმისა და სატრაპელა-ლაზიის ეპარქია (ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია)*
ბ) სხალთის ეპარქია
გ ) შემოქმედის ეპარქია

13. ქორეპისკოპოსი  - ანჩა-ახიზის მთავარეპისკოპოსი (ტიტულოვანი) (ისტ.კლარჯეთი)
"ანჩელი მთავარეპისკოპოსი და ათორმეტთა უდაბნოთა არქიმანდრიტი"
14. ქორეპისკოპოსი - ტბეთის ეპისკოპოსი (ტიტულოვანი) (ისტ.შავშეთი)

* სატრაპელა - თანამედროვე ქალაქი ოფი, ჭანეთის მხარე

10. წმინდა ქალაქის მცხეთის სამოციქულო საყდრის საზღვარგარეთის სამიტროპოლიტო

ა) დასავლეთ ევროპის ექსარქია
ბ) ბელგიის და ჰოლანდიის ექსარქია
გ) გერმანიის და ავსტრიის ექსარქია
დ)ორივე ამერიკის ექსარქია
ე) ავსტრალიის ექსარქია

გამოდის 3 სამთავარეპისკოპოსო, 7 სამიტროპოლიტო.

Tuesday, 24 January 2017

ღვთაებრივი სახელების შესახებ - ღვთაებრივი დიონისე (კონსპექტი)


საინტერესო პასაჟები


განღვთობილი გონება ყველაფერი ამ ქვეყნიურისგან განდგომის შემდეგ შეუერთდება ზე-ღვთაებრივ ნათელს.

***
მყოფი, ღმერთთა ღმერთი, სახიერი, სიცოცხლე, ნათელი, ბრძენი, საყვარელი, მშვენიერი, უფალთა უფალი, წმიდათა წმიდა, მიზეზი საუკუნეთა, მარადიული, სიცოცხლის მომნიჭებელი, ყოვლადბრძენი, ძალა, მეუფე მეუფეთა, ძველ დღეთა, ხსნა, სამართლიანობა,  კურთხევა და სხვ.

***

როდესაც გავხდებით უხრწნელნი და უკვდავნი, მაშინ დავემსგავსებით ქრისტეს და მის ნათელს ვიხილავთ, როგორც  მისმა მოწაფეებმა იხილეს. ვიქნებით "ვითარცა ანგელოზნი".

***

განღვთობილი გონება+ ზეღვთაებრივი ნათელი

***

წმინდა წერილში ნახსენები ყოველივე ღვთაებრივი სახელი, მთელ ღვთაებას ეკუთვნის და არა კონკრეტულ პირს.

***
ღვთაებას ვეზიარებით მთლიანად და არა მის რომელიც ნაწილს.

***


ქართველ-სომეხთა საეკლესიო საკითხისთვის


608 წელს მცხეთის და ეჩმიაძინის სამოციქულო საყდრებმა ერთმანეთთან ევქარისტული კავშირი გაწყვეტეს. ქართულმა ეკლესიამ აღიარა ქალკედონის IV მსოფლიო კრება და ამით "ჰრომთა" ოფიციალურ პოზიციას მიემხრო. სომხური ეკლესია კი იმ პერიოდში რომის იმპერიის აღმოსავლეთში - ანტიოქიის და ალექსანდრიის საპატრიარქოებში პოპულარულ ანტიქალკედონიტურ პოზიციებზე დარჩა.

იმპერატორ ზენონის ჰენოტიკონი ამ ორი დაპირისპირებული მხარის შერიგების მცდელობას წარმოადგენდა.
ქალკედონის 451 წლის კრების წინააღმდეგ აჯანყებულ აღმოსავლეთთან - ანტიოქიასა და ალექსანდრიასთან შემორიგებას კონსტანტინეპოლის - ოეკუმენის პატრიარქი სერგიც ცდილობდა. რის გამოც ის გარკვეულ კომპრომისებზედაც მიდიოდა, ამან რომის სამოციქულო საყდარი განარისხა და რომის კათედრამ კონსტანტინეპოლთან თანაზიარება შეწყვიტა.

რომის საყდართან ცდილობდნენ ურთიერთობის დარეგულირებას იმპერატორები და კონსტანტინეპოლის პატრიარქები.

იმპერატორმა მავრიკიუსმა კი  ირანთან ომის კვალობაზე, მონოფიზიტის დევნაც დაიწყო. ზუსტად მე-6 საუკუნის მიწურულს, მავრიკიუსმა თითქმის მთელი არმენია დაიკავა, სომხეთში უკვე ქალკედონიტური ალტერნატიული საკათალიკოსო - ავანის საკათალიკოსო დაარსა.
***


მცხეთის საყდარს ქალკედონის მსოფლიო კრება მაშინვე არ უღიარებია.

ცნობილია რომ 506 წლის დვინის ადგილობრივ კრებაზე, სომხურმა, ქართულმა და ალვანურმა ეკლესიებმა ერთხმად შეიწყნარეს იმპერატორ ზენონის ჰენოტიკონი და ანათემას გადასცეს ნესტორიელობა და ევტიქიელობა. ამ კრებაზე ქართლის კათალიკოსი უწმინდესი გაბრიელი 23 ეპისკოპოსთან ერთად ეწრებოდა.

დაუდასტურებელი ცნობებით, ქართული ეკლესია ვაღარშაფათის (ეჩმიაძინის) 491 წლის კრებასაც   დაეწრო, რომლის გადაწყვეტილებები დვინის პირველი კრების (506წ) ანალოგიური იყო.


***

ჩემთვის საინტერესო ამონარიდები კათალიკოსების მიმოწერიდან..

ჩვენი და თქვენი მამები მეფის ქვეშევრდომნი იყვნენ და იერუსალემის სარწმუნოებრივ აღსარებას მისდევდნენ. ამნაირადვე ჩვენც და თქვენც, თუმცა მეფეთა-მეფის ქვეშევრდომნი ვართ, იერუსალემის სარწმუნოებას აღვიარებთ და მივდევთ ( ქართლის კათალიკოსი კირიონი)
***

ჩვენი ორი ქვეყნის აღსარებაში, რომელიც სასწაულებრივი დაფუძნებით უფლის უშიშარი და გულადი მოღვაწის გრიგოლისაგან დამყარებულ იქმნა, ახალსახეობა ნუ იქმნება (სომეხთა კათალიკოსის მოსაყდრე ვრთანესი)

***
ჩვენ მართლმადიდებელი სარწმუნოება გვასწავლა, რომელიც თითონ იერუსალემში ისწავლა. ეს განგვიმტკიცა და უცდომელი ჩვენი და თქვენი სარწმუნოებაც სწორედ ეს არის ( ქართლის კათალიკოსი კირიონი)

ეს იგი, ამ დიალოგებიდან ჩანს, რომ

1.  კათალიკოსი კირიონი, ავტორიტეტად აღიარებდა წმ.გრიგოლ პართელს.
2. საინტერესოა რა იგუსლისხმება იერუსალიმურ სარწმუნოებაში. ამ სიტყვებში საუბარია ზოგადად ქრისტიანულ რჯულზე თუ გარკვეულ საეკლესიო წეს-ჩვეულებებზე, რომლემიც ქართულ (და სომხურ) ეკლესიებს ჰქონდათ იერუსალიმიდან?

ისე, სომხური ვერსიით გრიგოლ პართელმა მთელი კავკასია გაანათლა.თუმცა ეს ვერსია არარეალისტური გამოდის,  სომხეთის ქრისტიანობაზე მოქცევის პოპულარული თარიღის - 301წ ნაკლებად დამაჯერებლობის გამო. ჩემი დაკვირვებით სომხეთმა და ქართლმა ქრისტიანობა ერთ დროს მიიღეს, 4-5 წლის ინტერვალით. თუკი გავითვალისწინებთ რომ მეფე მირიანის დროს ქართლმა სამხრეთი ტერიტორიები შემოიერთა არმენიისგან, მაშინ რეალურია რომ წმ.გრიგოლს ქართლშიც (სომხეთის სამეფოში ადრე შემავალ ტერიტორიებზეც) რომ ექადაგოს.

P.S. 301 წელი სომხეთის გაქრისტიანებისთვის არარეალისტურია, იმიტომ რომ იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობის პერიოდი 305 წელს მთავრდება, ხოლო წმ.გრიგოლ პართელის ეპისკოპოსად მაკურთხეველი  ლეონტი კესარიელის მთავარეპისკოპოსობის პერიოდი 315-325 წლებია..შესაბამისად, ან გრიგორის ქრისტიანული მოღვაწეობა ვერ იქნება თანადროული დიოკლეტიანეს და ლეონტი კესარიელისა. წმინდა ნინოს ცხოვრებაც ზუსტად ამ პროცესებზეა მიბმული.ერთი სიტყვით, წმ.გრიგოლი და იოანე მთავარეპისკოპოსი (ქართლისა) თანადროულად მორვაწეობდნენ. მე უფრო ვემხრობი სომხეთის მოქცევის  323 წლის და ქართლის მოქცევის 328 წლის ვერსიას.






Sunday, 22 January 2017

ფოტიუსი და პატრიარქი ეგნატიუსი - პრელუდია


 პატრიარქ ეგნატიუსს უკანონოდ დაატოვებინა საპატრიარქო კათედრა კეისარმა ვარდამ. თუმცა ეგნატიუსს თავის გადადგომაზე ხელი არადროს არ მოუწერია. რომის პაპი ნიკოლოზი  თავის წერილში როდესაც ეკითხებოდა პატრიარქ ფოტიუსს, თუ როგორ მოხდა ცოცხალი პატრიარქის პირობებში ახალი პატრაირქის დაყენება, ფოტიუსი უპასუხოდ ტოვებდა. ერთად ერთი წყარო, რომელიც თითქოს მოწმობს პატრიარქ ეგნატიუსის გადადგომაზე არის იმპერატორ მიხეილ III  წერილი პაპი ნიკოლოზისადმი, თუმცა ამ წერილში იმპერატორი აშკარად ცდილობს რომის პაპის შედმომაში შეყვანას. წერილში იმპერატორი წერს, რომ პატრიარქმა ეგნატიუსმა თავად დაწერა გადადგომის წერილი და თვითნებურად დატოვა ოეკუმენის საპატრიარქო კათედრა, რის შედეგადაც ეპისკოპოსთა კრებამ ის გადააყენა.

მიტრპოლიტი მიტროფანე სმირნელის ცნობის მიხედვით, პატრიარქი ეგნატიუსი დაიყოლიეს  ახალი პატრაირქის არჩევნებზე, იმ პირობით რომ ახალი პატრიარქი არ უნდა ყოფილიყო სქიზმატიკოსთა ( მიტროპოლიტის გრიგორი ასვესტას მომხრეების) რიგებიდან. თუმცა ეს ცნობა არასწორად იყო გაგებული, ვინაიდან პატრიარქ ეგნატიუსის კათედრიდან მოცილების შემდეგ,  კეისარმა ვარდამ სინოდზე ზეწოლის შემდეგ საპატრიარქოს თითქმის ყველა მიტროპოლიტი დაითანხმა ახალი პატრიარქის არჩევაზე.

(გაგრძელება იქნება)

იდუმალი ღვთისმეტყველების შესახებ



თეზისები (ღვთაბერივი დიონისეს მიხედვით)

ყოველივე გრძნობიარე და ამქვეყნიურისგან უნდა განთავისუფლდეთ რომ  შევძლოთ ღვთაებრივი წყვდიადის ნათების ჭვრეტა.

***

ღმერთი აღემატება ყოველივე დადასტურებას და უარყოფას.(აკოფატური ღვთისმეტყველება). ის შემქნელია ყოველივე არსებულისა და მიუწყდომელია ჩვენთვის. ამავე დროს მისი ჭვრეტა შესაძლებელია, მხოლოდ განშორებით წმინდისგან და უწმინდურისგან.

***

ღვთაებრივი დიანისე ყოფს ადამიანებს, ორ კატეგორიად. განდობილებად და არაგანდობილებად. მეორე კატეგორიას არ სწამს  ქვეყენაზე ცოცხალის შემქვნელი ღმერთის.

***


ღმერთი უხილავვია, ამიტომაც მოსე წინასწარმეტყველმა იხილა არა ღმერთი, არამედ ადგილი სადაც ღმერთი  იმ მყოფობდა.

მოსე შევიდა უცოდინრობის მისტიკურ წყვდიადში, სადაც შეუძლებელია რაიმეს შეცნობა, სრულებით დაკარგა მგრძნობელობა და მხედველობა და შემდეგ შუერთდა შეუცნობად უფალს.

***

ღვთაებრივი წყვდიადი - ზებუნებრივი მდუმარება - ზებუნებრივი ისიხია.

***

ღმერთს არ გააჩნია სხეული, ფორმა,  სახება, ხარისხი, სიმაღლე, არ გააჩნია მხედველობითი და მგრძნობელობითი თვისებები, ის თავისუფალია შფოთისგან, ის არ არის უძლური, არ აქვს ნათელის ნაკლებობა, მისთვის არ არის დამახასიათებელი არამუდმივობა, ცვლილება, დამახინჯება, განყოფა და ა.შ. ყოველივე გრძნობითი მისთვის არ არის დამახასიათებელი (აკოფატური მეთოდი - ანუ უარყოფის მეთოდი)

***

არ არის გონი, არც სული, არც ცოდნა, არც ჭეშმარიტება,  ის არც სინათლეა და არც სიბნელე...ის უსაზღვროთ მიღმაა ყოველივე არსებულისგან


P.S. დიონისე არეოპაგელი საუბრობს ღმერთის ტრანსცენდენტულობაზე, მასზე საუბრობისა იყენებს აკოპატურ, ანუ უარყოფის მეთოდს. თუმცა შეკითხევი მაინც იბადება..მაგ.თუ რატომ არ არის ღმერთი ნათელი ან სული?









Thursday, 19 January 2017

წმინდა პეტრეს რომის სამოციქულო კათედრისთვის




შემთხვევით მოვხდი ამ გვერდზე  http://zneoba.ge/3178

ამბიცია მაქვს იმისა, რომ ვთქვა რომ ასე თუ ისე გათვიცნობიერებული ვარ რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებაში...


უზუსტობებზე მინდა შევაჩერო  მკითხველის ყურადღება.

ამ ინტერნეტ საიტზე მითითებული 11 თავიდან, მხოლოდ ხუთ თავზე შეიძლება საუბარი, როგორც დოგმატურზე, დანარჩენი 6 თავი უფრო ჩვეულებებია ლათინური წესდების კათოლიკეებისა, ვიდრე დოგმატური ცდომილება.

  მკითხველის ცნობისათვის, ლათინური წესდების კათოლიკეების გარდა, არსებობენ კიდევ ანტიოქიური, სომხური, ასურული, ბიზანტიური და სხვა წესდებების კათოლიკური ეკლესიები, სულ თუ არ ვცდები 23 ეკლესიაა, ლათინური კი ერთერთი მათგანია. თავად ლათინური წესდებაც არ არის ერთგვაროვანი და რამოდენიმე ვერსიას მოიცავს.

შევჩერდები რომის პაპის პრიმატის და უცდომელობის საკითხზე

პირველი და მეორე თავები ეხება რომის პაპის პირველობას და უცდომელობას.
ვატიკანის მეორე კრების შემდეგ დადგინდა, რომ ეკლესიას მმართავს პაპი და ეპისკოპოსთა კოლეგია. რაც ჩემის აზრით სრულებით მართლმადიდებლურია და სახარებისეულია. და აი რატომ, სახარებაში ხშირად შეგვხდება ფრაზები, პეტრე და სხვა მოციქულები, პეტრე და 11 და სხვა. ანუ აშკარაა რომ წმინდა ოთხთავში პეტრე მოციქულის როლი გამოყოფილია.

ისტორიულად, ხუთი დიადი კათედრიდან (რომი, კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი), სამის დაფუძნება დაკავშირებულია წმ.პეტრესთან.

ანტიოქიის კათედრა თავად პეტრე მოციქულმა დააფუძნა, ალექსანდრიის - პეტრე მოციქულის მოწაფემ მარკოზმა.
რომს რაც შეეხება, რომში პეტრე მოციქული, (აგრეთვე პავლე მოციქულიც) აღესრულა. ამ ქალაქში წმ.პეტრემ მოწამეობრივი სისხლი დაღვარა. ამიტომაც სხვა კათედრებთან შედარებით უპირატესია რომის კათედრა.

ის არგუმენტი, რომ რომი პირველი იყო, იმიტომ რომ დედაქალაქი იყო იმპერიისა, კრიტიკას ვერ უძლევს, მოციქულთა თავის სისხლმა გახადა რომის კათედრა პირველი.

"და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა."(მათე 16:19).


ეს სიტყვები მაცხოვარმა წმ.პეტრეს მისამართით სთქვა. ამ ფრაზიდან გამომდინარე, რომის პაპებს აქვთ პირველობის პრეტენზია. პაპის, როგორც წმინდა პეტრე მოციქულთა თავის მემკვიდრის პრიმატი აღიარებული იყო წმინდა მამების მიერ - იოანე ოქროპირის, ათანასე ალექსანდრიელის, კირილე ალექსანდრიელის, მაქსიმე აღმსარებლის და სხვების მიერ. თუკი გავეცნობით მსოფლიო კრებების დადგენილებს, დავრწმუნდებით რომ რომის კათედრას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ეკლესიის ცხოვრებაში, მაგ.წმ.ათანასე ალექსანდრიელი, ნეტარი თეოდორიტე კვირინელი აპელაციით მიმართავდნენ რომს, როდესაც მათ წინააღმდეგ უსამართლობას ჰქონდა ადგილი, თანაც ისინი სხვა საპატრიარქოების წარმომადგენლები იყვნენ.

 კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფოტიუსიცკი, აღიარებდა რომის კათედრის უპირატესობას და მის წარმომადგენლებს თავისი ოპონენტი პატრიარქის ეგნატიუსის გასამართლების საშუალებასაც კი აძლევდა რომეების იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში!!!


"უცდომელობის" საკითხისთვის

- ობივატელებს, სწავლებაში უცდომელი  უცოდველად მიაჩნიათ..უცდომელობა სწავლებაში უცოდველობას არ ნიშნავს.. ვინც ამ ორ ტერმინს სინონიმს უწოდებს, ის ცრუობს.

მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების  მიხედვით წმინდა კრება არის უცდომელი სწავლებაში და წარმოადგენს ეკლესიის ხმას. წმინდა კრება სული წმინდის კარნახით იღებს გადაწყვეტილებებს. კრების თავმჯდომარე კი არის პრიმატი. ზუსტად ამიტომაც არის პაპი უცდომელი, როგორც ეკლესიის ხმის გამხმოვანებელი. ანალოგიური უცდომელობა გააჩნიათ ყველა ადგილობრივი ეკლესიების საჭეთმპყრობელებს.

თეზისი, იმის შესახებ, რომ რომის ეპისკოპოსებმა ამპარტავნულად მიიღეს ტიტული "ღმერთის მოადგილესი" ვერ უძლებს კრიტიკას. ეს თეზისი ანტიმართლმადიდებლურია.

წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ყველა ეპისკოპოსს უწოდებს ქრისტეს ნაცვალს...ყველას!

Vicarius Christi

 თუკი ყველა ეპისკოპოსი არის ქრისტეს ნაცვალი, მაშ რომის ეპისკოპოსი თავის იურისდიქციაში რატომ არ არის ქრისტეს ნაცვალი? ისე ზოგადად, ყველა მღვდელი სამრევლოში ქრისტეს სახეა.

 ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, გაეცნოს წმ.ეგნატე ღმერთშემოსილის თხზულებებს ევქარისტიის შესახებ.

****

იურისდიქციულად ეკლესია რამოდენიმე დონიანია.. ეკლესიის წყაროა ქრისტე  (ἀρχι)


1. სამრევლოს დონე, რომლის პრიმატია prōtos (თავია) მღვდელი
2. ეპარქიის, დიოცესის დონე - პრიმატია prōtos ეპისკოპოსი
3. სამიტროპოლიტოს დონე -  პრიმატია prōtos მიტროპოლიტი
4. ადგილობრივი ან ავტონომიური ეკლესიის დონე - პრიმატია prōtos მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, კათალიკოსი ან პატრიარქი
5. ბოლო არის უნივერსალური დონე, რომლის პრიმატია prōtos კათოლიკური ეკლესიის ვერსიით რომის კათედრა - რომის პაპი, აღმოსავლური ეკლესიის ვერსიით კი უნივერსალურ დონეზე პრიმატი ვაკანტურია და ეკლესიის თავად ქრისტე ცხადდება.. თუმცა უფრო ლოგიკური და თანმიმდევრული  იქნებოდა, უნივერსალურ დონეზე პრიმატად ოეკუმენის - კონსტანტინეპოლის პატრიარქის აღიარება.

უფალი არის ეკლესიის წყარო, საწყისი,ἀρχι  მაგრამ არა პირველკაცი. ეკლესიის პირვეკაცები - prōtos (ხუთივე დონის იერარქია) არიან ქრისტეს სახე ევქარისტიაში. თუკი უფალი არის პრიმატი, მაშინ სასულიერო დასი აღარ არის საჭირო.


ყველა დონეზე, სადაც სრულდება ევქარისტია, მყოფობს უფალი იესო ქრისტე, არის ეკლესიის სისრულე და სისავსე.

P.S. პრინციპი  პირველი თანასწორებს შორის (Primus inter pares) აქ ვერ მოქმედებს. ხარისხით ყველა ეპისკოპოსი თანასწორია, მაგრამ მდგომარეობით და სტატუსით არა. ამაზე ეკლესიის  2 ათასწლოვანი ისტორია  და გამოცდილება მეტყველებს. ხარისხით თორმეტივე მოციქული  თანასწორი იყო, მაგრამ მსახურებით არა.













Wednesday, 18 January 2017

ფილიოკვეს საკითხისთვის

დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას  სამგვარი მიდგომა აქვს ფილიოკვესთან დაკავშირებით.

ა. რადიკალური ტრადიციონალისტური

ამ მიდგომის მთავარი წარმომადგენელია კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფოტიუსი დიდი (ჩემის აზრით საკმაოდ წინააღმდეგობრივი, ოდიოზური ფიგურა!!!)

მე-19 და მე-20 საუკუნეებში  ამ "რადიკალურად ტრადიციონალისტური" მიდგომის მქონე ავტორების მიერ უამრავი "დოგმატიკური სახელმძღვანელო " შეიქმნა .

(ზ.როსისი; ქრ.ანდრუტსოსი; პ.ტრემბელასი; მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი და სხვები.)

ბ. ზომიერი მიდგომა, რომელიც ფილიოკვეს უფრო შედარებით და შეზღუდულ მნიშვნელობას აძლევს.

ამ მიდგომას ემხრობა ცნობილი ისტორიკოსი და თეოლოგი ვასილი ბოლოთოვი.


ბოლოთოვის მიხედვით, არსებობს განსხვავება დოგმატს, თეოლოგუმენს და საღვისმეტყველო მოსაზრებას შორის.

1) დოგმატი ისაა, რაც ჭეშმარიტებას წარმოადგენს და უდავოა.
2) თეოლოგუმენია ის რაც ჭეშმარიტებასთან  გვაახლოებს და ავტორიტეტულია
3) საღვთისმეტყველო მოსაზრება კი არის ამა თუ იმ ავტორის კერძო აზრი.

ბოლოთოვის აზრით, სულის მამისგან გამომავლობა არის დოგმატი; ფოტიუსის მიერ განვითარებული მოსაზრება, რომ სული მხოლოდ მამისგან გამოდის არის თეოლოგუმენი; ხოლო ნეტარი ავგუსტინეს თეზისი სულის "და ძისგან" გამომავლობის შესახებ - არის საღვთისმეტყველო მოსაზრება.

მამა სერგი ბულგაკოვი კი, ფორმულას "ძით" "ძის მეშვეობით", რომელიც საჯაროდ მეშვიდე მსოფლიო კრებაზე (787წ) იყო დეკლარირებული კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტარასის მიერ თეოლოგომენად მიიჩნევდა.

გ.  ვლადიმერ ლოსკი და მისი მიმდევრების მიდგომა

ლოსკისთვის სწავლება ფილიოკვეს შესახებ  "უცხო ცეცხლს" წარმოადგენდა.
ლოსკი, მეინდორფი, დმიტრი სტანილოე და სხვები "ფილიოკვისტური ჩიხიდან" გამოსვლას პალამიტურ სინთეზში ხედავდნენ, რომელზედაც შემდეგ გვექნება საუბარი.





Tuesday, 17 January 2017

გრიგორი პალამა



გრიგორი პალამა 1296 წელს კონსტანტინეპოლში დაიბადა და 1356 წელს თესალონიკში აღესრულა. ის არისტოკრატიული ოჯახიდან იყო.მამამისი სენატორი კონსტანტინე პალამა იყო, რომელსაც იმპერატორმა ანდრონიკე II პალეოლოგმა თავისი შვილიშვილის ანდრონიკე III აღზრდა დაავალა.

***
ზოგადი განათლება აქვს მიღებული საიმპერიო უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა გრამატიკას, ფიქიკას, რიტორიკა და ლოღიკას. პატრიარქი ფილოფეი კოკინი გვაცნობებს რომ გრიგორი პალამა  ღღმად იცნობდა არისტოტელეს ნაშრომებს. ამამე მოწმობს აგრეთვე პალამას პოლემიკა ნიკიფორე გრიგორასთან, სადაც გრიგორა პალამას 15 წლის ასაკში სწავლისთვის თავის დანებებასა და გაუნათლებლობაში დებს ბრალს, პალამა კი პასუხად დასძენს, რომ მან 17 წლის ასაკში საიმპერიო დიდებულები განაცვიფრა არისტოტელეს ლოღიკის ბრწყონვალე ცოდნით.

***


პატრიარქი ფოტიუსი და იმპერატორ მიხეილის მკვლელობა

867 წელს ბასილი მაკედონელმა მოკლა იმპერატორი მიხეილ III. ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში არის მხოლოდ ერთი ცნობა, თითქოს  იმპერატორის მკვლელობა დაგმო პატრიარქმა ფოტიუსმა და ბასილი მაკედონელი  უზიარებლობით დასაჯა, რის გამოც ბასილმა მაკედონელმა პატრიარქი გადაასახლა. ამ ცნობას გვაწვდის გიორგის გამგრძელებელი. თუმცა არსებობს ფოტიუსის წერილი ბასილი მაკედონელის მიმართ, რომელშიც პატრიარქი ფოტიუსი ბასილს ერთგულებას ეფიცება.

რამოდენიმე წლის შემდეგ ბასილი მაკედონელი აბრუნებს ფოტიუსს გადასახლებიდან და თავისი შვილების აღზრდას ავალებს. ფოტიუსი იბრუნებს თავის გავლენას იმპერიაში და დიდ ნდობას იმსახურებს ახალგაზრდა იმპერატორის ლეონ ბრძენის თვალში.


Sunday, 15 January 2017

867 წლის კონსტანტინეპოლის კრება და ფოტიუსის გადაყენება - ნაწილი III



ამასობაში ოეკუმენის ახალმა პატრიარქმა ფოტიუსმა დაიწყო მსოფლიო კრების ორგანიზებისთვის მზადება და აღმოსავლეთის პატრიარქებს "საოლქო მიმართვით" მიმართა. კრების საბაბად იყო გამოყენებული დასავლური ეკლესიის ლიტურღიკული, კანონიკური განსხვავებები და რამოდენიმე ფრანკისტი სასულიერო პირის მიერ ბულგარეთში ქრისტიანული მისიისას "ფილიოკვეს" გამოყენება.

 დაგეგმილ კრებაზე  უნდა დაგმობილიყო დასავლური ეკლესიის ჩვეულებები - შაბათის მარხვა და ცელიბატი. ეს ჩვეულებანი ჯერ კიდევ 691-92წ.წ. ტრულის კრებამ დაგმო, თუმცა ცნობილი ფაქტი იყო, რომ რომის სამოციქულო საყდარი ტრულის კრების დადგენილებებს არასდროს აღიარებდა. პატრიარქმა ფოტიუსმა დასავლური ეკლესიის მიერ საეკლესიო კანონიკის დარღვევად აგრეთვე მიიჩნია  ყველით და კვერცხით მარხვა დიდი წმინდა მარხვის პირველ კვირას; ბულგარელების ხელახალი მირონცხება დასავლელი სასულიერო პირების მხრიდან; მაგრამ ყველაზე მთავარ არგუმენტად ლათინების წინააღმდეგ ფოტიუსმა ფრანკი მისიონერების მიერ ბულგარეთში "ფილიოკვეს" გამოყენება ჩათვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ 861 წლის პაპი ნიკოლოზისადმი მიწერილ წერილში, პატრიარქი ფოტიუსი ლიტურღიკულ, კანონიკურ და ტიპიკონის განსხვავებებს ქრისტიანული სამყაროს სხვადსხვა კუთხეში ჩვეულებრივად  და სრულებით დაშვებულად აღიარებდა. ზემოთ ჩამოთვლილ ლათინურ ჩვეულებებს დაბრკოლებლად მისდევდა სამხრეთ იტალიის სასულიერო დასი, რომელიც ოეკუმენის - კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურიდიქციაში შედიოდა.

რაც შეეხება "ფილიოკვეს", იმ პერიოდში ფილიოკვე იტალიაში არ გამოიყენებოდა და ბულგარეთში მისიით მყოფი იტალიელი ეპისკოპოსები მას ვერ გაავრცელებდნენ. ფილიოკვეს გამოიყენებდა ბულგარეთში მყოფი რამოდენიმე ფრანკისტი მღვდელი პასაუდან (ბავარია), რომელიც აგრეთვე ჩართული იყო იტალიელთა მრავალრიცხოვანი მისიის მოღვაწეობაში. რეალურად, პატრიარქმა ფოტიუსმა მოახდინა რამოდენიმე ფრანკისტი სასულიერო პირის მიერ ფილიოკვეს გამოყენების გადატანა მთელ ლათინურ მისიაზე ბულგარეთში.

მსოფლიო კრების ორგანიზებისთვის საჭირო იყო, დასავლეთის ეკლესიის მონაწილეობა.
იმ პერიოდში პაპ ნიკოლოზ ჰყავდა ოპოზიცია დასავლეთ-ფრანკისტული ეპისკოპატის სახით, რომელიც რეიმის მთავარეპისკოპოსის ჰინკმარის გარშემო გაერთიანდა. პაპს აგრეთვე რავენის მთავარეპისკოპოსი იოანეც უპირისპირდებოდა, რომელიც იმპერატორ ლუდოვიკოს II ეყრდნობოდა. პაპ ნიკოლოზს დიდი კონფლიქტი ჰქონდა ლოთარგიის სამეფოს კიოლნის და ტვირის მთავარეპისკოპოსებთან. 864 წელს გერმანულმა ეპისკოპატმა "საოლქო მიმართვაც" კი გაავრცელა პაპ ნიკოლოზის წინაღმდეგ (ე.წ.capitula diabolica).      პაპთან დაპირისპირებულ დასავლეთის ეპისკოპოსებთან საქმიან მიმოწერაში იყო პატრიარქი ფოტიუსი, მიუხედავად მათი "ფილიოკვისტური" მრწამისისა.

865 წელს პაპმა ნიკოლოზმა შემოირიგა დაპირისპირებული ეპისკოპატი და ლოთარინგიის უეცრად დასნეულებული  მონარქი, თუმცა უკმაყოფილო ბერები მაინც დარჩნენ და მათმა ნაწილმა კონსტანტინეპოლს შეაფარა თავი. ზუსტად, ეს ბერები უნდა ყოფილიყვნენ დასავლეთის ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც "ამხელდნენ" რომის პაპს. ზუსტად ამ გარემოებით, აიხსნებოდა ამ კრებაზე რომის პაპის ლეგატების დაუწრებლობა.

კრებაზე არ იყვნენ მოწვეულნი არც ბრალდებული მხარე (პაპი ნიკოლოზის ან მისი წარმომადგენლების სახით), არც ბულგარეთის წარმომადგენლები.რაც ნამდვილად კანონიკურ დარღვევას წარმოადგენს მსოფლიო კრების ავტორიტეტის გამოყენებით ბულგარელებისგან უნდა მოეთხოვათ ოეკუმენის ეკლესიის იურისდიქციაში დაბრუნებულიყო..

867 წელს ჩატარდა კრება, რომელმაც შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო

1. ქრისტიანული მისია ბულგარეთში კანონიკური დარღვევვეის და ფილიოკვეს გამოყენების გამო ანათემას გადაეცა.
2.რომის პაპი ნიკოლოზი გამოცხადდა გადაყენებული და ანათემას გადაეცა capitula diabolica-ში აღნიშნული ბრალდებების საფუძველზე. ხოლო დასავლეთის იმპერატორს ლუდოვიკო II ეთხოვებოდა რომის აღება და მსოფლიო კრების დადგენილების სისრულეში მოყვანა.

****

ზუსტად ამ კრების დასრლებისთანავე, რომეების იმპერიაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, იმპერატორი მიხეილ III მოკლეს და ტახტზე ბასილი I მაკედონელი ავიდა. პატრიარქი ფოტიუსი გადააყენეს და გადაასახლეს. ოეკუმენის პატრიარქის კათედრას კვლავ უკანონოდ გადაყენებული პატრიარქი ეგნატიუსი დაეუფლა.

***
ელჩები რომლებსაც 867 წლის კრების დადგენილებები უნდა ჩაეტანათ დასავლეთში, უკან დააბრუნეს, გაიგზავნა ახალი ელჩობა რომში, რომ პაპი ნიკოლოზისთვის ამბაბი ეუწყებინა , მისი ყველა მოთხოვნის შესრულების და კონსტანტინეპოლის კანონიერი პატრიარქის თავის კათედრაზე დაბრუნების შესახებ.

***
იმაზე წელს გარდაიცვალა პაპი ნიკოლოზი, რომელმაც ვერც კი შეიტყო თავისი უცაბედი გაკვეთის და პატრიარქ ეგნატიუსის კათედრაზე აღდგენის ამბავი.

***

879-880 წლების დიდმა კრებამ, რომელსაც პატრიარქი ფოტიუსი თავმჯდომარეობდა, გააბათილა 867 წლის კრების დადგენილებები.

***

პატრიარქი ფოტიუსი თავის ფუნდამენტურ შრომაში - "მისტაგოგიაში" რომის პაპის ნიკოლოზს ბრალს დევს იმაში, რომ პაპის მეცადინეობით რომის ეკლესიის ლიტურღიკული პრაქტიკიდან ამოიღეს  სარწმუნოების სიმბოლოს გამოყენება. თითქოს ამით, პაპი უფრო მოხერხებულად შეძლებდა  ფილიოკვეს გამოყენებას.

თუმცა სინამდვილეში, სარწმუნეობის სიმბოლო არასდროს გამოიყენებოდა რომის ეკლესიის ლიტურღიკულ პრაქტიკაში და პაპი ნიკოლოზი არასდროს თანაურგძნობდა ფილიოკვეს დამატებას მრწამსში.


****

ღვთაებრივი დიონისე ღმერთის,ღმრთის შეცნობის, იერარქიის შესახებ

დიონისე არეოპაგელის/ფსევდო დიონისე არეოპაგელის  ტრაქტატებს აქტიურად იყენებენ როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის მამები და განსაკუთრებით მისტიკოსები - თომა აქვინელი და გრიგორი პალამა.

ღვთაებრივი დიონისეს მიხედვით, შეცნობასა და დიდ ნათელზე აღმატებულია "ღვთაებრივი წყვდიადი", სადაც ღმერთი მყოფობს. მისი აზრით, ღმერთის ხილვა შეუძლებელია. მას ის "ზე-არსს" უწოდებს, რომელიც აზრსა და ყოფიერებაზე ზემდგომია და შეცნობას არ ექვემდებარება.

***

ღვთაებრივი დიონისესთვის მაცხოვარი ადამიანის ბუნების მქონეა. როდესაც "ზე არსმა" ადამიანთა ხსნისთვის მიიღო ადამიანური არსი ხატად  ადამიანობისა და 'ზე-ადამიანობისა".

***

დიონისესთვის მაცხოვარი მოქმედებდა არც ღვთაებრივად და არც ადამიანურად, არამედ ახალი ღმერთკაცობრივი მოქმედებით (ან ენერგიით).

***

დიონისე ბერ დემოფილესადმი წერილში, ამბობს რომ ღმერთის შეცნობა მხოლოდ სათნოებებითაა შესაძლებელი.ის უდიდესს სათნოებაზე თავმდავლობაზე საუბრობს, რომელიც ღვთის შეცნობისთვის უმნიშვნელოვანესია. დიონისეს  მოსეს და დავით მეფსალმუნის მაგალითი მოჰყავს. დიონისე ბერს მოუწოდებს დაექვემდებაროს იერარქიას - დიონისეს მიხედვით, ღმერთი მსაჯულია, ეპისკოპოსები - ღმერთის განსჯის განმარტებლები არიან, მღვდელი - ანგელოზია, ეპისკოპოსის შემდეგ ღვთის სჯათა განმარტებელი, ხოლო დიაკნების მეშვეობით უშუალოდ ბერმა უნდა მიიღოს ღვთაებრივი ჭეშმარიტებანი.

***
წმიდათა წმიდასთან ჯერ დგანან ღვდელმთავრები, შემდეგ მღვდლები და შემდეგ დიაკვნები. ხოლო ბერების ადგილი საკურთხევლის კარებთანაა.
***
წერილში ტიტეს მიმართ, ღვთაებრივი დიონისე ამბობს, რომ ღვთის საიდუმლოების ჭვრეტა შესაძლებელია გრძნობადი სიმბოლოების მეშვეობით., რომელიც უმრავი გვხდება წმინდა წერილში.

(გამოვიყენე დიონისე არეოპაგელის წერილები გაიუს თერაპევტისა და სხვების მიმართ)


Saturday, 14 January 2017

ნეტარი თეოდორიტეს აზრები უფლის სხეულის შესახებ

ნეტარი მამის მიხედვით, მკვდერით აღდგომილი მაცხოვრის სხეულმა მიიღო უკვდავი, უხრწნელი და უვნებო სახე.

****
დახშულ კარში ისე შევიდა, როგორც გამოვიდა საშოდან, ქალწულებრივი ბეჭდის დაურღვევლად

****




ნეტარი თეოდორიტე კვირინელი ბუნებათა შეერთების შესახებ

ნეტარი თეოდორიტე უარყოფს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შერწყმას, აგრეთვე ადამიანური ბუნების შთანთქმას ღვთაებრივი ბუნების მიერ.


***

ერისიარქის - არქიმანრდიტ ევტიქეს მიმდევრების  პოზიცია კი   ასეთია - ღვთაებრივი ბუნება ისე შთანთქამს ადამიანურს, როგორც -  ზღვა  ტკბილი წყლის წვეთს, რომელიც მყისვე ქრება, ზღვის წყალს შეერევა.

ნეტარმა თეოდორიტმა კი  ბრძანა, რომ ზღვასა და წვეთს შორის მხოლოდ ხარისხობრივი და რაოდენობითი განსხვავებაა. აქვთ ერთნაირი ბუნება ნესტიანობისა და თხევადობისა.ორივე არის ქმნილი და უსულო...ამიტომაც მათი შერწყმა, ერთის მიერ მეორის შთანთქმა გასაკვირი არაა..ნეტარი თეოდორიტე აღნიშნავს, რომ განსხვავება ღვთაებრივსა და ადამინურ ბუნებას შორის უსასრულოა, და მათი შერება შეუძლებელია.

ნეტარ თეოდორიტეს მზის და ჰაერის მაგალითი მოჰყავს.

აღმავალი მზე მთელ ჰაერს "აცისკროვნებს". მზით განათებული ჰაერი  არ კარგავს თავის თვისებებს, სინათლის დროს ჩვენ ვგრძობთ სიმშრალეს და ნესტიანობას, სითბოს და სიცივეს. სინათლის გარეშე კი ჰაერი უცვლელია და ჰაერად რჩება.

*****

მეორე მაგალითი ნეტარი თეოდორიტისა:

ცეცხლის და რკინის მაგალითი

ცეცხლში ჩაგდებული რკინა გავარვარდება, მაგრამ არ კარგავს თავის  ბუნებას და ცეცხლს არ შეერწყმება.

/გამოყენებული ლიტერატურა - ნეტარი თეოდორიტე კვირინელი, ერანისტი/


Friday, 13 January 2017

პატრიარქი ფოტიუსი და პაპი ნიკოლოზი (ნაწილი II) - ბულგარეთის საკითხი


რომთან კონფლიქტმა პატრიარქ ფოტიუსს მნიშვნელოვნად  შეურყია პოლიტიკური მდგომარეობა. ამ წარუმატებლობას კიდევ დაემატა წარუმატებლობები "ბულგარეთის ფრონტზე".
865 წელს ბულგარეთის მთავარმა ბორისმა გადაწყვიტა რომეების იმპერიის მეკავშირედ გახდობა და ბიზანტიელი სამღვდელოებისგან ნათლობის მიღება განიზრახა. ისტორიულად ბულგარეთი რომეების იმპერიის სამხედრო მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა და ბულგარეთის სამთავროს ქრისტიანობაზე მოქცევა, იმპერიის ორბიტაზე ბულგარეთის დამკვიდრებას ნიშნავდა. მაგრამ გაუგებარი მოტივაციით პატრიარქმა ფოტიუსმა ბულგარეთის მთავარს ბულგარეთში ეპისკოპოსის გაგზავნაზე უარი უათხრა. რომეების იმპერიიდან ამ სამთავროში მხოლოდ მღვდლები იყვნენ წარგზავნილნი. ამან გამოიწვია ბულგარეთის მთავრის ბორისის განაწყენება და ბულგარეთის პოლიტიკური სიმპათიები რომისკენ გადაიხარა. 866 წელს მთავარი ბორისი რომში ელჩობას აგზავნის და რომის სამოციქულო საყდარს ეპისკოპოსის გამოგზავნას სთხოვს ბულგარეთის ეკლესიის სამმართავად.
იმ პერიოდში რომი ბულგარეთის ტერიტორიას თავის იურისდიქციაში მიიჩნევს. ვინაიდან ბულგარეთი ილირიკიის დიოზესში შედიოდა, რომელიც ხატმებრძოლი რომეების იმპერატორების დროს ჩამოერთვა რომის სამოქიცულო საყდარს და კონსტანტინეპოლის ოეკუმენური საპატრიარქო კათედრას დაექვემდებარა. ამ აქტს რომი უკანონობად მიიჩნევდა და არ აღიარებდა. ასე რომ ილირიკის დიოცეზი რომისა და კონსტანტინეპოლის საყდრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.
პაპმა ნიკოლოზმა მაშინვე გააგზავნა ბულგარეთში მრავალრიცხოვანი ელჩობა, რომელსაც რამოდენიმე იტალიელი ეპისკოპოსი და უამრავი მღვდელი ახლდა. ამ წარმატების აღფრთოვანებულმა ბულგარეთის მთავარმა ბორისმა თავისი სამთავროდან ბიზანტიელი მღვდლების განდევნა გადაწყვიტა.
ბიზანტიელი სასულიერო პირების განდევნის ამბავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კონსტანტინეპოლში. ბულგარეთის რომზე ორიენტაცია დიდი საფრთხის მომცველად მოიაზრებოდა რომეების დედაქალაქში. რომის კათედრისადმი ბულგარეთის დაქვემდებარება ოეკუმენის ახალი პატრიარქის ფოტიუსის პოლიტიკური დასაყრდენის - საიმპერიო კარის ელიტის აღშფოთებას იწვევდა, საიმპერიო წრეებში მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება დასავლელი მისიონერების მიერ ბულგარეთის დაპყრობის დაგმობის შესახებ. ამისათვის საიმპერიო კარმა მსოფლიო კრების მოწვევა განიზრახა.
მაგრამ მსოფლიო კრების მოწვევისთვის საჭირო იყო მწვალებლობის არსებობა, რომელიც უნდა დაეგმო მსოფლიო კრებას. პოლიტიკური მოტივებით მსოფლიო კრება ვერ მოიწვეოდა. ამის გარდა მსოფლიო კრება ითვალისწინებდა დასავლეთის ეკლესიის მონაწილეობასაც, რაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან რომს ანათემაზე ჰყავდა გადაცემული ფოტიუსი. ზუსტად ამ რეალიებიიდან გამომდინარე დაიწერა ფოტიუსის ცნობილი საოლქო მიმართვა 867 წელს.


Wednesday, 11 January 2017

ღვთაებრივი ბასილის თავსატეხი და ფერარო-ფლორენციის კრება

                                                                                       ბესარიონ ნიკეელი თავის მოგონებებში წერს (უნიატი ბერძენი, თარგმანი ჩემია) -

"კრებაზე იყო ხუთი, უფრო ზუსტად ექვსი კოდექსი (იგულისხმება წმინდა ბასილი დიდის თხზულებანი) : ოთხი პერგამენტისა და ძალიან ძველი, და ორი პაპირუსზე დაწერილი. პირველი ოთხი კოდექსიდან სამი მიტილენის მთავარეპისკოპოსს ეკუთვნოდა, მეოთხე - ლათინებს; პაპირუსზე დაწერილებიდან კი ერთი ჩვენი იმპერატორისა იყო, სხვა - უწმინდესი პატრიარქისა, რომელიც მას თან ჰქონდა წამოღებული ქსანფოპულთა მონასტრიდან. ამ ექვსი კოდექსიდან ხუთი შეიცავდა ნახსენებ გამონათქვამს ისე, როგორც მე ახლა დავძინე, ანუ რომ სული წმინდა მისგან (ძისგან) იღებს არსებობას (ყოფიერებას) და ამ მიზეზზე ანუ ძეზე არის დამოკიდებული. მხოლოდ ერთი კოდექსი, სახელდობრ პატრიარქისა, შეიცავდა (აღნიშნულ ადგილს) განსხვავებულად, ისე თითქოს  ვინმეს შეემოკლებინა ის, და  ერთი დაემატა, სხვა გამოეკლო"

ანუ ერთი კოდექსი იყო ლათინური (ფილიოკვეთი) და ხუთი კოდექსი იყო ბერძნული, რომელთაგან მხოლოდ ერთი ყოფილა ფილიოკვეს გარეშე, დანარჩენი ოთხი კი ფილიოკვეს შეიცავდა. ბესარიონ ნიკეელი შემდეგ დასძენს, რომ კიდევ ორი კოდექსი შემდეგ "გაფუჭდა" (ანუ მოხდა ფილიოკვეზე ფრაზის ამოღება, რედაქტირება).

ბერძენმა მეცნიერმა ალექსასმა ამ საკითხზე გამოკვლევა ჩაატარა.



A. Alexakis, The Greek Patristic Testimonia Presented at the Council of
Florence (1439) in Support of the Filioque Reconsidered 
მოახერხა თუ არა მან  ექვსივე კოდექსის შესწავლა და შედარებითი ანალიზი- ღიად რჩება.



...


ნეტარი თეოდორიტე კვირინელი ღმერთის ხილვის შესახებ

ნეტარი თეოდორიტე კვირინელის მოსაზრებანი ღვთაებრივი ბუნების შეცნობის და ხილვის შესახებ

წმინდა წერილში ხშირად გხვდება ადგილები, სადაც ღმერთის ადამიანს ეცხადება.

მაგალითად, შესაქმის წიგნში ღმერთი ეცხადება აბრაამს მამრეს ხესთან; წინასწარმეტყველ ესაიას ეცხადება უფალი ტახტზე მჯდომი, უფალი ეცხადებოდა დანიელსაც და იეზეკიელსაც და მოსესაც. გამოდის რომ ადამიანთათვის ხილული იყო ღვთაებრივი ბუნება?

და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა. (გამოსვლათა 33:20)

თუ ეს ასეა, მაშინ რა იხილეს მოსემ, ესაიამ და სხვებმა?

ნეტარი თეოდორიტე კვირინელის მიხედვით, კაცთმოყვარე უფალი ადამიანებს ეცხადება იმ საზომით, რამდენსაც ის ადამიანები დაიტევენ მისი ხილვის შესაძლებლობების მიხედვით.

და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე. (ოსია 12:10)

ნახსენებია სიტყვა "ვემსგავსე", დამსგავსება კი ნამდვილთან დაახლოებას ნიშნავს, მსგავსება თავად ხილულ საგანს ხომ არ ნიშნავს. თეოდორიტე კვირინელს მეფის პორტრეტის რეალურ მეფესთან შედარების მაგალითი მოაქვს.პორტრეტი მეფის ბუნებას ხომ არ წარმოადგენს.

ანგელოზებთან დაკავშირებით ნეტარი ტეოდორიტე ამბობს, რომ მათთვისაც  უხილავია ღმერთის არსი, რომ ისინი მხოლოდ ღმრთის დიდებას ხედავენ.


1341 წლის კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრებები



1341 წლის კრება შეეხება წმ.გრიგორი პალამას და ვარლამ კალაბრიელის დავას, რომელიც 1335-41 წლებში მიმდინარეობდა.  აღნიშნული დაპირისპირება ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ. 1335-37 წ.წ. - იყო დავა სწავლებასთან დაკავშირებით, ხოლო 1337-41 წლებში - ისიხაზმთან დაკავშირებით.

პირველ ეტაპზე პოლემიკა ორ საკითხს ეხებიდა -

1. ადამიანის ცოდნის ბუნება ღმერთის შესახებ
2. წარმართული ფილისოფიის გამოყენება ღვთისნეტყველებაში (თეოლოგიაში)

მეორე ეტაპზე კი კამათი ვარლაამ კალაბრიელის ბრალდებებზე იყო. ვარლაამ კალაბრიელმა ისიხასტი ბერები მესალიანელთა ერესში დაადანაშაულა.

* მესალიანელები  (μεσσαλιανοί)  - ერესი, რომელიც მონასტრებში იყო გავრცელებული.მესალიანელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ლოცვას.

უკვე 1337 წელს ვარლამ კალაბრიელი თესალანოკში შეხვდა ისიხასტ-ბერებს და მათთან დიალოგის შემდეგ, ისინი მწვალებლობაში დაადანაშაულა.ვარლამი ისიხასტ ბერებს "ომფალოფსიქებს" უწოდებს.  ომფალოფსიქები ლოცვითი პრაქტიკის დროს  ნიკაპით ჭიპს უნდა შეხებოდნენ.

კრებამ ვარლამის ბრალდებები უსაფუძვლოდ მიიჩნია და ვარლამს ბერების დადანაშაულების შეწყვეტისკენ მოუწოდა.უკვე 1337 წელს თესალონიკში წმ.გრიგორი პალამა ჩადის, რომელიც ვალამის ისიხასტ ბერებთან შერიგებას ცდილობს.

უკვე 1338 წლის გაზაფხულზე პალამა თავის პირველ ტრიადას წერს ისიხასტი ბერების დასაცავად...ამასობაში ვარლაამიც აქვეყნებს თავის ანტიისიხასტურ ტრაქტატებს.

1339 წელს, როდესაც ვარლაამ კალაბრიელი ავინიუნში იყო წარგზავნილი რომის პაპთან აუდინციაში ( ეს საიდუმლო მისია მას რომეების იმპერატორმა დააკისრა),პალამამ დაწერა მეორე ტრიადა, სადაც კვლავ გააკრიტიკა ანტიკური ფილოსოფია და განმარტა ისიხასტური ლოცვის მნიშვნელობა.

1339/40 წლების ზამთარში ვარლმმა  დასავლეთ ევროპიდან დაბრუნებისთანავე გამოაქვეყნა თავისი მორიგი ტრაქტატი - "მესელიანთა წინააღმდეგ".ამასობაში გრიგორი პალამა ათონზე ჩადის და ათონზე ავტორიტეტული ბერების თაოსნობით, ორგანიზებას უკეთებს ადგილობრივ კრებას, რომელიც იღებს მთაწმინდის ტომოსს. მთაწმინდის ტომოსში გაიგმო ვარლამის იდეების, მისი სახელის მოხსენიების გარეშე.

ზუსტად ამ დროს გრიგორი პალამა წერს მესამე ტრიადას, რომელშიც საუბრობს თაბორის ნათელზე როგორც უქმნელ ენერგიაზე, განღმრთობაზე და ენერგიის და ღვთაებრივი არსის განსხვავებაზე.

****


1340 წელს, მას შემდეგ რაც ვარლამ კალაბრიელმა დაადანაშაულა ათონის ბერები მესალიანთა ერესში. გრიგორი პალამა და ათონის ბერებ დაიბარეს საკითხის გარკვევისთვის.

1341 წლის ივნისში შედგა კრება.ამ კრებაზე ვარლაამა გააკრიტიკა ისიხასტების ლოცვითი პრაქტიკები და სწავლება თაბორის ნათელის შესახებ, რომელიც ვარლაამს ქმნილად მიაჩნდა.

გრიგორი პალამამ თავი დაიცვა.კრებაზე წაკითხულ იქნა ვარლამის ტრაქტატები.კრებამ ვარლამს აუკრძალა ბერების კრიტიკა და გრიგორი პალამისთვის ბოდიში მოახდევინა.

კრების დადგენილების მიხედვით აიკრაძალა ზემოთ მოყვანილ საკიტხებზე წერილობითი და ზეპირი მსჯელობა. უკვე 1341 წლის 10 ივნიის კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იოანე XIV კალეკამ გაავრცელა საოლქო მიმართვა ამ კრებასთან დაკავშირებით, ვარლამის ტრაქტატები და დაწვეს.



Monday, 9 January 2017

შეხვედრა ცნობილ პატროლოგთან

ფილმი "მეწაღე"

 საინტერესო ამერიკული ფილმი მეწაღეზე

http://kinoprofi.org/3131-sapozhnik-2015.html


ქართული ეკლესიის ისტორიისთვის

ანტიოქიის პატრიარქის ტიტულში იბერიაც არის ნახსენები.

*****
მე-6 მსოფლიო კრება ადასტურებს ქართველ კათალიკოსთა თანასწორობას 5 ძველ პატრიარქთან მიმართებით. ამიტომაც ფერარო-ფლორენციის კრებაზე იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი იყო მე-6 ხუთი მთავარი პატრიარქის შემდეგ (რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის).. კათალიკოსის პატივის დადასტურება არ ნიშნავს ავტოკეფალიის მინიჭებას, როგორც ეს მოხდა კვიპროსის ეკლესიის შემთხვევაში ეფესოს მესამე მსოფლიო კრების დროს 431 წელს.

****

წმ.ნინო კაპადოკიელი იყო და მოღვაწეობა კაპადოკიიდან დაიწყო.შემდეგ თავი შეაფარა არმენიას და არმენიიდან  ქართლში დაიწყო ქადაგება.

თუკი 326 წელს ქართლში ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადდა, მაშინ ქართლის მოქცევა რამოდენიმე წლით ადრე მოხდებოდა (დაახლ. 318-320წ.წ. მაინც) ...მირიან მეფე ელჩებს კონსტანტინეპოლში ვერ გააგზავნიდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ იმ პერიოდში ეს ქალაქი არ არსებობდა. ელჩები გაიგზავნებოდა რომში.

***

ერთი ვერსიით ქართული ეკლესია ანტიოქიური წარმომავლობისაა..ანუ იმპერატორმა კონსტანტინემ იბერიის საეკლესიო სტრუქტურის ჩამოყალიბება ანტიოქიის საყდარს ჩააბარა
მეორე ვერსიით კაპადოკოური წარმომავლობისაა. ანუ ქართული ეპისკოპატი იკუთხებოდა კესარია-კაპადოკიის სამიტროპოლიტო კათედრის მიერ, მსგავსად სომხური ეპისკოპატისა.


*****

ნანა დედოფალი ბერძენი იყო, ასე რომ ბიზანტოფილური დამოკიდებულება მირიან მეფისა აშკარაა.

ის მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართლის სამხრეთში არმენიაში ქრისტიანობა უკვე იყო გამოცხადებული სახელმწიფო რელიგიად და საეკლესიო სტრუქტურა შედარებით ადრე ჩამოყალიბებული იყო.

წმინდა გრიგოლ პართელი - კურთხევას კესარია-კაპადოკიის კათედრიდან იღებდა..ანუ ისიც ბიზანტოფილი იყო, თავისი ირანული წარმომავლობის მიუხედავად.

****
ქართლის მეფე მირიანი და არმენიის მეფე თრდატი მძახლები გახდნენ დაზავების შემდეგ. ქართლის უფლისწული რევი და არმენიის პრინცესა სალომე უჯარმელი ცოლ-ქმარი იყვნენ, ხოლო მათ ვაჟს -  უფლისწულ თრდატს ქართლში უმეფია კიდეც.

***
აშკარაა რომ პრორომაულ პოლიტიკაში მირიანი და თრდატი მოკავშირეები იყვნენ.

***


ჩემის აზრით ანტიოქიის ეკლესია არ წარმოადგენს იბერიის ეკლესიის დედა-ეკლესიას.

****
ქართული ეკლესია, სომხურ და ალვანურ ეკლესიებთან ერთად წარმოადგენდა თვითმყოფად ეკლესიას, რომელსაც სათავეში მთავარეპისკოპოსი ჰყავდა.- სამივე ეკლესია შეიძლება კაპადოკიური წარმომავლობის ეკლესიებად მივიჩნიოთ.

***
ქართლის სამეფო არ შედიოდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, ამიტომაც მისი ყოფნა ანტიოქიის საპატრიარქოს ქვეშ საეჭვოდ მიმაჩნია.

****

მიქაელ მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის დროს მეფე ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქის მეშვეობით კათალიკოსობა შემოიღო საქართველოში ანუ აკურთხა ალტერნატიული ეპისკოპოტი კათალიკოსის მეთაურობით.

***

608 წლამდე ქართული ეკლესია "ზენონის ჰენოტიკონის" ერთგული იყო.  სომხურ და ალვანურ ეკლესიებთან ერთად მონაწილეობდა რიგ კრებებში (მაგ.დვინის კრებები). ეს ბუნებრივია, ვინაიდან მე-4-6 საუკუნეებში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები პოლიტიკურადაც ერთად გამოდიოდნენ ასპარეზზე ( ვახტანგ გორგასლის და ვაჰან მამიკონიანის ანტიირანული აჯანყებები და სხვ).

****

თეზისი იმის შესახებ, რომ ირანი მხარს უჭერდა მონოფიზიტურ ერესს არადამაჯერებელია. ირანი მხარს უჭერდა მაზდეანობის გავრცელებას (მაგ.ვარსქენ პიტიახშის შემთხვევა). ირანის ნაციონალური ეკლესია კი გახლდათ აღმოსავლეთის ეკლესია საკათალიკოსო კათედრით სელევკია-ქტესიფონში, რომელსაც ნესტორიული ქრისტოლოგია აქვს.

****

მონოფიზიტობა უფრო შიდაბიზანტიური მოვლენა იყო და ირანთან ნაკლები შეხება ჰქონდა.

****

ქართული ეკლესია ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების (451წ) ოროსს მხოლოდ მე-7 საუკუნის დასაწყისში შეუერთდა ( იმპერატორ მავრიკიუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში, ქართველთ-სომეხთა გაყრა, არმენიაში ალტერნატიული ქალკედონიტური საკათალიკოსოს დაფუძნება).

მანამდე ქართული ეკლესია "ზენონის ჰენოტიკონის" დაცვის ერთგული იყო არმენიის და ალვანეთის ეკლესიებთან ერთად.


საინტერესოა, როგორი წეს-ჩვეულებები ჰქონდა  ქართულ ეკლესიას მეფეების მირიანის და ვახტანგის დროს. გამოსაკვლევია წმინდა გრიგოლ პართელის "იერუსალიმური რჯული" რომლისადმი ერთგულებას უმტკიცებდნენ სომეხ ოპონენტებს  ქართლის კათალიკოსები  კირიონი და არსენ საფარელი.






წმინდა ბასილი დიდის ჰომილია ქრისტეშობაზე

თეზისების სახით, შევეცდები ჩამოვაყალიბო ჩემთვის საინტერესო პასაჟები.

1. ბასილი დიდი საუბრობს ღვთაებივი ბუნების ადამიანურ ბუნებასთან შეერთებაზე, არც ერთი ბუნების  დაკნინების გარეშე.
2. ქრისტეშობით ადამის წყევლა გაუქმდა (მიწა ხარ, მიწად იქცევი  დაბ. 3, 16)
3. ბასილი დიდი ქრისტეშობას - ღვთის გამოცხადებას უწოდებს.


Saturday, 7 January 2017

პატრიარქი ფოტიუსი და პაპი ნიკოლოზი (ნაწილი I)

ფოტიუსმა საპატრიარქო ტახტზე ასვლისთანავე დააგზავნა ენტრონისტიკა რომის პაპ ნიკოლოზს და აღმოსავლეთის პატრიარქებს. აღმოსავლეთის პატრიარქებმა მყისვე მხარი დაუჭირეს ახლად ინტრონიზებულ პატრიარქს. იმ პერიოდში იმპერია არაბთა ხალიფატისგან შევიწროებას განიცდიდა და აღმოსავლეთის პატრიარქები იმპერიის ნებისმიერ წამოწყებას უჭერდნენ მხარს, რას შეეხება რომის პაპს, მისგან აღიარების  მიღება საკმაოდ რთული იყო...

პაპი თავიდანვე იყო ჩართული "ფოტიუსის საქმეში", განკვეთილი სირაკუზის მიტროპოლიტის გრიგორი ასვესტის  მეშვეობით, რომელმაც აპელაციით მიმართა რომს, ვინაიდან გრიგორი ასვესტი  კონსტანტინეპოლის პატრიარქ ეგნატიუსის მიერ მის განკვეთას უკანონოდ მიიჩნევდა.

859 წელს რომში ელოდებოდნენ პატრიარქ ეგნატიუსისგან  სირაკუზის მიტროპოლიტის საქმეზე ბრალდებებს. თუმცა ახლა უკვე თავად  კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ეგნატიუსმა დაკარგა კათედრა, და მის მაგივრად  ოეკუმენის საპატრიარქოს კათედრაზე ფოტიუსი აიყვანეს, თანაც ის პატრიარქად მღვდელმოქმედება შეჩერებულმა სირაკუზის მიტროპოლიტმა გრიგორ ასვესტამ აკურთხა... ასე რომ რომეების იმპერიაში მომხდარი ამ  დავიდარაბის პირობებში პაპი ნიკოლოზი ფოტიუსის ინტრონიზაციას არ აღიარებდა....

იმ პერიოდში რომის სამოციქულო საყდარი უზენაესი სასამართლო ინსტანციის პრეროგატივით სარგებლობდა. ფოტიუსის ოეკუმენის პატრიარქად აღსაყდრება სწორედ საეკლესიო კანონების უგულებელყოფით განხორციელდა. პაპ ნიკოლოზს ეჭვი შეეპარა ფოტიუსის პატრიარქად კურთხევის კანონიერებაში და პაპმა პატრიარქ ეგნატიუსის გადაყენების და ფოტიუსის პატრიარქად კურთხევის მიზეზებში დეტალურად გარკვევა გადაწყვიტა. პაპს აგრეთვე დააინტერესა, თუ რატომ რომში არ იყვნენ გაგზავნილი სირაკუზის  განკვეთილი მიტროპოლიტის გრიგორი ასვესტას ელჩები.

 ზემოთ დასახელებულ საკითხებში გარკვევისთვის რომის პაპმა კონსტანტინეპოლში თავისი ლეგატები გააგზავნა. მაგრამ საიმპერატორო კარის წნეხის ქვეშ მყოფმა ლეგატებმა თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და 861 წელს მათთვის სპეციალურად მოწვეულ კრებაში მიიღეს მონაწილეობა. (861 წლის ორმაგი კრება). ამ კრებაზე    ლეგატებმა აღიარეს ოეკუმენის პატრიარქის ეგნატიუსის გადაყენების კანონიერება და გაამართლეს  სირაკუზის  განკვეთილი მიტროპოლიტი გრიგორი ასვესტა.
რომში მიმავალ ლეგატებს ფოტიუსმა გაატანა კრების დადგენილება და თავისი არჩევის აპოლოგია, რომელშიც საერთოდ სიტყვა არ იყო თქმული ორ მნიშვნელოვან საკითხზე:
1. განკვეთილი მიტროპოლიტის გრიგორი ასვესტას მიერ ფოტიუსის პატრიარქად კურთხევაზე.
2. პატრიარქ ეგნატიუსის ძალადობრივი გზით გადაყენების საკითხზე.
ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ პატრიარქ ეგნატიუსს თავისი გადადმობის წერილიც არ ჰქონდა დაწერილი.
ეს ორი გარემოება, ფოტიუსის ოეკუმენის  - კონსტანტინეპოლის პატრიარქად აღსაყდრებას სრულებით კანონგარეშე აყენებდა. 861 წლის .. ორმაგი კრების შემდეგ  ფოტიუსს პაპის გულის მოგების და  საპასუხო კეთილგანწყობის იმედი ჰქონდა ამიტომ მან რომის პაპის ლეგატებს საშუალება მისცა რომ ძალით გადაყენებულ პატრიარქ ეგნატიუსზე სასამართლო მოეწყოთ და ამით რომის საყდრის პირველობაზე ხაზი გაესვათ.
  მაგრამ ფოტიუსის ამ მცდელობამ, რომ პაპის კეთილგანწყობა მოეპოვებინა დიპლომატიური კრახი განიცადა. პაპმა უარყო თავისი ლეგატების ქმედებანი და ამით ფოტიუსი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფოტიუსმა ხომ რომის კათედრიდან წარმომადგენლებს კონსტანტინეპოლშიტრიბუნალისმოწყობის საშუალება მისცა და ამისგან ვერაფერს მიაღწია.
 ამასობაში ძალით გადაყენებულმა ოეკუმენის პატრიარქმა ეგნატიუსმა რომის სამოციქულო საყდარს აპელაციით მიმართა. მისი  სააპელაციო წერილი რომში ნეტარმა თეოქტისტე სტუდიელმა ჩაიტანა. რომის პაპმა სრულებით კანონიერად გადაწყვიტა რომში სააპელაციო სასამართლოს მოწყობა და ფოტიუსისგან წარმომადგენლების რომში გაგზავნა მოითხოვა.
ფოტიუსმა რომში თავისი წარმომადგენლები არ გააგზავნა და 863 წელს რომში კრება ჩატარდა ფოტიუსის წარმომადგენლების გარეშე. რომის კრებამ აღიარა ეგნატიუსის ოეკუმენის პატრიარქობის კანონიერება, ხოლო ფოტიუსი უზურპატორად გამოაცხადა, იმ მიზეზით რომ ფოტიუსი ცოცხალი პატრიარქის არსებობის დროს იყო დანიშნული და განკვეთილი მიტროპოლიტის მიერ იყო ხელდასხმული . 863 წლის რომის კრებამ ფოტიუსი, გრიგორი ასვესტა და მათი მომხრეები ათემას გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ ოეკუმენის  საპატრიარქოში არსებული საეპისკოპოსო კათედრებზე ეგნატიუსის მომხრეების ფოტიუსის მომხრეებით ხდებოდა ჩანაცვლება, რომთან კავშირის გაწყვეტამ ახალი პატრიარქის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეარყია  იმპერიაშიგადაყენებული პატრიარქის ეგნატიუსის მომხრეების რიგები სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა. ახალი პატრიარქის ფოტიუსის ერთადერთ დასაყრდენად საიმპერიო ხელისუფლება რჩებოდა, რომელიც აგრეთვე არ იყო რომთან ურთიერთობის გაწყვეტის მსურველი. თანაც იმ პერიოდში რომეების იმპერია დასავლეთის იმპერატორ ლუდოვიკო მეორესთან ერთად ბარიის არაბთა საამიროს წინააღმდეგ ლაშქრობას გეგმავდა.