ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Sunday, 15 January 2017

ღვთაებრივი დიონისე ღმერთის,ღმრთის შეცნობის, იერარქიის შესახებ

დიონისე არეოპაგელის/ფსევდო დიონისე არეოპაგელის  ტრაქტატებს აქტიურად იყენებენ როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის მამები და განსაკუთრებით მისტიკოსები - თომა აქვინელი და გრიგორი პალამა.

ღვთაებრივი დიონისეს მიხედვით, შეცნობასა და დიდ ნათელზე აღმატებულია "ღვთაებრივი წყვდიადი", სადაც ღმერთი მყოფობს. მისი აზრით, ღმერთის ხილვა შეუძლებელია. მას ის "ზე-არსს" უწოდებს, რომელიც აზრსა და ყოფიერებაზე ზემდგომია და შეცნობას არ ექვემდებარება.

***

ღვთაებრივი დიონისესთვის მაცხოვარი ადამიანის ბუნების მქონეა. როდესაც "ზე არსმა" ადამიანთა ხსნისთვის მიიღო ადამიანური არსი ხატად  ადამიანობისა და 'ზე-ადამიანობისა".

***

დიონისესთვის მაცხოვარი მოქმედებდა არც ღვთაებრივად და არც ადამიანურად, არამედ ახალი ღმერთკაცობრივი მოქმედებით (ან ენერგიით).

***

დიონისე ბერ დემოფილესადმი წერილში, ამბობს რომ ღმერთის შეცნობა მხოლოდ სათნოებებითაა შესაძლებელი.ის უდიდესს სათნოებაზე თავმდავლობაზე საუბრობს, რომელიც ღვთის შეცნობისთვის უმნიშვნელოვანესია. დიონისეს  მოსეს და დავით მეფსალმუნის მაგალითი მოჰყავს. დიონისე ბერს მოუწოდებს დაექვემდებაროს იერარქიას - დიონისეს მიხედვით, ღმერთი მსაჯულია, ეპისკოპოსები - ღმერთის განსჯის განმარტებლები არიან, მღვდელი - ანგელოზია, ეპისკოპოსის შემდეგ ღვთის სჯათა განმარტებელი, ხოლო დიაკნების მეშვეობით უშუალოდ ბერმა უნდა მიიღოს ღვთაებრივი ჭეშმარიტებანი.

***
წმიდათა წმიდასთან ჯერ დგანან ღვდელმთავრები, შემდეგ მღვდლები და შემდეგ დიაკვნები. ხოლო ბერების ადგილი საკურთხევლის კარებთანაა.
***
წერილში ტიტეს მიმართ, ღვთაებრივი დიონისე ამბობს, რომ ღვთის საიდუმლოების ჭვრეტა შესაძლებელია გრძნობადი სიმბოლოების მეშვეობით., რომელიც უმრავი გვხდება წმინდა წერილში.

(გამოვიყენე დიონისე არეოპაგელის წერილები გაიუს თერაპევტისა და სხვების მიმართ)


No comments:

Post a Comment