ამასობაში ოეკუმენის ახალმა პატრიარქმა ფოტიუსმა დაიწყო მსოფლიო კრების ორგანიზებისთვის მზადება და აღმოსავლეთის პატრიარქებს "საოლქო მიმართვით" მიმართა. კრების საბაბად იყო გამოყენებული დასავლური ეკლესიის ლიტურღიკული, კანონიკური განსხვავებები და რამოდენიმე ფრანკისტი სასულიერო პირის მიერ ბულგარეთში ქრისტიანული მისიისას "ფილიოკვეს" გამოყენება.
დაგეგმილ კრებაზე უნდა დაგმობილიყო დასავლური ეკლესიის ჩვეულებები - შაბათის მარხვა და ცელიბატი. ეს ჩვეულებანი ჯერ კიდევ 691-92წ.წ. ტრულის კრებამ დაგმო, თუმცა ცნობილი ფაქტი იყო, რომ რომის სამოციქულო საყდარი ტრულის კრების დადგენილებებს არასდროს აღიარებდა. პატრიარქმა ფოტიუსმა დასავლური ეკლესიის მიერ საეკლესიო კანონიკის დარღვევად აგრეთვე მიიჩნია ყველით და კვერცხით მარხვა დიდი წმინდა მარხვის პირველ კვირას; ბულგარელების ხელახალი მირონცხება დასავლელი სასულიერო პირების მხრიდან; მაგრამ ყველაზე მთავარ არგუმენტად ლათინების წინააღმდეგ ფოტიუსმა ფრანკი მისიონერების მიერ ბულგარეთში "ფილიოკვეს" გამოყენება ჩათვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ 861 წლის პაპი ნიკოლოზისადმი მიწერილ წერილში, პატრიარქი ფოტიუსი ლიტურღიკულ, კანონიკურ და ტიპიკონის განსხვავებებს ქრისტიანული სამყაროს სხვადსხვა კუთხეში ჩვეულებრივად და სრულებით დაშვებულად აღიარებდა. ზემოთ ჩამოთვლილ ლათინურ ჩვეულებებს დაბრკოლებლად მისდევდა სამხრეთ იტალიის სასულიერო დასი, რომელიც ოეკუმენის - კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურიდიქციაში შედიოდა.
რაც შეეხება "ფილიოკვეს", იმ პერიოდში ფილიოკვე იტალიაში არ გამოიყენებოდა და ბულგარეთში მისიით მყოფი იტალიელი ეპისკოპოსები მას ვერ გაავრცელებდნენ. ფილიოკვეს გამოიყენებდა ბულგარეთში მყოფი რამოდენიმე ფრანკისტი მღვდელი პასაუდან (ბავარია), რომელიც აგრეთვე ჩართული იყო იტალიელთა მრავალრიცხოვანი მისიის მოღვაწეობაში. რეალურად, პატრიარქმა ფოტიუსმა მოახდინა რამოდენიმე ფრანკისტი სასულიერო პირის მიერ ფილიოკვეს გამოყენების გადატანა მთელ ლათინურ მისიაზე ბულგარეთში.
მსოფლიო კრების ორგანიზებისთვის საჭირო იყო, დასავლეთის ეკლესიის მონაწილეობა.
იმ პერიოდში პაპ ნიკოლოზ ჰყავდა ოპოზიცია დასავლეთ-ფრანკისტული ეპისკოპატის სახით, რომელიც რეიმის მთავარეპისკოპოსის ჰინკმარის გარშემო გაერთიანდა. პაპს აგრეთვე რავენის მთავარეპისკოპოსი იოანეც უპირისპირდებოდა, რომელიც იმპერატორ ლუდოვიკოს II ეყრდნობოდა. პაპ ნიკოლოზს დიდი კონფლიქტი ჰქონდა ლოთარგიის სამეფოს კიოლნის და ტვირის მთავარეპისკოპოსებთან. 864 წელს გერმანულმა ეპისკოპატმა "საოლქო მიმართვაც" კი გაავრცელა პაპ ნიკოლოზის წინაღმდეგ (ე.წ.capitula diabolica). პაპთან დაპირისპირებულ დასავლეთის ეპისკოპოსებთან საქმიან მიმოწერაში იყო პატრიარქი ფოტიუსი, მიუხედავად მათი "ფილიოკვისტური" მრწამისისა.
865 წელს პაპმა ნიკოლოზმა შემოირიგა დაპირისპირებული ეპისკოპატი და ლოთარინგიის უეცრად დასნეულებული მონარქი, თუმცა უკმაყოფილო ბერები მაინც დარჩნენ და მათმა ნაწილმა კონსტანტინეპოლს შეაფარა თავი. ზუსტად, ეს ბერები უნდა ყოფილიყვნენ დასავლეთის ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც "ამხელდნენ" რომის პაპს. ზუსტად ამ გარემოებით, აიხსნებოდა ამ კრებაზე რომის პაპის ლეგატების დაუწრებლობა.
კრებაზე არ იყვნენ მოწვეულნი არც ბრალდებული მხარე (პაპი ნიკოლოზის ან მისი წარმომადგენლების სახით), არც ბულგარეთის წარმომადგენლები.რაც ნამდვილად კანონიკურ დარღვევას წარმოადგენს მსოფლიო კრების ავტორიტეტის გამოყენებით ბულგარელებისგან უნდა მოეთხოვათ ოეკუმენის ეკლესიის იურისდიქციაში დაბრუნებულიყო..
867 წელს ჩატარდა კრება, რომელმაც შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო
1. ქრისტიანული მისია ბულგარეთში კანონიკური დარღვევვეის და ფილიოკვეს გამოყენების გამო ანათემას გადაეცა.
2.რომის პაპი ნიკოლოზი გამოცხადდა გადაყენებული და ანათემას გადაეცა capitula diabolica-ში აღნიშნული ბრალდებების საფუძველზე. ხოლო დასავლეთის იმპერატორს ლუდოვიკო II ეთხოვებოდა რომის აღება და მსოფლიო კრების დადგენილების სისრულეში მოყვანა.
****
ზუსტად ამ კრების დასრლებისთანავე, რომეების იმპერიაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, იმპერატორი მიხეილ III მოკლეს და ტახტზე ბასილი I მაკედონელი ავიდა. პატრიარქი ფოტიუსი გადააყენეს და გადაასახლეს. ოეკუმენის პატრიარქის კათედრას კვლავ უკანონოდ გადაყენებული პატრიარქი ეგნატიუსი დაეუფლა.
***
ელჩები რომლებსაც 867 წლის კრების დადგენილებები უნდა ჩაეტანათ დასავლეთში, უკან დააბრუნეს, გაიგზავნა ახალი ელჩობა რომში, რომ პაპი ნიკოლოზისთვის ამბაბი ეუწყებინა , მისი ყველა მოთხოვნის შესრულების და კონსტანტინეპოლის კანონიერი პატრიარქის თავის კათედრაზე დაბრუნების შესახებ.
***
იმაზე წელს გარდაიცვალა პაპი ნიკოლოზი, რომელმაც ვერც კი შეიტყო თავისი უცაბედი გაკვეთის და პატრიარქ ეგნატიუსის კათედრაზე აღდგენის ამბავი.
***
879-880 წლების დიდმა კრებამ, რომელსაც პატრიარქი ფოტიუსი თავმჯდომარეობდა, გააბათილა 867 წლის კრების დადგენილებები.
***
პატრიარქი ფოტიუსი თავის ფუნდამენტურ შრომაში - "მისტაგოგიაში" რომის პაპის ნიკოლოზს ბრალს დევს იმაში, რომ პაპის მეცადინეობით რომის ეკლესიის ლიტურღიკული პრაქტიკიდან ამოიღეს სარწმუნოების სიმბოლოს გამოყენება. თითქოს ამით, პაპი უფრო მოხერხებულად შეძლებდა ფილიოკვეს გამოყენებას.
თუმცა სინამდვილეში, სარწმუნეობის სიმბოლო არასდროს გამოიყენებოდა რომის ეკლესიის ლიტურღიკულ პრაქტიკაში და პაპი ნიკოლოზი არასდროს თანაურგძნობდა ფილიოკვეს დამატებას მრწამსში.
****
No comments:
Post a Comment