თეზისები (ღვთაბერივი დიონისეს მიხედვით)
ყოველივე გრძნობიარე და ამქვეყნიურისგან უნდა განთავისუფლდეთ რომ შევძლოთ ღვთაებრივი წყვდიადის ნათების ჭვრეტა.
***
ღმერთი აღემატება ყოველივე დადასტურებას და უარყოფას.(აკოფატური ღვთისმეტყველება). ის შემქნელია ყოველივე არსებულისა და მიუწყდომელია ჩვენთვის. ამავე დროს მისი ჭვრეტა შესაძლებელია, მხოლოდ განშორებით წმინდისგან და უწმინდურისგან.
***
ღვთაებრივი დიანისე ყოფს ადამიანებს, ორ კატეგორიად. განდობილებად და არაგანდობილებად. მეორე კატეგორიას არ სწამს ქვეყენაზე ცოცხალის შემქვნელი ღმერთის.
***
ღმერთი უხილავვია, ამიტომაც მოსე წინასწარმეტყველმა იხილა არა ღმერთი, არამედ ადგილი სადაც ღმერთი იმ მყოფობდა.
მოსე შევიდა უცოდინრობის მისტიკურ წყვდიადში, სადაც შეუძლებელია რაიმეს შეცნობა, სრულებით დაკარგა მგრძნობელობა და მხედველობა და შემდეგ შუერთდა შეუცნობად უფალს.
***
ღვთაებრივი წყვდიადი - ზებუნებრივი მდუმარება - ზებუნებრივი ისიხია.
***
ღმერთს არ გააჩნია სხეული, ფორმა, სახება, ხარისხი, სიმაღლე, არ გააჩნია მხედველობითი და მგრძნობელობითი თვისებები, ის თავისუფალია შფოთისგან, ის არ არის უძლური, არ აქვს ნათელის ნაკლებობა, მისთვის არ არის დამახასიათებელი არამუდმივობა, ცვლილება, დამახინჯება, განყოფა და ა.შ. ყოველივე გრძნობითი მისთვის არ არის დამახასიათებელი (აკოფატური მეთოდი - ანუ უარყოფის მეთოდი)
***
არ არის გონი, არც სული, არც ცოდნა, არც ჭეშმარიტება, ის არც სინათლეა და არც სიბნელე...ის უსაზღვროთ მიღმაა ყოველივე არსებულისგან
P.S. დიონისე არეოპაგელი საუბრობს ღმერთის ტრანსცენდენტულობაზე, მასზე საუბრობისა იყენებს აკოპატურ, ანუ უარყოფის მეთოდს. თუმცა შეკითხევი მაინც იბადება..მაგ.თუ რატომ არ არის ღმერთი ნათელი ან სული?
No comments:
Post a Comment