"კრებაზე იყო ხუთი, უფრო ზუსტად ექვსი კოდექსი (იგულისხმება წმინდა ბასილი დიდის თხზულებანი) : ოთხი პერგამენტისა და ძალიან ძველი, და ორი პაპირუსზე დაწერილი. პირველი ოთხი კოდექსიდან სამი მიტილენის მთავარეპისკოპოსს ეკუთვნოდა, მეოთხე - ლათინებს; პაპირუსზე დაწერილებიდან კი ერთი ჩვენი იმპერატორისა იყო, სხვა - უწმინდესი პატრიარქისა, რომელიც მას თან ჰქონდა წამოღებული ქსანფოპულთა მონასტრიდან. ამ ექვსი კოდექსიდან ხუთი შეიცავდა ნახსენებ გამონათქვამს ისე, როგორც მე ახლა დავძინე, ანუ რომ სული წმინდა მისგან (ძისგან) იღებს არსებობას (ყოფიერებას) და ამ მიზეზზე ანუ ძეზე არის დამოკიდებული. მხოლოდ ერთი კოდექსი, სახელდობრ პატრიარქისა, შეიცავდა (აღნიშნულ ადგილს) განსხვავებულად, ისე თითქოს ვინმეს შეემოკლებინა ის, და ერთი დაემატა, სხვა გამოეკლო"
ანუ ერთი კოდექსი იყო ლათინური (ფილიოკვეთი) და ხუთი კოდექსი იყო ბერძნული, რომელთაგან მხოლოდ ერთი ყოფილა ფილიოკვეს გარეშე, დანარჩენი ოთხი კი ფილიოკვეს შეიცავდა. ბესარიონ ნიკეელი შემდეგ დასძენს, რომ კიდევ ორი კოდექსი შემდეგ "გაფუჭდა" (ანუ მოხდა ფილიოკვეზე ფრაზის ამოღება, რედაქტირება).
ბერძენმა მეცნიერმა ალექსასმა ამ საკითხზე გამოკვლევა ჩაატარა.
A. Alexakis, The Greek Patristic Testimonia Presented at the Council of
Florence (1439) in Support of the Filioque Reconsidered
მოახერხა თუ არა მან ექვსივე კოდექსის შესწავლა და შედარებითი ანალიზი- ღიად რჩება.
No comments:
Post a Comment