დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას სამგვარი მიდგომა აქვს ფილიოკვესთან დაკავშირებით.
ა. რადიკალური ტრადიციონალისტური
ამ მიდგომის მთავარი წარმომადგენელია კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფოტიუსი დიდი (ჩემის აზრით საკმაოდ წინააღმდეგობრივი, ოდიოზური ფიგურა!!!)
მე-19 და მე-20 საუკუნეებში ამ "რადიკალურად ტრადიციონალისტური" მიდგომის მქონე ავტორების მიერ უამრავი "დოგმატიკური სახელმძღვანელო " შეიქმნა .
(ზ.როსისი; ქრ.ანდრუტსოსი; პ.ტრემბელასი; მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი და სხვები.)
ბ. ზომიერი მიდგომა, რომელიც ფილიოკვეს უფრო შედარებით და შეზღუდულ მნიშვნელობას აძლევს.
ამ მიდგომას ემხრობა ცნობილი ისტორიკოსი და თეოლოგი ვასილი ბოლოთოვი.
ბოლოთოვის მიხედვით, არსებობს განსხვავება დოგმატს, თეოლოგუმენს და საღვისმეტყველო მოსაზრებას შორის.
1) დოგმატი ისაა, რაც ჭეშმარიტებას წარმოადგენს და უდავოა.
2) თეოლოგუმენია ის რაც ჭეშმარიტებასთან გვაახლოებს და ავტორიტეტულია
3) საღვთისმეტყველო მოსაზრება კი არის ამა თუ იმ ავტორის კერძო აზრი.
ბოლოთოვის აზრით, სულის მამისგან გამომავლობა არის დოგმატი; ფოტიუსის მიერ განვითარებული მოსაზრება, რომ სული მხოლოდ მამისგან გამოდის არის თეოლოგუმენი; ხოლო ნეტარი ავგუსტინეს თეზისი სულის "და ძისგან" გამომავლობის შესახებ - არის საღვთისმეტყველო მოსაზრება.
მამა სერგი ბულგაკოვი კი, ფორმულას "ძით" "ძის მეშვეობით", რომელიც საჯაროდ მეშვიდე მსოფლიო კრებაზე (787წ) იყო დეკლარირებული კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტარასის მიერ თეოლოგომენად მიიჩნევდა.
გ. ვლადიმერ ლოსკი და მისი მიმდევრების მიდგომა
ლოსკისთვის სწავლება ფილიოკვეს შესახებ "უცხო ცეცხლს" წარმოადგენდა.
ლოსკი, მეინდორფი, დმიტრი სტანილოე და სხვები "ფილიოკვისტური ჩიხიდან" გამოსვლას პალამიტურ სინთეზში ხედავდნენ, რომელზედაც შემდეგ გვექნება საუბარი.

No comments:
Post a Comment