ბლოგი ეძღვნება საღვთისმეტყველო და ისტორიულ საკითხებს

Thursday, 5 January 2017

ღვთაებრივი ლოგოსის- სიტყვის ჰიპოსტასის შესახებ


ქრისტოლოგიის საკითხებში ერთერთი ავტორიტეტული მამაა წმ.თეოდორიტე კვირინელი, რომელმაც თავისი ძირითადი სწავლება მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ თხზულებაში "ერანისტი" ჩამოაყალიბა. წმ.თეოდორიტე კვირინელს მიეწერება აგრეთვე მეოთხე მსოფლიო კრების - ქალკედონის კრების (451წ) მიერ მიღებული ოროსის ავტორობა (ან თანაავტორობა).

ესე იგი, ღვთაებრივმა ლოგოსმა (სიტყვამ) მიიღო  უჰიპოსტასო ადამიანური ბუნება.

შეცდომაა, როდესაც ვამბობთ რომ ქრისტეს აქვს ადამიანური ჰიპოსტასი. ქრისტეს აქვს ღვთაებრივი სიტყვის - ლოგოსის ჰიპოსტასი.

****
მონოფიზიტური ქრისტოლოგია იმით განსხვავდება ქალკედონიტური ქრისტოლოგიისგან, რომ მონოფიზიტებისთვის. - ლოგოსმა მიიღო ადამიანური ბუნება და  ერთ ღმერთკაცობრივ ჰიპოსტასად ჩემოყალიბდა, ერთიანი ღმერთკაცობრივი ბუნებით, ნებით და მოქმედებით. ამით ირღვევა ქრისტიანული ტრიადოლოგია, როდესაც ლოგოსის ჰიპოსტასი გარდაიქცევა ღმერთკაცის ჰიპოსტასად..


No comments:

Post a Comment