ამ კრებას მარ-ისააკის კრებასაც უწოდებენ. კრება სპარსეთის სასანიდური იმპერიის დედაქალაქში სელევკია-ქტესიფონში შედგა. კრება შაჰინშაჰმა იაზდეგერ I მოიწვია.
კრებაში აგრეთვე მიიღო მონაწილეობა მარტიროპოლისის ეპისკოპოსმა მარუტამ, რომლის აქტიური ჩარევითაც აღმოსავლეთის ეკლესიაში "ნიკეის სარწმუნეობა" და კანონები დამკვირდრა. ყოვლადსამღვდელო მარუტა წმინდა ეკლესიის "ელჩობას" წარმოადგენდა სასანიდურ სპარსეთში.
კრებამ სელევკია-ქტესიფონის ეპისკოპოსს - დიდი მიტროპოლიტის და მთავარეპისკოპოსის ტიტული მიანიჭა.
ამ პერიოდში ზოროასტრის მიმდევარმა სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰმა იაზდეგერ I ქრისტიანებს სარწმუნოების თავისუფლად აღმსარებლობის უფლება უბოძა.
ამ კრებამ ნიკეის პირველი მსოფლიო კრების ოროსი მიიღო. ნიკეის კრედოს ორი სირიული ვერსია არსებობს...ერთერთი შეიცავს "ფილიოკვეს" მეცნიერები ახლაც დაობენ, თუ რომელია ავთენტური.
დავუბრუნდეთ 410 წლის კრებას - ამ კრებაზე, რომის იმპერიიდან მივლინებულმა ეპისკოპოსმა მარუტამ კრებას 3 სახის რეფორმის ჩატარება ურჩია.
1. ყოველ ეპარქიაში უნდა ყოფილიყო თითო ეპისკოპოსი, სამი ეპისკოპოსისგან ნაკურთხი და სელევკია-ქტესიფონის მთავარეპისკოპოს- დიდი მიტროპოლიტის მიერ წერილობით დამტკიცებული.
2. კალენდრის რეფორმის ჩატარება და მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულის გაანგარიშება.
3. სარწმუნოების სიმბოლოს და ნიკეის კრების მრწამსის მიღება.
ეს სამივე პუნქტი კრებამ მიიღო.

No comments:
Post a Comment