ანტიოქიის პატრიარქის ტიტულში იბერიაც არის ნახსენები.
*****
მე-6 მსოფლიო კრება ადასტურებს ქართველ კათალიკოსთა თანასწორობას 5 ძველ პატრიარქთან მიმართებით. ამიტომაც ფერარო-ფლორენციის კრებაზე იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი იყო მე-6 ხუთი მთავარი პატრიარქის შემდეგ (რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის).. კათალიკოსის პატივის დადასტურება არ ნიშნავს ავტოკეფალიის მინიჭებას, როგორც ეს მოხდა კვიპროსის ეკლესიის შემთხვევაში ეფესოს მესამე მსოფლიო კრების დროს 431 წელს.
****
წმ.ნინო კაპადოკიელი იყო და მოღვაწეობა კაპადოკიიდან დაიწყო.შემდეგ თავი შეაფარა არმენიას და არმენიიდან ქართლში დაიწყო ქადაგება.
თუკი 326 წელს ქართლში ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადდა, მაშინ ქართლის მოქცევა რამოდენიმე წლით ადრე მოხდებოდა (დაახლ. 318-320წ.წ. მაინც) ...მირიან მეფე ელჩებს კონსტანტინეპოლში ვერ გააგზავნიდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ იმ პერიოდში ეს ქალაქი არ არსებობდა. ელჩები გაიგზავნებოდა რომში.
***
ერთი ვერსიით ქართული ეკლესია ანტიოქიური წარმომავლობისაა..ანუ იმპერატორმა კონსტანტინემ იბერიის საეკლესიო სტრუქტურის ჩამოყალიბება ანტიოქიის საყდარს ჩააბარა
მეორე ვერსიით კაპადოკოური წარმომავლობისაა. ანუ ქართული ეპისკოპატი იკუთხებოდა კესარია-კაპადოკიის სამიტროპოლიტო კათედრის მიერ, მსგავსად სომხური ეპისკოპატისა.
*****
ნანა დედოფალი ბერძენი იყო, ასე რომ ბიზანტოფილური დამოკიდებულება მირიან მეფისა აშკარაა.
ის მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართლის სამხრეთში არმენიაში ქრისტიანობა უკვე იყო გამოცხადებული სახელმწიფო რელიგიად და საეკლესიო სტრუქტურა შედარებით ადრე ჩამოყალიბებული იყო.
წმინდა გრიგოლ პართელი - კურთხევას კესარია-კაპადოკიის კათედრიდან იღებდა..ანუ ისიც ბიზანტოფილი იყო, თავისი ირანული წარმომავლობის მიუხედავად.
****
ქართლის მეფე მირიანი და არმენიის მეფე თრდატი მძახლები გახდნენ დაზავების შემდეგ. ქართლის უფლისწული რევი და არმენიის პრინცესა სალომე უჯარმელი ცოლ-ქმარი იყვნენ, ხოლო მათ ვაჟს - უფლისწულ თრდატს ქართლში უმეფია კიდეც.
***
აშკარაა რომ პრორომაულ პოლიტიკაში მირიანი და თრდატი მოკავშირეები იყვნენ.
***
ჩემის აზრით ანტიოქიის ეკლესია არ წარმოადგენს იბერიის ეკლესიის დედა-ეკლესიას.
****
ქართული ეკლესია, სომხურ და ალვანურ ეკლესიებთან ერთად წარმოადგენდა თვითმყოფად ეკლესიას, რომელსაც სათავეში მთავარეპისკოპოსი ჰყავდა.- სამივე ეკლესია შეიძლება კაპადოკიური წარმომავლობის ეკლესიებად მივიჩნიოთ.
***
ქართლის სამეფო არ შედიოდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, ამიტომაც მისი ყოფნა ანტიოქიის საპატრიარქოს ქვეშ საეჭვოდ მიმაჩნია.
****
მიქაელ მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის დროს მეფე ვახტანგ გორგასალმა ანტიოქიის პატრიარქის მეშვეობით კათალიკოსობა შემოიღო საქართველოში ანუ აკურთხა ალტერნატიული ეპისკოპოტი კათალიკოსის მეთაურობით.
***
608 წლამდე ქართული ეკლესია "ზენონის ჰენოტიკონის" ერთგული იყო. სომხურ და ალვანურ ეკლესიებთან ერთად მონაწილეობდა რიგ კრებებში (მაგ.დვინის კრებები). ეს ბუნებრივია, ვინაიდან მე-4-6 საუკუნეებში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები პოლიტიკურადაც ერთად გამოდიოდნენ ასპარეზზე ( ვახტანგ გორგასლის და ვაჰან მამიკონიანის ანტიირანული აჯანყებები და სხვ).
****
თეზისი იმის შესახებ, რომ ირანი მხარს უჭერდა მონოფიზიტურ ერესს არადამაჯერებელია. ირანი მხარს უჭერდა მაზდეანობის გავრცელებას (მაგ.ვარსქენ პიტიახშის შემთხვევა). ირანის ნაციონალური ეკლესია კი გახლდათ აღმოსავლეთის ეკლესია საკათალიკოსო კათედრით სელევკია-ქტესიფონში, რომელსაც ნესტორიული ქრისტოლოგია აქვს.
****
მონოფიზიტობა უფრო შიდაბიზანტიური მოვლენა იყო და ირანთან ნაკლები შეხება ჰქონდა.
****
ქართული ეკლესია ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების (451წ) ოროსს მხოლოდ მე-7 საუკუნის დასაწყისში შეუერთდა ( იმპერატორ მავრიკიუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში, ქართველთ-სომეხთა გაყრა, არმენიაში ალტერნატიული ქალკედონიტური საკათალიკოსოს დაფუძნება).
მანამდე ქართული ეკლესია "ზენონის ჰენოტიკონის" დაცვის ერთგული იყო არმენიის და ალვანეთის ეკლესიებთან ერთად.
საინტერესოა, როგორი წეს-ჩვეულებები ჰქონდა ქართულ ეკლესიას მეფეების მირიანის და ვახტანგის დროს. გამოსაკვლევია წმინდა გრიგოლ პართელის "იერუსალიმური რჯული" რომლისადმი ერთგულებას უმტკიცებდნენ სომეხ ოპონენტებს ქართლის კათალიკოსები კირიონი და არსენ საფარელი.

No comments:
Post a Comment