წმინდა ნინოს ცხოვრებიდან ვიცით, რომ მირიან მეფემ იმპერატორ კონსტანტინეს ქალაქ კონსტანტინეპოლში ელჩები გაუგზავნა, რომ მისთვის ქართლის გაქრისტიანების ამბავი ეხარებინა და ქართლში მასობრივი ნათლობისთვის სასულიერო პირების გამოგზავნა ეთხოვა.
საეკლესიო ტრადიციით სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 326 წელს გამოცხადდა...ვახუშტი ქართლი მოქცევის თარითად 318-319 წლებს აცხადებს..რა თქმა უნდა მოქცევა ერთი პროცესია, ხოლო ნათლობა მეორე...
მაგრამ როგორ ამოვხსნათ ის გამოცანა, რომ ქალაქი კონსტანტინეპოლი მხოლოდ 330 წელს გამოცხადდა დედაქალაქად..326 წელს ეს ქალაქი ჯერ არ არსებობდა, ან საუკეთესო შემთხვევაში მშენებარე იყო..
მაშ, სად გააგზავნა ელჩები მეფე მირიანმა? რომში? ძალიან შორია რომი...ალბათ, თავის მძახალს თრდათ მეფეს გაუგზავნიდა ელჩებს. და აი რატომ
1. 326 წლისთვის თრდატ მეფის სამფლობელოში ქრისტიანული იერარქია უკვე არსებობდა - წმ.გრიგოლ პართელის თაოსნობით.
2. თრდატ მეფის ასული - სალომე უჯარმელი, მირიან მეფის ძის - უფლისწულის რევის ცოლი გახლდათ.მათ ძეს კი - თრდატი უწოდეს, რომელიც შემდეგ გაფებდა ქართლში.
3.სალომე უჯარმელს მიეწერება წმინდა ნინოს ცხოვრების ავტორობა.აქედან გამომდინარე ბუნებრია აქტიური კონტაქტების არსებობა ქართლის და არმენიის სამეფო კარებს და საეკლესიო წრეებს შორის.
4. ქართველ-სომეხთა სარწმუნობერივი განყოფის შემდეგ, არ იყო პრესტიჟული თრდატ მეფესთან დაკავშრებული პასაჟი, და მისი სახელი რომის იმპერატორის კონსტანტინეს სახელით შეიცვალა.
5. საინტერესოა ნიკო მარის შეხედულება იმის შესახებ, რომ მე-10 საუკუნემდე წმ.გრიგოლ პართელი წმ.ნინოსთან ერთად ითვლებოდა საქართველოს განმანათლებლად. კირიონ კათალიკოსიც და არსენ საფარელიც ამას ერთმნიშველოვნად ადასტურებენ თავიანთ პოლემიკურ თხზულებებში.

No comments:
Post a Comment